როგორ აღნიშნა “მუზიკ ბოქსმა„ 6 წლის იუბილე
რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „მუზიკ ბოქსმა, არსებობის 6 წლის თავი რესტორან „კრუიზში“ გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა, რომელსაც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. საღამო მართლაც მხიარული და სიურპრიზებით იყო სავსე. გათამაშდა ბევრი პრიზი, ასევე, სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდნენ „მუზიკ ბოქსის” ერთგული პარტნიორები. დაჯილდოების ცერემონიალის დასასრულს კი „მუზიკ ბოქსმა” საკუთარი აღმოჩენაც დაასახელა. ეს ტიტული მომღერალმა მარკუს მეტრეველმა მოიპოვა, რომელიც წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საბერძნეთში, და ქართველმა მაყურებელმა ის სწორედ „მუზიკ ბოქსის” არხის საშუალებით გაიცნო.
გრანდიოზული დაბადების დღე გრანდიოზული ტორტის გაჭრით დაგვირგვინდა.