კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტრასის ბორდიურზე მოხუცი კაცი ზის. მასთან ახლოს მანქანა გაჩერდა‚ მძღოლმა გადმოყო თავი და ეკითხება: – ბაბუ‚ სოფელში როგორ მივალ? – ჯერ პირდაპირ იარე‚ მარჯვნივ კანაფის მინდორი შეგხვდება‚ რომ გაივლი‚ მოლაპარაკე მდინარეს მიადგები...

 

 

***

აფთიაქში.

– პრეზერვატივი მინდა‚ მთელი შეკვრა მომეცით‚ თუ შეიძლება.

ყველამ მას შეხედა‚ გაოცებულები უყურებენ.

– ჰო‚ რა იყო‚ ხალხო‚ გავყიდე კომპიუტერი‚ გავყიდე!..

***

ტიპი რესტორანში შევიდა და მაშინვე მენეჯერთან მივიდა.

– თქვენ გსურთ‚ რომ მაგიდა შეუკვეთოთ?

– არა‚ ორ საათში მოვალ ქალბატონთან ერთად, თქვენ კი უნდა მითხრათ‚ რომ ყველა მაგიდა დაკავებულია და ვერაფრით დამეხმარებით...

***

ზოოპარკში:

– გუგული თუ გყავთ? რომელია?

– აი ის‚ წინ რომ ზის‚ ხელოვნურ ტოტზე...

– გუგულო‚ გუგულო‚ რამდენ წელს ვიცოცხლებ?

– უგ‚ უგ...

– რა, მინუს ორი?

***

ყველა გამოსაჩენ ადგილზე პირსინგით დამშვენებული გოგონა, მიკროფონით ხელში, ქუჩაში მიმავალ მამაკაცს აჩერებს:

– თუ შეიძლება‚ დაასახელეთ ქალის მიზიდვის საუკეთესო ხერხი...

– სხვების არ ვიცი‚ მაგრამ, თქვენ – მაგნიტით.

***

სპეციალურად სასაზღვრო დაცვისთვის ერთმანეთთან შეაჯვარეს ძაღლი და კურდღელი. ახლა ის არა მარტო კარგად დაეწევა საზღვრის დამრღვევს‚ არამედ თავად დასჯის კიდეც მას.

***

წარწერა კახეთის „მარშრუტკაში“:

„გთხოვთ‚ ნუ დაელაპარაკებით მძღოლს მგზავრობისას“.

წარწერა გურიის „მარშრუტკაში“:

„გთხოვთ‚ არ უპასუხოთ მძღოლს მგზავრობისას“.

წარწერა რაჭის „მარშრუტკაში“:

„გთხოვთ‚ მგზავრობისას ელაპარაკეთ მძღოლს‚ რომ არ დაეძინოს“.

***

– მიხო‚ სად ისწავლე ასეთი გინება?

– მასწ‚ ამის სწავლა არ შეიძლება‚ ბუნებრივი ნიჭია!

***

ქალიშვილი თვითმფრინავით მგზავრობს. თითქმის მიკრულია ილუმინატორთან და დაძაბული იყურება ქვემოთ...

– ცუდად ხომ არ ხართ? – შეშფოთებით ეკითხება სტიუარდესა.

– არა‚ უბრალოდ‚ ვერც ერთი მერიდიანი ვერ დავინახე‚ არადა‚ წუხელ მთელი ღამე გლობუსს დავყურებდი და ვსწავლობდი...

***

შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭული ქვეგანყოფილება: „ზეშენელებული რეაგირების ბატალიონი“.

***

– გილოცავ‚ თურმე, ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი ქალი შეგირთავს!

– ეგ ვინ გითხრა?

– შენმა ცოლმა.

***

– ოჰო‚ დავინახე‚ ახალი „ბოიფრენდი“ გყოლია....

– არა‚ ისევ ძველი „ბოიფრენდი“ მყავს‚ ის კი‚ შენ ვინც დაინახე‚ ჩემი „სექსფრენდია“.

***

დაიჭირა მეგრელმა ოქროს თევზი. იცის‚ სამი სურვილის შესრულება შეუძლია:

– ესე იგი‚ მინდა სასახლე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე‚ სამი მილიონი დოლარი ბანკში და დიდმკერდიანი ქალი – ეს ერთი...

***

მეცნიერებმა დაადგინეს ჩინელების განვითარების ასეთი სწრაფი ტემპის მიზეზი – იქ არ არიან ებრაელები.

***

ღვინო მისი მოძულისთვის საწამლავია‚ მსმელებისთვის – საწვავი‚ ალკოჰოლიკებისთვის – ცხოვრების აზრი‚ ქართველებისთვის – სამშობლოს სიყვარულის ეკვივალენტი.

***

– მიხო‚ როგორა ხარ‚ ჯო?

– რავი‚ არა მიშავ. შენა?

– მეც ვარ‚ რა.

– ოჯახში როგორა ხართ‚ მარო რასა შვრება?

– რა შენი საქმეა, ჩემი ცოლი რასა შვრება?

– ზრდილობის გულითვინა‚ თორემ შენიცა და მაროსიცა...

***

– გაიგე‚ ვირუსი რომ შემოგვპარვია‚ თანაც, ძალიან ახალიც არ არის?

– რომელი‚ კაცო?

– მწვანე სიბრმავე. თურმე‚ თუ შეგეყარა‚ დაინახავ თუ არა დოლარებს‚ სხვას ვეღარაფერს ვეღარ გაარჩევო.

***

მიხო გარდაიცვალა. მაროს უთხრეს, მეზობელ სოფელში ვიღაც სპირიტულ სეანსს ატარებს და შეგიძლია, შენს ქმარს დაელაპარაკოო. წავიდა მარო და მიადგა ნათელმხილველს... ყველაფერი გამოვიდა ოთახში ქმრის აჩრდილი გამოჩნდა.

– როგორ ხარ მანდა‚ მიხო?

– კარგად‚ ძალიან კარგად...

– ჩემთან რომ იყავი‚ იმაზე კარგად?

– ჰო...

– მეც მინდა მანდ‚ სამოთხეში...

– რა სამოთხეში? ჯოჯოხეთში ვარ‚ ქალო‚ ჯოჯოხეთში!..

***

– მართალია‚ რომ ფართოეკრანიანი ტელევიზორები იაპონელებმა მოიგონეს?

– მართალია. ზუსტად მათი თვალებისთვისაა ზედგამოჭრილი.

***

თითოეულ ქართველში‚ იშვიათი გამონაკლისის გარდა‚ ცხოვრობს „ავატარი“ – დალევს თუ არა ორ-სამ ჭიქას‚ მაშინვე იცვლის ფერს‚ ხდება კეთილი და თავი დიდი, ძლიერი და ძალიან მოხერხებული ჰგონია.

***

ოპტიმისტისთვის – ბისექსუალი‚ პესიმისტისთვის – ნახევრად ჰომოსექსუალი.

 

скачать dle 11.3