კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუსეთსა და ამერიკას ახალი „ცივი ომი“ ელის


ამერიკელი ექსპერტის, როჯერ ჰოვარდის აზრით, რუსეთსა და ამერიკას არცთუ შორეულ მომავალში ახალი „ცივი ომი“ ელის არქტიკის აუთვისებელ რესურსებთან დაკავშირებით. მათი ათვისება გლობალური დათბობის პირობებში და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების კვალობაზე სულ უფრო რეალური ხდება. ყინულების დნობის წყალობით, არქტიკაში ნავთობისა და გაზის მოპოვება ფანტასტიკის სფეროს აღარ განეკუთვნება. საინტერესოა, რომ ამერიკული სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი სააგენტოს „იუნაიტედ სტეიტს ჯეოლოგიკალ სერვისის“ მონაცემებით, არქტიკაში მსოფლიოს გაზის გამოუკვლეველი მარაგის 30 და ნავთობის 13 პროცენტია ამ ეტაპზე ყინულით დაფარული. დღესდღეობით, უმნიშვნელოვანეს აუთვისებელ რესურსებზე პრეტენზიას „არქტიკული ხუთეულის“ წევრები – ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, რუსეთი, ნორვეგია და დანია აცხადებენ და მომავალში კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც ჰოვარდი აცხადებს, არქტიკის ენერგომარაგებისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტები ამერიკა და რუსეთი იქნებიან. ექსპერტები მოელიან, რომ ეკონომიკური კონკურენცია თანდათანობით პოლიტიკურ ხასიათს შეიძენს. კლიმატური ცვლილებების შედეგად, ამერიკისა და რუსეთის წინაშე ახალი საფრთხეები წარმოიშობა ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების მხრივ.




скачать dle 11.3