კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ბედნიერების ინდექსმა“ გასული წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნები გამოავლინა

 

გასულ წელს დედამიწის მცხოვრებთა უმრავლესობა, მიუხედავად მათ ქვეყნებში ეკონომიკური პერიპეტიებისა, თავს უფრო ბედნიერად გრძნობდა, ვიდრე უბედურად. ამას მოწმობს საერთაშორისო კომპანია WIN - Gallup International-ის მიერ ჩატარებული სოციალური კვლევების მონაცემები. კომპანიის სპეციალისტებმა 58 ქვეყნის მოქალაქეები გამოკითხეს. ტესტებში სამი კითხვა იყო: როგორ გრძნობდნენ თავს – ბედნიერად, უბედურად, თუ არც ისე და არც ასე. გამოკითხულთა 53 პროცენტმა განაცხადა, რომ ბედნიერია, მხოლოდ 13 პროცენტმა უპასუხა, რომ უბედურად მიაჩნია თავი.

გამოკითხვის დროს აღმოჩნდა, რომ ბედნიერების შეგრძნება ნაკლებადაა დაკავშირებული ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ან უკეთესის მოლოდინთან. ადამიანთა 42-მა პროცენტმა, რომლებიც პესიმისტურად აფასებენ თავიანთი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს დამდეგ წელს, განაცხადეს, რომ ბედნიერები არიან.

ბედნიერ ადამიანთა ყველაზე მეტი პროცენტული რაოდენობაა ფიჯის კუნძულების რესპუბლიკაში. ბედნიერების „ნეტოს“ მაჩვენებელი ამ ქვეყანაში 85 პროცენტია, თავს უბედურად მხოლოდ 4 პროცენტი მიიჩნევს. შემდეგ მოდის: ნიგერია (84 პროცენტი), ნიდერლანდები (77 პროცენტი), შვეიცარია (76 პროცენტი), კოლუმბია (71 პროცენტი), ფინეთი (70 პროცენტი), გერმანია (68 პროცენტი), ისლანდია (66 პროცენტი), დანია (64 პროცენტი), ბრაზილია (63 პროცენტი).

რუსეთი მოხვდა იმ ქვეყნების ჯგუფში, რომელთა მოქალაქეებსაც აქვთ მცირე ან საშუალო შემოსავალი და თავს უბედურად გრძნობენ (13 პროცენტი). ამ ჯგუფის ქვეყნებია, აგრეთვე, ჩეხეთი, თურქეთი, ბულგარეთი, მაკედონია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, ინდოეთი და უკრაინა. ბედნიერების დონის მიხედვით უკრაინამ 58 ქვეყანას შორის 41-ე ადგილი დაიკავა.

გამოიკვეთა, აგრეთვე, იმ ქვეყნების ჯგუფი, რომელთა მცხოვრებნიც იღებენ დაბალ ან საშუალო შემოსავლებს, მაგრამ თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობენ. მათ რიცხვშია: სამხრეთ კორეა, ისლანდია, საუდის არაბეთი, არგენტინა, მალაიზია, ტუნისი, ბრაზილია, პერუ, აზერბაიჯანი და სხვა.

ბედნიერების ნეტოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ლიტვას – მხოლოდ 9 პროცენტი. უფრო დაბალი მაჩვენებლები აქვს სერბიას (8 პროცენტი), პალესტინას (7 პროცენტი), ეგვიპტეს (0 პროცენტი). ამას გარდა, ისეთ ქვეყნებს შორის, სადაც „ბედნიერების კოეფიციენტი“ 10 პროცენტს არ აღემატება, მოხვდნენ საქართველო და პალესტინის ავტონომია.

განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ავღანეთის მცხოვრებნი უფრო ბედნიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ამერიკელები. 

ეკონომიკური ფაქტორის გარდა, სოციოლოგებმა რელიგიური შეხედულებებიც გაითვალისწინეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც არც ერთ რელიგიურ მიმართულებას არ მიეკუთვნებიან, ნაკლებად ბედნიერები არიან (27 პროცენტი), ვიდრე მორწმუნენი. კათოლიკეების ბედნიერების ინდექსი 54 პროცენტია, პროტესტანტების – ამდენივე, იუდეველების – 50 პროცენტი, მუსლიმანების – 42 პროცენტი, ინდუისტების – 43 პროცენტი. სამწუხაროდ, მონაცემები მართლმადიდებლების შესახებ, არ გამოუქვეყნებიათ.

 

скачать dle 11.3