კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კაპიტალიზმით უკმაყოფილოთა რაოდენობა იმატებს


მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა იმედგაცრუებულია კაპიტალიზმითა და საბაზრო ეკონომიკით. სწორედ ასეთი შედეგები მიიღეს ბრიტანული „ბი-ბი-სის“ შეკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევის მე-20 წლისთავს მიეძღვნა. გამოკითხვაში მონაწილეობა მსოფლიოს 27 ქვეყნის 30 ათასამდე მოქალაქემ მიიღო და ის კომპანია „გლობსკანმა“ და მერილენდის უნივერსიტეტთან არსებულმა საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულების შემსწავლელმა ცენტრმა ჩაატარა. გამოკითხულთა მხოლოდ 11 პროცენტი მიიჩნევს, რომ საბაზრო ეკონომიკა ნორმალურად ფუნქციონირებს და სახელმწიფოს მხრიდან უფრო მკაცრი კონტროლი საჭირო არ არის. 51 პროცენტი ფიქრობს, რომ იმ პრობლემების აღმოფხვრა, რომელიც ამ ეტაპზე წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებს შეექმნათ, ეკონომიკის უფრო მეტად რეგულირებისა და რეფორმების განხორციელების შემთხვევაშია შესაძლებელი. გამოკითხულ ფრანგთა 43 პროცენტი აცხადებს, რომ კაპიტალიზმის შეცვლას დაუჭერდა მხარს. მექსიკაში იმავე პოზიციას მოსახლეობის 38 პროცენტი იზიარებს, ბრაზილიაში – 35 პროცენტი, რუსეთში კი მხოლოდ 23 პროცენტი. სამაგიეროდ, რუსეთში გამოკითხულთა 77 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყნის მთავრობამ მრეწველობის ძირითადი დარგების ნაციონალიზაცია უნდა მოახდინოს და უფრო აქტიური როლი ითამაშოს მათ მართვაში. მათ 76 პროცენტს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ უფრო სამართლიანად უნდა გადაანაწილოს ბიუჯეტში შემოსული თანხები.




скачать dle 11.3