კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აქვს დიეტის სწორ შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ძაღლის ჯანმრთელობისთვის და ნიშნავს თუ არა დიეტა შიმშილობას

თუ თქვენს ერთგულ ოთხფეხა მეგობარს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვოთ – აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს. შესაძლოა, მედიკამენტებით მკურნალობა საჭირო არც იყოს, რადგან არსებობს მისი ალტერნატივა – სხვადასხვა სახის დიეტა. ამ საინტერესო თემასთან დაკავშირებით ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი გიამბობთ. 

 

ზაქრო ბაჯიაშვილი: ცხოველის კვება პირდაპირ დამოკიდებულებაშია მის ჯანმრთელობასთან. ჯანსაღი და დაბალანსებული საკვები უზრუნველყოფს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას, იმუნური სისტემის ბრძოლისუნარიანობას, რაც აძლიერებს დაავადებების მიმართ დამცველობით ფუნქციას და ორგანიზმის დაცვას სხვადასხვა დაავადებისგან. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საკვებს, ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადების მკურნალობისას. როგორც წესი, სხვადასხვა დაავადების დროს ინიშნება სხვადასხვა სახის სპეციფიკური სამკურნალო დიეტები. დიეტების სახე და ტიპები დამოკიდებულია დაავადებების ხასიათზე და, ასევე იმაზე, თუ რა სისტემის დაავადება და რა ორგანოს დაზიანება აღენიშნება ცხოველს.

– უფრო დაწვრილებით რას გვეტყვით დიეტასთან დაკავშირებით?

– მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს, ძაღლს ორგანიზმის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის დიეტას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საკვებიდან უნდა ამოიღოთ ნახშირწყლები და ცხიმები. ასევე, საკვები უნდა დავაბალანსოთ ვიტამინებითა და პროტეინებით. მაგალითად, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების შემთხვევაში ცხოველს უნდა მივცეთ ადვილად მოსანელებელი და მექანიკურად კარგად დამუშავებული საკვები, რომელსაც ექნება პიურეს სახე. კარგია მოხარშული ხორცის ფარშის მიცემა. არ შეიძლება ცხიმიანი საკვები. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების მიცემის ჯერადობასა და რაოდენობას – საკვები უნდა მიეცეს ცხოველს ხშირად და მცირე ულუფებით. რაც შეეხება ღვიძლის შემთხვევას, გეტყვით, რომ ღვიძლის დაზიანების შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა, რადგან ამ დროს დაუშვებელია საკვებში იყოს ცხიმოვანი მჟავეების ისეთი შემცველობა, რაც ტოქსიკურად იმოქმედებს ღვიძლზე. ძაღლმა ცილები უნდა მიიღოს უცხიმო ხაჭოსა და მაწვნის სახით. აუცილებელია, საკვებში ჩავრთოთ B ჯგუფის ვიტამინები. თირკმელების ანთებითი თუ სხვადასხვა სახის ფუნქციური პათოლოგიების დროს მკურნალობაში წამყვანი როლი აქვს ასევე დიეტოთერაპიას. ამ დროს საკვებიდან უნდა ამოვიღოთ ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც იწვევს თირკმელებისა და შარდის გამომტანი ორგანოების გაღიზიანებას, კერძოდ, ცხოველს უნდა შეუზღუდოთ მარილიანი საკვების მიცემა. გახსოვდეთ, თუ ცხოველს მიდრეკილება აქვს შარდკენჭოვანი დაავადებების მიმართ,  მას ესაჭიროება სპეციფიკური დიეტა. ალერგიული დაავადებების დროს არსებობს სპეციფიკური დიეტები, რაც უზრუნველყოფს ცხოველის მდგომარეობის გაუმჯობესებას. დიეტას განსაკუთრებით მაშინ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როცა საკვებისმიერი ალერგია აქვს ცხოველს. უნდა მოხდეს გამოკვლევის ჩატარება და დადგინდეს, საკვების რომელ ინგრედიენტზე აქვს მას ალერგია და ის ინგრედიენტი საკვებიდან უნდა ამოიღოთ. კანის პარაზიტული თუ სხვა სახის დაავადების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტოთერაპიას. ამ დროს საკვები უნდა დაბალანსდეს კანის სიჯანსაღისთვის საჭირო ყველა მაკრო და მიკრო ელემენტებით, ვიტამინებითა და ცხიმოვანი მჟავეებით. საკვები უნდა იყოს ადვილად მოსანელებელი ყუათიანი და შეთვისებადი.

– დიეტის სწორად შესარჩევად აუცილებელია თუ არა სპეციალისტის ჩარევა?

– რა თქმა უნდა, დიეტა აუცილებლად სპეციალისტმა უნდა დაუნიშნოს ცხოველს მას შემდეგ, რაც მოხდება მისი დათვალიერება და დიაგნოზის დასმა.

– იმისთვის, რომ ეფექტი სწრაფი და იოლი იყოს, თუ არსებობს სხვა დამხმარე საშუალება?

– დიახ, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დიეტებისა ცხოველის საკვების მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გვთავაზობენ სპეციალურ ვეტერინარულ სამკურნალო დიეტებს, რომლებიც განკუთვნილია სპეციალურად ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ, რაც გააადვილებს დაავადებების მკურნალობას და გააუმჯობესებს ეფექტს. 

 

скачать dle 11.3