კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ალავერდაშვილი – ალავერდიშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ალავერდა. „ალლაჰ ვერდი“ არაბულსა და თურქულში „ღმერთის მოცემულს“ ნიშნავს. ხშირად, ქალს ბავშვი რომ შერჩენოდა, ალავერდას არქმევდნენ. ასევე, სიტყვა ალავერდა, ქართლ-კახეთში კუთხურად იონჯას ნიშნავს.

დურმიშხან ალავერდაშვილი მოიხსენიება 1699 წლის მამულის მცველობის წიგნში, რომელსაც ხოსუა ასლუაშვილი აძლევს ნასყიდა დოლმაზაშვილს.

ალავერდაშვილები თავიდანვე მართლმადიდებლური სარწმუნოებისანი და ქართველები იყვნენ. სოფელ კუმისში და სხვაგანაც, მათ სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოება მიაღებინეს, რადგან იქ, კუმისში, 1830-იან წლებში სომეხი მღვდელი, არაქელიანი იყო. მოგვიანებით, რუსებმა ალავერდაშვილს დაბოლოება შვილი ჩამოაცილეს და ოვი დაუმატეს. დღეს ბევრი ალავერდოვი ცხოვრობს საქართველოში. 

იმავე ფუძისაა გვარი ალავერდიშვილი. ასევე, ალავერდაშვილის შტო-გვარია იაგულაშვილი.

საქართველოში 744 ალავერდაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 199, მცხეთაში – 156, გორში – 103. არიან სხვაგანაც.

27 – ალავერდიშვილი: თბილისში – 12, გორში – 6, მცხეთაში – 5. არიან სხვაგანაც.

ნარიმანაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნარიმანი, რომელიც ირანული წარმოშობისაა და ქართულად ვაჟკაცს, გულადს ნიშნავს.

ნარიმანაშვილი ღვთისია მოიხსენიება 1742 წელს, ნასყიდობის წიგნში, რომელსაც ოთარა დოდარაშვილი აძლევს ქაფურაანთ ხადინას.

ამავე ძირისაა გვარები: ნარიმანიძე, ნარმანია.

საქართველოში 135 ნარიმანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 78, ადიგენში – 17, დუშეთში – 15. არიან სხვაგანაც.

ამინაშვილი

გვარის ფუძეა სიტყვა ამინ, რომელიც ებრაულ-ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს – ჭეშმარიტად.

ბეთანიაში მცხოვრები ამინაშვილი აბრამა ფარდად ერგო ბარათაშვილს.

1818 წელს სოფელ ბოგვში ანდრია მელიქაშვილის თავდებად მოიხსენიება აბელ ამინაშვილი.

1823 წლის აღწერის მასალებში, სოფელ მარაბდაში მოიხსენიება გლახა ამინაშვილი ოჯახთან ერთად.

საქართველოში 90 ამინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 67, თეთრი წყაროში – 18, გარდაბანში – 2. არიან სხვაგანაც.

ვიბლიანი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვიბლიან.

„ბატონი ვიბლიანები ამოწყვიტეს ლენჯერელებმა. ვიბლიანები ცხოვრობდნენ ლენჯერის თემის სოფელ ნესგუნში, სადაც მათი სახლ-კარი ახლაც არის. ისინი ძალიან მდიდარი მოსახლეები იყვნენ. ეს ვიბლიანები ლენჯერის ბატონები ყოფილან და მთელი სოფელი დაბეგრილი ჰყავდათ. ისინი ბეგარად ხალხს ხან რას სთხოვდნენ და ხან  – რას. იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ მათ უკითხავად გზაზეც კი ვერავინ გაივლიდა. ამიტომ, მათ გამო სოფელი ძალიან შეწუხებული იყო.” ეს ტექსტი გვხვდება სვანური დიალექტის ქრესტომათიაში.

გადმოცემის თანახმად, ერთხელ ვინმე ჯაფარიძემ ვიბლიანების უკითხავად გზაზე გაიარა. როცა ეს ვიბლიანმა შეიტყო, ჯაფარიძეს დაეწია, ჯორიდან გადმოაგდო და ტყვია დაახალა.

ლენჯერელებს მალე მოსწყინდათ მათი ბატონობა, ვიბლიანების ღალატი ჩაიფიქრეს და ამოწყვიტეს. ეს გადმოცემით იციან სვანეთში. 

საქართველოში 937 ვიბლიანი ცხოვრობს: მესტიაში – 386, თბილისში – 188, დმანისში – 177. არიან სხვაგანაც.

ჯიქურაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული ცხოველის აღმნიშვნელი სიტყვა ჯიქი.

ლიჯიქე (საჯიქაო) არის სოფელი ჩხოროწყუს რაიონში.

1873 წლის ისტორიული აღწერით, სოფელ ვაშლოვანში მოიხსენიებიან ჯიქურაშვილები.

ამავე ძირისაა გვარები: ჯიქიაშვილი, ჯიქია, ჯიქიძე, ჯიქურიშვილი, ჯიქური, ჯიქურიძე.

საქართველოში 587 ჯიქურაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 303, თბილისში – 131, თელავში – 20. არიან სხვაგანაც.

მამაჯანაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მამაჯანა.

„მამაჯანაშვილი ათაბეგა მოიხსენიება 1697 წლის ყმის ნასყიდობის წიგნში, რომელიც ჯავახიშვილებისთვის მიუციათ.”

მამაჯანაშვილების შტო-გვარი სოფელ საღირაშენში ნონიაშვილი ყოფილა.

საქართველოში 57 მამაჯანაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 25, თბილისში – 20, გარდაბანში – 5. არიან სხვაგანაც.

ალუღიშვილი

გვარის ფუძეა სიტყვა ალუხი. ასე ეძახიან კახეთში ხექვას, იგივე რკინის ხეს.

თავდაპირველად გვარი ალუღიშვილი გვხვდება როგორც ალუხიშვილი.

ალუხიშვილები მერქნის ხის დამუშავების ხელოსნები ყოფილან. ანუ, ეს გვარი საქმიანობის აღმნიშვნელი გვარ-სახელია. ალუხი მოგვიანებით ალუღი გამხდარა.

ვაქირელი ნიკალა ალუღიშვილი იმ მხარეში ღონით განთქმული ვაჟკაცი ყოფილა, რომელიც ერთ-ერთი თავდასხმის დროს ლეკებს მოუკლავთ.

საქართველოში 347 ალუღიშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 146, საგარეჯოში – 118, თბილისში – 52. არიან სხვაგანაც.

საღირაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სიტყვა საღირა, რომელიც ჩვენს წინაპრებს თურქებისგან უსესხებიათ და ყრუს ნიშნავს.

საკუთარი სახელი საღირა ქართულ წყაროებში მეთორმეტე საუკუნიდან გვხვდება. საღირა კილონკელიძე „ქართლის ცხოვრების” მეორე ტომში გვხვდება.

ამავე ფუძითაა ნაწარმოები გვარები: საღირიშვილი, საღირიძე, საღარაძე.

საღარაშვილები გვხვდებიან: კახეთში, ქართლში – კასპში, თეთრი წყაროში. ასევე, ცხოვრობენ თბილისშიც.

საქართველოში 656 საღირაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 278, გორში – 72, დუშეთში – 68.

არიან სხვაგანაც.

ხრიკაძე

ესაა სიტყვა ხრიკიდან ნაწარმოები გვარი.

ხრიკი ნიშნავს ხერხს რამის მისაღწევად, ასევე, შესაკრავ კავს, დუგმას. ხრიკას კუთხურად ქვევრიდან ღვინის ამოსაღებ ჭურჭელსაც უძახიან.

ვარაუდით, ხრიკაძეთა წინაპრები ორშიმოს ხელოსნები იყვნენ და სწორედ ამის მიხედვით გაუგვარდათ სიტყვა ხრიკა. აღმოსავლეთ მთიანეთში ხშირად გვხვდება სახელი ხრიკა.

ხრიკაძეები მეცხრამეტე საუკუნეში ჩანან თეთრი წყაროს რაიონში.

საქართველოში 283 ხრიკაძე ცხოვრობს: ბორჯომში – 105, თბილისში – 65, ახალციხეში – 24. არიან სხვაგანაც.

ბალბანაშვილი – ბალბანოვი – ბალბანიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბალაბანა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება – ბალ და ბანა. სულხან-საბას მიხედვით, ბალა დაძველებულს ნიშნავს;

ბალა ღანუკელი მოხსენიებულია 1559 წელს კახთა მეფის, ლეონ მეორის მიერ მცხეთის ეკლესიისადმი მიცემული ყმების შეწირულობის წიგნში.

1721 წელს საგინაშვილ-ინდოშვილის ყმად ჩხიკვათში მოიხსენიება შავერდა ბალაბანაშვილი.

ბალაბანაშვილები დღეს ბალაბანოვებად და ბერძნებად არიან ჩაწერილები.

ამავე ძირისაა გვარი ბალაბანიშვილი.

საქართველოში 26 ბალბანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 14, ადიგენში – 11, მარნეულში – 1.

54 ბალბანიშვილი: თბილისში – 30, გორში – 4, გარდაბანში – 3. არიან სხვაგანაც.

ალელიშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ალელი, რომელიც საკუთარ სახელად ქცეული სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვაა.

გადმოცემის მიხედვით, ალელიშვილების ადრინდელი გვარი ნოზაძე ყოფილა. ისინი სოფელ ალიდან მესხეთში გადასახლებულან. ახალციხელ ალელიშვილებს არდელანის უწოდებენ, ამის გამო, სავარაუდოა, რომ ისინი სოფელ არალიდან არიან, ადიგენის რაიონიდან. ალელიშვილი მოიხსენიება 1713-1838 წლებში, ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის შვილიშვილის, დავითის მიერ ბეჟანა ნაზარაშვილის სახელზე გაცემული ყმის, სახლ-კარისა და მამულის ნასყიდობის წიგნში.

საქართველოში 298 ალელიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 111, გარდაბანში – 63, ახალქალაქში – 28. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3