კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია ქმარმა შური მოღალატე ცოლსა და მის საყვარელზე

 

გაზაფხულის დადგომასთან ერთად თბილისის ერთ-ერთი უბნის მცხოვრებნი საზარელმა სუნმა შეაწუხა. სასწრაფოდ შეიკრიბნენ მეზობლები, შეაწუხეს საჭირო ხალხი და ორ დღეში ბუნკერი ნაგვისგან დაცალეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. სადარბაზოში კიდევ უფრო იმატა საზარელმა სუნმა. მალე კი, ბინებში ცხოვრება შეუძლებელი გახდა.

მეზობლებმა მიყოლებით გაჩხრიკეს ყველა სათავსო, საიდანაც, მათი აზრით, შეიძლებოდა სუნი გავრცელებულიყო. მაგრამ მათმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო – ვერსად ვერაფერს მიაგნეს. საბოლოოდ, მეზობლებმა ლიფტთან მოიყარეს თავი. მათი აზრით, სუნი ყველაზე მეტად იქ იგრძნობოდა. საქმეში მათ მიერ მოწვეული სპეციალისტი ჩაერთო, რომელმაც პირველ სართულზე ლიფტის კარი გახსნა. სადარბაზოში იმდენად საზარელი სუნი დადგა, რომ კარგა ხანს ვერ შეძლეს შახტის დათვალიერება. სურათი, რომელიც იქ დახვდათ, საზარელი აღმოჩნდა. ლიფტის შახტაში ადამიანის მატლებდასეული გვამი ეგდო, რომელსაც ვირთხები ძიძგნიდნენ.

გვამი

ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი დათვალიერებას მორჩა. სახეზე იყო განზრახ მკვლელობის ნიშნები. გვამზე აღმოჩენილი დაზიანებები იმაზე მიუთითებდა, რომ გვამი მაღალი სართულიდან იყო გადმოგდებული. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მკვლელობა ორი თვის წინ მოხდა. რადგანაც ზამთარი იყო, გვამი სწრაფად არ გაიხრწნა და შესაბამისად, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, გახრწნა დაჩქარდა და მღრღნელებმა გარდაცვლილის გვამი ნაფლეთებად აქციეს. ცხედარი იმდენად შეჭმული და დაფლეთილი იყო, რომ ექსპერტებმა დაზიანების მიზეზის დადგენა ძვლოვანი სისტემის მოტეხილობის მიხედვით შეძლეს. ექსპერტების დასკვნით გარდაცვლილი ორმოცი-ორმოცდახუთი წლის მამაკაცი გახლდათ. სიკვდილის მიზეზად კი დასახელდა კეფის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული რამდენიმე დარტყმა. კეფის ძვლების დაზიანება მიუთითებდა, რომ მსხვერპლი მაშინვე გარდაიცვალა. შემდეგ კი თავდამსხმელმა, თუ თავდამსხმელებმა, მკვლელობის კვალის დასაფარავად გვამი ლიფტის შახტაში ჩააგდეს და თვითონ მიიმალნენ. ამ ვერსიას ამყარებდა გვამის გვერდით აღმოჩენილი ლითონის მილის ნაჭერი. მოგვიანებით ჩატარებულმა გამოკვლევებმა კი დაადასტურა, რომ მკვლელობა ამ იარაღით იყო ჩადენილი.

ძიებისთვის ყველაზე რთული გარდაცვლილის ვინაობის დადგენა აღმოჩნდა. მეზობლებიდან გარდაცვლილს არავინ იცნობდა. მაშინ ძიება სხვა გზით წავიდა და წინა თვეებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიების გადამოწმებას შეუდგნენ. ამას მართლაც მოჰყვა შედეგი. აღმოჩნდა, რომ ორი თვის წინ, უფრო ზუსტად კი დეკემბრის შუა რიცხვებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლაც ჰქონდა მიღებული შეტყობინება ვინმე ლევან კ-ს დაკარგვის შესახებ, რომელიც შინიდან გავიდა და გაქრა. აღნიშნულ საქმეზე უკვე მიმდინარეობდა ძიება. საგანგებო პროცედურების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ გვამი, რომელიც ლიფტის შახტაში იპოვეს, დაკარგული ლევან კ-სი იყო. გარდაცვლილის ვინაობის დადგენასთან ერთად, ძიების განკარგულებაში ლევან კ-ს ფოტოებიც გამოჩნდა. გამომძიებელმა ფოტოები იმ მეზობლებს აჩვენა, რომლებმაც გვამი იპოვეს და ერთ-ერთმა ის ამოიცნო. მაგრამ, ინფორმაცია ძალიან მწირი და არაფრისმომცემი იყო: მეზობელმა განაცხადა, რომ ეს პიროვნება რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი კორპუსთან, მაგრამ ვისთან მიდიოდა, არ იცოდა. მისი აზრით, გარდაცვლილი რომელიმე მეზობლის ახლობელი უნდა ყოფილიყო, რადგანაც მისი მოქმედება არ ჰგავდა კრიმინალის საქციელს. ის არაერთხელ ენახა კორპუსისკენ მიმავალი.

მეორე გვამი

იმ ნაცნობის გამოსავლენად, რომელთანაც გარდაცვლილს უნდა ჰქონოდა კავშირი, გამომძიებელმა ყველა მეზობელი დაჰკითხა, მაგრამ უშედეგოდ. ვისთან მეგობრობდა გარდაცვლილი, მაინც გაურკვეველი დარჩა. თუმცა, დაკითხვამ და სადარბაზოს მცხოვრებთა შესწავლამ, მაინც გამოიღო შედეგი. საქმე ის არის, რომ გამომძიებელმა სადარბაზოში აღმოაჩინა ბინა, რომელშიც მკვლელობის ჩადენის მომენტში არავინ ცხოვრობდა. მეზობლებისთვის ის იყო ცნობილი, რომ ბინა გაყიდვამდე დაკეტილი იყო. ხოლო ერთი თვის წინ გაიყიდა. იმის შესახებ კი, ვის ეკუთვნოდა ბინა, მეზობლებმა არაფერი იცოდნენ. რამდენიმე წლის განმავლობაში მათ რამდენჯერმე ჰყავდათ შემჩნეული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოდიოდა ბინის შესამოწმებლად. ასევე, არავინ ცხოვრობდა ბინაში გაყიდვის შემდეგაც, რადგან ბინა სარემონტო იყო. აღნიშნულ ვითარებაში საეჭვო არაფერი ჩანდა, მაგრამ ძიებამ იმ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება, რომ ბინა მეშვიდე სართულზე იყო, საიდანაც, ექსპერტების ვარაუდით, გვამი იყო ჩავარდნილი.

ბინის ამჟამინდელი და ყოფილი მფლობელის დადგენა რთული არ გახლდათ და გარკვეული პერიოდის შემდეგ, გამომძიებლები ბინის ყოფილ მფლობელს, გივი მ-ს ესტუმრნენ. გამომძიებლის ვიზიტს მოულოდნელი აღმოჩენა მოჰყვა. მათ პირველი წუთებიდანვე მოხვდათ თვალში ახალგაზრდა ქალის ფოტოსურათი, რომელიც სასტუმრო ოთახის კედელზე ეკიდა. გამოკითხვისას, გაირკვა, რომ კედელზე მასპინძლის მეუღლის ნუნუ ჯ-ს სურათი ეკიდა. დამაფიქრებელი იყო ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ვითარება. საქმე ის გახლდათ, რომ ნუნუ ორი თვის წინ მოკლეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ მიმდინარეობდა ძიება. არსებული მონაცემებით, ახალგაზრდა ქალის გვამი ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს – დანაწევრებული და სამგზავრო ჩანთაში ჩაგდებული. ჯერჯერობით მკვლელობა გაუხსნელი რჩებოდა. მაგრამ ნუნუ ჯ-ს დაღუპვის თარიღი საეჭვოდ ემთხვეოდა ლევან კ-ს მკვლელობის თარიღს. ორივე შემთხვევაში ექსპერტი დაღუპვის სავარაუდო თარიღად დეკემბრის შუა რიცხვებს ასახელებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნუნუ ჯ-ს თავის არეში იმავე იარაღით ჰქონდა მიყენებული დაზიანება, რითაც ლევან კ-ს. ეს იყო ლითონის მილის ნაჭერი. ძიება ამ დეტალის გარკვევით იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ ორ მკვლელობას შორის კავშირი იყო. საექსპერტო გამოკვლევამ, რომელიც გივი მ-ს ყოფილ ბინაში ჩატარდა, ძიების მოსაზრებები დაადასტურა: ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბინა საგანგებოდ იყო დასუფთავებული კვალის წასაშლელად. გარდა ამისა, ნივთმტკიცების განადგურებას სარემონტო სამუშაოებმაც შეუწყო ხელი, რომელსაც ახალი მფლობელი აწარმოებდა. მაგრამ, ექსპერტებმა მაინც შეძლეს სისხლის კვალის მიგნება. შემოწმებისას აღმოჩენილი ნიმუშები ნუნუ ჯ-სა და ლევან კ-ს სისხლის ჯგუფს დაემთხვა.

სასიკვდილო განაჩენი

გივი მ. მთავარი ეჭვმიტანილი იყო. დაკავებისთანავე მან აღიარებითი ჩვენება მისცა: „ყველა ადამიანს უჩნდება სინანულის გრძნობა, მაგრამ მე არ ვნანობ, ისინი რომ დავხოცე. ნუნუს თუ არ სურდა ჩემთან ცხოვრება, შეეძლო, განქორწინება მოეთხოვა. ამის ნაცვლად კი, საყვარელი გაიჩინა და იმდენად გათავხედდა, რომ ჩემსავე ბინაში ხვდებოდა მას. ალბათ, შინაგანი ინტუიცია მკარნახობდა, რომ ნუნუ მღალატობდა. ეჭვმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა რამდენიმედღიან მივლინებაში წასვლა. სწორედ ამით სარგებლობდნენ ისინიც და ჩემს არყოფნაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. მართალია, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ იმ დღეს მე თვითონ შევქმენი შესაბამისი ვითარება. ნუნუს ვუთხარი, მივლინებაში მივემგზავრები-მეთქი. მან ჩვეულებისამებრ, მომიმზადა ჩანთა. მე სახლიდან გავედი, მაგრამ შორს არ წავსულვარ. იქვე დავიმალე და სახლის თვალთვალს შევუდექი. საღამომდე არაფერი მომხდარა. რამდენჯერმე ნუნუს ფანჯარაშიც კი მოვკარი თვალი. დაბინდებისთანავე ის სახლიდან გავიდა. მე შეუმჩნევლად მივყევი უკან. ვხვდებოდი, რომ საყვარელთან შესახვედრად მიიჩქაროდა. მაგრამ, არ მეგონა, მათი ეს შეხვედრა ჩვენსავე მეორე ბინაში თუ მოხდებოდა, ნუნუ მარტო მივიდა იქ. მე გარეთ დავრჩი. ფანჯრებისთვის რომ მედევნებინა თვალი. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ კორპუსთან უცხო მამაკაცი შევნიშნე. ის შეჩერდა და ჩემი ბინის ფანჯრებს მიაშტერდა. ეტყობა, ნუნუც ელოდა მას. ფარდა გადასწია, რითაც, როგორც ჩანს, ნიშანი მისცა კაცს და ისიც სადარბაზოში შევიდა. მაშინვე გამიჩნდა სურვილი, უკან მივყოლოდი და იქვე მომეკლა, მაგრამ რაღაც ძალა არ მაძლევდა ამის საშუალებას. რამდენიმე საათის განმავლობაში კორპუსთან მიმოვდიოდი. ბოლოს, მაინც გადავდგი ნაბიჯი და სადარბაზოში შევედი. ბინის კართან მისულს, უკვე გადაწყვეტილი მქონდა ორივეს მოკვლა. კარი ჩემი გასაღებით გავაღე. მათ არაფერი შეუმჩნევიათ. ვერც მაშინ შემამჩნიეს, მილით ხელში რომ მივუახლოვდი. ის, რაც ვნახე საკმარისი იყო განაჩენის გამოსატანად. მათი ტანსაცმელი იატაკზე ეყარა. შიშვლები იწვნენ და ეძინათ. მე გამეტებით მოვიქნიე მილი. რამდენჯერ დავარტყი, არ მახსოვს. მხოლოდ დარტყმის დროს მათი კვნესა მესმოდა. როცა გონს მოვედი, ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო. ნუნუ და მისი საყვარელი მკვდრები ეყარნენ. მაგრამ მე ამანაც არ დამაკმაყოფილა. ისე ვიყავი გაბოროტებული, სახლში ცული მოვნახე და ნუნუ ნაწილ-ნაწილ დავჩეხე. მერე სამგზავრო ჩანთაც ვიპოვე და დაჩეხილი გვამი ჩავყარე. სისხლი ნუნუს ტანსაცმლით მოვწმინდე და ლეიბი და ცოლის დაჩეხილი გვამი მანქანის საბარგულში ჩავტენე. მისი საყვარლის გვამის მოშორებაც მინდოდა, მაგრამ საბარგულში ადგილი აღარ დარჩა, მანქანის სალონში გვამით სიარული კი საშიში იყო. ამიტომ გადავწყვიტე, ჯერ ერთი გვამი მომეშორებინა თავიდან და მერე – მეორე. მაგრამ სანამ ნუნუს გვამს ნაგავსაყრელზე გადავაგდებდი, ინათა და მეორე გვამის გადაგდება უკვე საშიში იყო. ამიტომ, გადავწყვიტე, მეორე დღისთვის გადამედო საქმე. მომდევნო ღამეს ჩემს ბინაში მისულმა გვამის დაჩეხვა ვეღარ შევძელი და ამიტომაც ლიფტის შახტაში ჩავაგდე. ერთი დღის შემდეგ კი მივლინებაში გავემგზავრე. ნუნუს გვამის აღმოჩენის მერე ბევრჯერ დამკითხეს, მაგრამ ჩემზე ეჭვი არ აუღიათ. საუკეთესო ქმარი ვიყავი და ამას ყველა ადასტურებდა. იმ მამაკაცის შესახებ კი ჩემთვის არაფერი იყო ცნობილი. ისიც კი არ ვიცოდი, ვინ იყო და სად გაიცნო ნუნუმ“.

P.S. დამნაშავეს ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობისთვის თავიდან მაქსიმალური, 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა, შემდეგ სასამართლომ გაითვალისწინა მკვლელობის მოტივი და ისიც, რომ დამნაშავემ დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული და მას სასჯელი 12 წლამდე შეუმცირეს.

 

 

скачать dle 11.3