“აფხაზეთის ხმის„ დაჯილდოება “ჰოლიდეი ინში„
9 იანვარს, სრულიად ქართული შოუ-ბიზნესი „ჰოლიდეი ინ-ში“ შეიკრიბა. რადიო „აფხაზეთის ხმამ”, რომელიც უკვე მეორე სეზონია, წარმატებით ეწევა ქართველი მომღერლების პოპულარიზაციას, გადაწვიტა, მათთვის ლამაზი დღე ეჩუქებინა. როგორც რადიოს ხელმძღვანელებმა – ნინო ჩხეიძემ და ნიკა ხაჩიძემ გვითხრეს, ამ დღეს მათ უნდოდათ, მადლობა გადაეხადათ იმ მომღერლებისთვის, რომლებსაც ახალი სიმღერები ყოველთვის „აფხაზეთის ხმაში” მიაქვთ და ნდობას უცხადებენ FM 98.8-ს. შესაბამისად, „აფხაზეთის ხმის” მსმენელებს ანებივრებენ პრემიერებით, უამრავი ახალი, საინტერესო მომღელის მოსმენითა და უკვე პოპულარული შემსრულებლების შემოქმედებითი ნაბიჯების თვალყურის დევნებით, რომლებიც მათი მონაწილეობით ჰიტდება FM სივრცეში. იმ დღეს „ჰოლიდეი ინში” ორი ტიპის დაჯილდოება შედგა: „ზარაფხანის” მიერ დამზადებული, ულამაზესი მოოქრული ქანდაკებები გადაეცა წლის ათ ყველაზე პოპულარულ სიმღერას, რომელთა მოსმენასაც განსაკუთრებით ხშირად ითხოვდა მსმენელი. ესენია: ნინო ჩხეიძისა და კაბუს დუეტი _ „მიყვარხარ ცამდე”; „ალილო“ – „მათქმევინე”; ანრი ჯოხაძე _ „მომნატრებიხარ”; კახაბერი და ხანუმები – „თხა და ვენახი”; სოფო ნიჟარაძე – „თეთრი ვარდები”; ნოდიკო ტატიშვილი – „ოცნების მატარებელი”, დათუნა მგელაძე – „მე შენ მიყვარხარ”; „თბილი-სი” – „ფერია”; „მგზავრები“ – „შავ ღვინოში”; დათო არჩვაძე – „მონატრებიხარ ფიქრებს”.
რაც შეეხება საღამოს მეორე ნაწილს, „აფხაზეთის ხმამ” დააჯილდოვა გასული წლის ათი ყველაზე პოპულარული მომღერალი. „აფხაზეთის ხმის” გადაწყვეტილებით, საკმაოდ ორიგინალური ტიპის დიპლომი, რომელზეც იყო დისკი, ხოლო დისკზე – შემსრულებლის სახელი და გვარი – გადაეცათ მომღერლებს: ივანა მილაის, პაატა გულიაშვილს, დუეტ „ჯორჯიას”, ელენე ფოჩხუას, ჯგუფს „მეტი”, თიკა ფაცაციას, ძვალსა და მაია კაჭკაჭიშვილს, ჯგუფ „სეიშენს”, ნინასა და მარკუს მეტრეველს, ვერიკო ტურაშვილს.
დაჯილდოების შემდეგ სტუმრებისთვის დიჯეისთან ერთად უნიჭიერესი ელენე კალანდაძე მღეროდა. საღამომ ძალიან სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.