კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: ჩემი პეკინესი, ორი დღეა გამუდმებით აცემინებს. ეს მას შემდეგ დაეწყო, როცა აბაზანას ვწმენდდი, ის კი იქვე იდგა. შეიძლება, ეს იყოს მისი ცემინების მიზეზი?

პასუხი: უმჯობესია, თუ ძაღლს ვეტერინარს მიუყვანთ და საგულდაგულოდ გაასინჯებთ. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი საყოფაცხოვრებო საწმენდისა, თუ სხვა სახის ქიმიური საშუალებების გამოყენებამ, შეიძლება, სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ცხოველს. განსაკუთრებით ეს ეხება იმ საყოფაცხოვრებო საშუალებებს, რომლებიც შეიცავენ ქლორსა და ნაფტალინს, რადგან ეს იწვევს ჰემოლიზურ ანემიებს. ასე რომ, ნუ დატოვებთ ამ ფაქტს უყურადღებოდ და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ძაღლისთვის ანტიბიოტიკის მიღება?

პასუხი: გააჩნია, რა შემთხვევაში. გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ დაუშვებელია ძაღლისთვის ანტიბიოტიკის თვითნებურად მიცემა. ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე მათი თვითნებური დანიშვნა ან ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ხანგრძლივობის თვითნებური შეწყვეტა აუარესებს ძაღლის შემდგომ მდგომარეობას. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო გენტამიცინის და ბისეპტოლის თვითნებური გამოყენების დროს. აღნიშნული პრეპარატები ხასიათდება მაღალი ნეფროტოქსიკურობით და იწვევენ ჰიპერსალივაციასა და ღებინებას. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზოგი სახის ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია თვითნებურად, დიაგნოზის დაზუსტების გარეშე, მათი ტოქსიკურობისა და ზოგიერთი ჯიშის გენეტიკური თავისებურებების გამო. ასე რომ, ნუ გარისკავთ და ნუ ჩააგდებთ თქვენი ძაღლის სიცოცხლეს საფრთხეში.

კითხვა: ოჯახში გვყავს 6 წლის კოკერ-სპანიელი. გვინდა „მექსიკური შიშველის“ აყვანაც. გვაინტერესებს, ხომ არ დაიძაბება მათ შორის ურთიერთობა? ეჭვიანობას ვგულისხმობ.

პასუხი: როცა ლეკვი შემოგვყავს სახლში, როგორც წესი, პრობლემები ნაკლებად ჩნდება ხოლმე, რადგან, ნორმალური ზრდასრული ძაღლი ლეკვს არაფერს დაუშავებს. ლეკვს კი უნდა შეაგნებინოთ, რომ ზრდასრული ცხოველი უფროსია და უნდა დაუშალოთ მის საჭმელთან და სათამაშოებთან მიკარება, რაც თავიდან აგარიდებთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ასე რომ, თუ გადაწყვეტილი გაქვთ ოჯახში  ახალი წევრის შემატება ოთხფეხა მეგობრის სახით, პრობლემა არ არის, მთავარია, ორივე ცხოველზე თანაბრად გადაანაწილოთ  ყურადღება და შეაჩვიოთ ისინი ერთმანეთს.

 

скачать dle 11.3