კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გაურბის ქმარს გამთენიის ხუთ საათზე სოფო გორდაძე და რის გამო დაანგრია მან სახლი

მხიარული, პოზიტიური, ლაღი, მუდმივად ღიმილიანი... სოფო გორდაძე „იმედის” დილის გადაცემის ახალი წამყვანია, ზუსტად ისეთი, ვისი დანახვაც ახალგაღვიძებულ ადამიანს სიამოვნებას მიანიჭებს. ის, რომ სოფო „ჯეობარის” ფინალისტი იყო მაყურებელს უკვე დიდი ხანია, დაავიწყდა, ახალ ამპლუაში კი დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შეიყვარებს. 

 

 სოფო გორდაძე: „იმედის” დილაში მუშაობის დაწყებას ტელეეკრანზე დაბრუნებად არ მივიჩნევ, ეს დებიუტია. „რეალითი შოუ“ არის სახლი, სადაც შენ განსხვავებულ პირობებში ცხოვრობ, უფრო სხვა რაღაცეები მოგეთხოვება. რაც შეეხება დილის გადაცემას, მართლა ძალიან მიხარია ეს ამბავი, რადგან ყოველთვის მინდოდა მსგავსი ტიპის გადაცემის წაყვანა. თან, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდი. გული მწყდება, მაგრამ ხალხს „რეალითი შოუს“ მონაწილეებზე მცდარი წარმოდგენა უყალიბდება. ჰგონიათ სხვა არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. არადა, ძალიან ბევრი შესაძლებლობა, პოტენციალი მაქვს, რომლის არასრულფასოვნად გამოყენება ძალიან მაწუხებდა. განათლება მაქვს იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება, ჰქონდეს ჩემი ასაკის ადამიანს. მთელი ცხოვრებაა ვმუშაობ, თან ისეთ ადგილებში, ბევრმა შეიძლება, ვერც კი წარმოიდგინოს. მომეწონა, რომ საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება მომეცა. 

– გადაცემაში როგორ მოხვდი?

– ქასთინგზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – გამაგდო ჩემმა მეგობარმა, ნიკა ხაჩიძემ. დიდად, რომ გითხრა ქასთინგების მჯერა-მეთქი, მოგატყუებ. მაგრამ, იმდენი მეძახა, წადი, წადიო, გავრისკე წასვლა. „ჯეობარშიც” ქასთინგის ბოლო დღეს მივედი და აქაც. იქაც ამიყვანეს და აქაც. მოკლედ, კარგად მაქვს დაცდილი და უნდა გავთვალო ხოლმე, ყველგან ბოლო დღეს მივიდე (იცინის). ქასთინგის შემდეგ რაღაც პერიოდი გავიდა – ორი სამსახური მაქვს, პლუს პატარა ბავშვი და სულ გადამავიწყდა გადაცემის ამბავი. ერთ დღესაც თამუნა მუსერიძე მირეკავს და მეუბნება, დილის გადაცემაში აგიყვანესო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობად ჩავთვალე. უი, რა კარგია-მეთქი და გავთიშე ტელეფონი. ცოტა ხანში მირეკავს „იმედის” დილის პროდიუსერი და აი, მაშინ კი დავანგრიე სახლი. ისე ვყვიროდი, ისეთი ამბავი მოვაწყვე, ვერ წარმოიდგენთ. საშინლად გამიხარდა. თან, დილის გადაცემა, ჩემი ცხოვრების რიტმს აბსოლუტურად არ არღვევდა. ორი სამსახური მაქვს კიდევ და არც ერთზე უარის თქმა არ მომიწია. იდეალურად აეწყო ყველაფერი და ბედნიერი ვარ. საერთოდ არ მაწუხებს, დილით ხუთ საათზე გაღვიძება. ყველაფერს, ალბათ, თავისი ასაკი აქვს. თერთმეტ საათზე დაძინება ჩემთვის პრობლემა არ არის, საერთოდ არ მიყვარს ღამის ცხოვრება, მერე მთელი დღე მკვდარი ვარ. 

– რა არის ის სხვა ორი სამსახური?

– ვმუშაობ მაღაზია „პიერ კარდენში“ და რადიოში „აფხაზეთის ხმა”. ჩემთვის პრიორიტეტული სამსახური არ არსებობს, უბრალოდ, ვერთობი – გაუგებარი ამბავია. ოცი ლარიც რომ მქონდეს ხელფასი, თუ ვმუშაობ, იქ ბოლომდე დავიხარჯები. 

– როგორი იყო პირველი ეთერის ემოციები?

– რისი მეშინოდა გითხრა?! იმის, რომ საერთოდ არ ვნერვიულობდი. ავად ვარ თუ რა მჭირს-მეთქი, ვფიქრობდი (იცინის). ერთადერთი, რის გამოც მთელი ღამე ვიტირე და საშინლად ვინერვიულე, ჩახლეჩილი ხმა იყო. გადავირიე, პირველი ეთერია და უცებ კაცის ხმით რომ დავილაპარაკებ, რა სირცხვილი იქნება-მეთქი. კონიაკში მოდუღებული კარაქი ვსვი, ლაყე კვერცხები ვყლაპე. ყველაფერი გავაკეთე, რაც მეზიზღებოდა, იქნებ რაღაც მეშველოს-მეთქი და რაღაც დროით მართლა მიშველა. ყოველ შემთხვევაში, ეთერში დიდად არ მეტყობოდა. მოკლედ, მგონი, ნორმალური გამოვიდა.

– შენი ცხოვრება როგორ გაგრძელდა „ჯეობარის” შემდეგ? პრესის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღარ იყავი.

– კი და ეს სიმართლე გითხრა, მახარებდა. მართლა ძალიან მადლობელი ვარ იმ პერიოდის გამო, არაფერს ვნანობ, მაგრამ „ჯეობარელი სოფო”, რომ მესმოდა, უკვე ისტერიკაში ვიყავი. ბოლომდე მაინც არ დავიწყებიათ, მაგრამ, მგონი, ეს იარლიყი მეტ-ნაკლებად მოვიშორე. მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. გავთხოვდი, მყავს, წლის და ორი თვის სესილი, ყველაზე კარგი შვილი დედამიწაზე. ცოტა ძილის პრობლემა გვაქვს, მაგრამ არა უშავს, დროთა განმავლობაში ამასაც დავალაგებთ. 

– ვინ არის შენი ქმარი, გაგვაცანი.

– ჩემი მეუღლე არის ყოფილი მორაგბე, ამჟამად სარეკლამო კომპანია „სარკესა” და „მეტრო სტუდიაში” მუშაობს. ვართ ასე, ბედნიერად, გადასარევად ვცხოვრობთ. ჩვენ კლასელები ვიყავით, მაგრამ სკოლიდან არ გვყვარებია ერთმანეთი. ხანდახან, შემთხვევით თუ ვხვდებოდით ხოლმე. სკოლის დამთავრებიდან ხუთი წლის მერე განვაახლეთ ურთიერთობა და დაგვემართა – „ეს იყო პეტერბურგში“. სიყვარულის ისტორია დაახლოებით ორი წელი გაგრძელდა. სულ ვიცოდი, რომ ოცდასამ-ოცდაოთხ წლამდე არ გავთხოვდებოდი. ბევრი ჩემი მეგობარი ძალიან  ადრე გათხოვდა და მათ ყურებაში „ოდნავ გავცოფდი”. მივხვდი, რომ ეს არ მინდოდა. არასდროს ვიტყვი, რომ ოჯახი რამეში ხელს გიშლის, პირიქით ჩემი ქმარი ისე მეხმარება, ისე მიდგას გვერდით, მის გარეშე ვერაფერს ვიზამდი. უხარია ყველაფერი, რაც მე მახარებს. ყველა ქმარი ვერ გაიგებს, ცოლი რომ დილის ხუთ საათზე სამსახურში მიდის და საღამოს შვიდამდე სახლში არ ბრუნდება. უბრალოდ, ასაკობრივად არ ხარ მზად ყველა იმ სირთულისთვის, რაც ოჯახს ახლავს თან. თუნდაც, ბავშვი რომ გავაჩინე და ღამეები არ ეძინა, მეგონა, საგიჟეთში მოვხვდებოდი. ვფიქრობდი, არ ვიყავი შვილისთვის მზად, ნერვები არ მყოფნიდა რაღაცეებზე. ჩემი დედამთილი და დედაჩემი კი მშვიდად ხვდებოდნენ ამ ყველაფერს. ახლაც, მთელი დღე სესილი ჩემს დედამთილთანაა, ძიძა უბრალოდ ეხმარება. მიხარია, ასეთი ადამიანი რომ ზრდის ჩემს შვილს. მეც ბებიას გაზრდილი ვარ და აბსოლუტურად არ მიმაჩნია ტრაგედიად, ასე დაკავებული რომ ვარ. სამაგიეროდ, ყოველი თავისუფალი წუთი, დასვენების დღე ჩემი ოჯახის, შვილისაა. 

 

 

скачать dle 11.3