კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაშალა და თავიდან ააწყო „ლაბუტინის“ ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მადონა ხარატიშვილმა და როგორ ქმნის ის საქართველოში ყველაზე მაღალფასიან ფეხსაცმელს

 

ლამაზი ფერები, ყველასგან განსხვავებული სტილი, ხელით შეკერილი ექსკლუზიური მოდელები, ფეხსაცმელი ყველა ასაკისა და, სქესის მომხმარებლისთვის, სასიამოვნო გარემო, დიდი არჩევანი და, რაც მთავარია, ქართული პროდუქცია – უკვე რამდენიმე წელია, ამ ყველაფერზე, ქართველი დიზაინერი მადონა ხარატიშვილი ზრუნავს. მადონას ფეხსაცმლის სახლიდან, „Shoes-cafe-MADONA“, რომელიც მდებარეობს ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის ¹39-ში, ხელცარიელი არავინ გამოდის. იქ, მადონას გარდა, კიდევ ორი დიზაინერი და პროფესიონალი მკერავები მუშაობენ. ნიჭიერ დიზაინერს ოჯახური მიზეზების გამო (დაახლოებით ორი წლის წინ უსაყვარლესი ვაჟკაცის, პატარა ერეკლეს დედა გახდა), მცირეხნიანი პაუზა ჰქონდა აღებული. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქმიანობა მის სახელოსნოსა და მაღაზიაში არ შეჩერებულა და ამ ხნის განმავლობაში მან არაერთ წარმატებას მიაღწია, რის შესახებაც თავად გვესაუბრება.

მადონა ხარატიშვილი: ოჯახური მიზეზების გამო პაუზა მქონდა აღებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვმუშაობდი, არ გავჩერებულვარ. რამდენიმე ხნის წინ მე და თინათინ მაღალაშვილი მიგვიწვიეს „ბელორუსის ფეშენ-ვიქზე“, სადაც წარვადგინეთ ერთობლივი კოლექცია, რის შემდეგაც ბევრი მიწვევა მივიღეთ. ზოგ წინადადებას დავთანმხდები, ზოგს – არა. რუსეთიდან არის საინტერესო შემოთავაზებები, ასევე, იტალიიდან და აუცილებლად წავალ. რუსეთის „ფეშენ-ვიქთან“ ვაწარმოებ მოლაპარაკებას და უნდა მოვასწრო შეკვეთის დასრულება. ჩემზეა დამოკიდებული, გაზაფხულზე მოვხვდები თუ მერე. რაც მთავარია, ამ პერიოდში კიდევ უფრო კარგად შევისწავლე ფეხსაცმლის ტექნოლოგია, უფრო ღრმად ჩავწვდი, გავიზარდე, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი  იმაში, რომ ჩემი ფეხსაცმელი ძალიან ხარისხიანია. რა თქმა უნდა, რასაც რამდენიმე წლის წინ ვკერავდი, იმას აღარ ვკერავ, რადგან, ამ ხნის განმავლობაში ჩემი პროდუქცია ძალიან დაიხვეწა. ვშლიდი ძვირად ღირებულ ფეხსაცმელებს – მაინტერესებდა, როგორი ტექნოლოგიით იყო აწყობილი. მაგალითად, „ლაბუტინის“ ძალიან ძვირად ღირებული ფეხსაცმელი დავშალე და, როგორც აღმოჩნდა, ჩვენც იმავე ტექნოლოგიით ვმუშაობთ. ჩვენთან ყველაფერი ხელით კეთდება, სამწუხაროდ, საქართველოში ამას ნაკლებად აფასებენ. იმედი მაქვს, მომავალში დიზაინერებისა და პროფესიონალი მკერავების შრომა დაფასდება. მე არ მინდა, ვიყო სერიული ფეხსაცმლის მკერავი. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში, მიზნად მაქვს დასახული, რომ მექნება ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელები, რომლებსაც აუცილებლად გავიტან სხვა ქვეყნებში.
– რით იქნება ეს ფეხსაცმელი გამორჩეული?
– დაახლოებით ხუთი წლის წინ შევკერე 20 წყვილი ძვირად ღირებული ფეხსაცმელი: გამოვიყენე სვაროვსკის თვლები; ზოგი ფეხსაცმელი ვერცხლის იყო, ზოგი – მოოქრული და საკმაოდ კარგ ფასში გავყიდე, თან ისე, რომ გამოფენამდეც არ მივიდა საქმე – შექმნის პროცესშივე გაიყიდა. ახლა მე და ძალიან ნიჭიერი ოქრომჭედელი, ზურა ხანდამაშვილი ერთად ვაკეთებთ ზაფხულის ფეხსაცმელს, რომელიც მთლიანად ბრილიანტის იქნება. თებერვლის ბოლოს უკვე დავამთავრებთ მუშაობას. მისი თვითღირებულება 5 ათასი დოლარი იქნება, ამიტომ, მხოლოდ ერთი წყვილი იქნება, დანარჩენები უფრო ნაკლები ეღირება. უკვე მზად არის ვერცხლის ფეხსაცმელი, რომელსაც მოოქრული ქუსლი აქვს, ერთს აქვს ბრილიანტის თვლებით გაწყობილი გადასაჭერი, ჩემი აზრით, ძალიან კარგი პროექტია და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.
– საქართველოში ასეთ ფეხსაცმელს ეყოლება მყიდველი?
– ამ მხრივ ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ამიტომ, ეს ფეხსაცმელი აუცილებლად მოივლის მსოფლიოს და ნახავს თავის პატრონს, უბრალოდ, მინდა, რომ საქართველოში დარჩეს. რაც მთავარია, ჩვენ ისეთ ფეხსაცმელს ვქმნით და შევქმნით, რომელიც მოდიდან არ გადავა.
– შენი ფეხსაცმელები, ფასიდან გამომდინარე, თითქმის ყველა კატეგორიის მყიდველისთვისაა ხელმისაწვდომი.
– იმიტომაც დავარქვი ჩემს ფეხსაცმელების სახლს Shoes-cafe რომ აქ ყველაფერია, ყველანაირი ფეხსაცმელი. ძალიან ბევრი სახეობა გვაქვს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აარჩიოს ის, რაც უნდა. თუ ვერ აარჩევს, მაშინ, შევუკერავთ. ფასებიც ნორმალურია. ჩვენი ხარისხი უფრო მეტ ფასს იმსახურებს, მაგრამ, ვითვალისწინებთ ხალხის მდგომარეობას, შესაძლებლობებს. რაც მთავარია, ახლა 50-პროცენტიანი ფასდაკლება გვაქვს, რომელიც ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდება. ჩემს ფეხსაცმლის სახლში არის ფეხსაცმელები როგორც ქალებისთვის და მამაკაცებისთვის, ასევე ბავშვებისთვის, საერთოდ, იმდენად რთულია, მაღაზიებში ბავშვის ფეხსაცმლის შერჩევა, რომ გადავწყვიტე, მათთვისაც შემეკრა. ანუ, ვკერავთ 18 ზომიდან 33 ზომამდე და, რაც მთავარია, ხარისხიანად და იაფად. 
– როგორც ვიცი, „ბელორუსის ფეშენ-ვიქზე“ შენი გამოსვლა ძალიან წარმატებული იყო.
– გავაკეთე „დაკარგული სამოთხე“ – „Lost paradise“ და ყველა ასოს თავისი თემატური დატვირთვა ჰქონდა. ყველაზე იყო ფეხსაცმელი გაკეთებული – გველი, ნოეს კიდობანი, ცხოვრება, პლანეტა, სამოთხის ხე და ასე შემდეგ. სულ 12 წყვილი იყო, იმპრესიონისტული ფეხსაცმელი გამოვიდა. იმპრესიონისტი ფერმწერი ვარ და, ეტყობა, ისე მომინდა ხატვა, რომ ეს მიმდინარეობა ფეხსაცმელებში გადმოვიტანე. თავიდან ფიქრობდნენ, როგორ უნდა ეტარებინათ, მაგრამ, ისეთი ადვილი, კომფორტული იყო ამ ფეხსაცმლით სიარული, რომ მოეწონათ და გაიყიდა. გარდა ამისა, წავიღე ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელები, ანუ ადამისა და ევასთვის და ერთი წყვილი ამ კოლექციიდანაც გაიყიდა.
– როგორი იყო ხალხის ემოცია, როდესაც ნახეს ფეხსაცმელში წარმოდგენილი მთელი სამოთხე?
– უკვირდათ, მოდიოდნენ, ფოტოებს უღებდნენ, რაც მთავარია, ყველაფერი სწორად აღიქვეს. ყველას გავყიდდი, დიდი ზომები, რომ ყოფილიყო, რადგან ბელორუსი ქალების უმრავლესობას 40-41 ზომის ფეხი აქვთ. წუხდნენ – რატომ არ გვაქვს კარგადო. უფრო პატარა ზომები მქონდა წაღებული და, ვისაც მოერგო, გავყიდე. მე და თინათინ მაღალაშვილი აპრილში ისევ ვაპირებთ ბელორუსში წასვლას – მიწვევა გვაქვს და კატეგორიულად შემოგვითვალეს, დიდი ზომის ფეხსაცმელები ჩამოიტანეთო. იქაურმა დიზაინერმა, დავიდოვამ, ორი წყვილი ფეხსაცმელი იყიდა. ასევე, იქვე შემიკვეთა სამი წყვილი ფეხსაცმელი ულამაზესმა ბელორუსმა მოდელმა, რომელიც იტალიის ტელევიზიაში წამყანად მუშაობს.  მითხრა: მე ვიცვამ ძალიან ცნობილ სამოდელო სახლებში – „ვალენტინო“, „გუჩი“, ძალიან მომწონს „ლაბუტინი“ და თქვენი ფეხსაცმელი ისე მომეწონა, ასეთი არაფერი მინახავსო. ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტი იყო. სანტიმეტრიც არ მქონდა, ფეხი რომ გამეზომა, ამიტომ ფურცელზე შემოვუხაზე. შემდეგ თბილისში შევუკერე და გავუგზავნე. ისეთი ბედნიერი იყო – შეუძლებელია ამხელა მანძილზე შეკერილი ფეხსაცმელი გასინჯვის გარეშე ვინმეს ასე მოერგოსო. მალე ვაპირებთ ინტერნეტ-მაღაზიის გახსნას, საიდანაც ყველას შეეძლება ფეხსაცმლის გამოწერა და ყიდვა. ასე რომ, წინ ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს.

 

скачать dle 11.3