კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკას სურს, მართოს მტერი

 

ინტერნეტ-ქსელში გამოჩნდა პენტაგონის ძალზე საინტერესო დოკუმენტი, რომელიც განკუთვნილია ამერიკის მთავრობაში შიდა მოხმარებისთვის, ის შეიცავს ინფორმაციას, ეგრეთ წოდებული, არამომაკვდინებელი იარაღის პროექტების შესახებ. ანუ, იარაღისა, რომელიც კი არ კლავს მტრებს, არამედ შეუძლია, ფაქტობრივად, მართოს ისინი.

არამომაკვდინებელი მოქმედების იარაღის ცნობარი შეიცავს ასზე მეტ გვერდს, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი ამგვარი იარაღის სხვადასხვა სახეობა, მათ რიცხვშია ლაზერები, სითბური სხივები და ბგერითი ტალღები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მიზნებისთვის – დაწყებული ბრბოს გაფანტვით, დამთავრებული მტრის ტექნიკის დეზორიენტაციით.

დოკუმენტში მოცემულია როგორც უკვე არსებული სახეების გაუმჯობესების წინადადებები, ასევე სრულიად ახალი ტექნოლოგიები, რომელთა შესახებაც აქამდე მხოლოდ მეცნიერი ფანტასტები წერდნენ. მაგალითად, ზოგიერთი იდეა აღებულია ცნობილი ფანტასტიკური წიგნებიდან, მაგალითად, შეიძლება, გაგვახსენდეს ბელიაევის „მსოფლიოს მბრძანებელი“, ან სტრუგაცკების „დასახლებული კუნძული“, სადაც ერთი პიროვნება ან ხელისუფლება გამოსხივებით მოქმედებდა ადამიანთა აზროვნებაზე.

პროექტის დამმუშავებელია პენტაგონის არამომაკვდინებელი იარაღის შექმნის გაერთიანებული სამმართველო, რომელსაც გასულ წელს განუხორციელებელ პროექტებზე ფულის ხარჯვისთვის აკრიტიკებდნენ. სწორედ ამიტომ ფიქრობს ზოგიერთი ექსპერტი, რომ სია ამერიკელი სამხედროების „კომერციული მიზანია“, რომელიც ხანგრძლივ ფინანსირებას მოითხოვს. ეს სამმართველო შეიქმნა 1996 წელს სომალისა და ბოსნიაში სამხედრო ოპერაციების შემდეგ. მათ წინაშე დაისვა ამოცანა – შემსუბუქდეს  და დაჩქარდეს ამერიკის არმიის აღჭურვა არამომაკვდინებელი სახეობის იარაღით. მაგრამ, 13 წლის შემდეგ – 2009 წელს, ამ ფორმირების ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ 50 სამეცნიერო კვლევით სამუშაოზე დაახლოებით 400 მილიონი დოლარი დახარჯეს. რეალურად კი, ახალი იარაღი არ შექმნილა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, გახდება თუ არა იარაღი რეალური, მაგრამ გამოქვეყნებული დოკუმენტი მიუთითებს იმაზე, რომ კვლევები ამ მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

скачать dle 11.3