კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

 

16 იანვარი

1547 – რუსეთის პირველი მეფე გახდა ივანე-მეოთხე მრისხანე (ამ დრომდე რუსეთის მმართველები „დიდ მთავრებად“ იწოდებოდნენ).

1920 – ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალაში შევიდა „მშრალი კანონი“.

1963 – ინგლისელი ივონ პოუპი გახდა პირველი ქალი პილოტი საერთაშორისო ავიახაზებზე.

17 იანვარი

1861 – ამერიკელმა თომას რეკპერმა დააპატენტა ბიდე.

1893 – ჰავაის კუნძულები შეუერთდა ამერიკის შეერთებულ შტატებს.

1912 – ინგლისელი რობერტ სკოტის ექსპედიციამ მიაღწია სამხრეთ პოლუსს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ დაასწრო რაულ ამუნდსენის ექსპედიციამ.

18 იანვარი

1778 – ჯეიმს კუკმა აღმოაჩინა ჰავაის კუნძულები.

1871 – ვერსალში პრუსიის სამეფო გერმანიის იმპერიად გამოცხადდა.

1934 – პირველად ინგლისელ პოლიციელებს დაურიგდათ ჯიბის რადიომიმღებები („რაცია“).

1994 – დიდი მიწისძვრა ლოს-ანჯელესში, ბევრი შენობა დაინგრა, 34 ადამიანი დაიღუპა.

19 იანვარი

1903 – შედგა პირველი ველორბოლა – „ტურ დე ფრანსი“.

1915 – პირველად და უკანასკნელად ისტორიაში, მოხდა გერმანელთა სამხედრო დირიჟაბლების თავდასხმა ინგლისზე.

1939 – ვინმე ერნესტ ჰაუზენმა, უჩვეულო რეკორდი დაამყარა – 5 წამში გაპუტა დაკლული ქათამი.

1955 – ამერიკის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა პირველად მოაწყო საკუთარი პრესკონფერენციის ტელეჩვენება.

1966 – ინდირა განდი გახდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი.

20 იანვარი

1265 – შედგა ინგლისის პირველი პარლამენტის პირველი სხდომა.

1841 – ჩინეთმა ქალაქი ჰონგკონგი 156 წლით ინგლისს გადასცა სამმართველოდ.

1946 – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრუმენმა ხელი მოაწერა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (ცეერუ) შექმნის დოკუმენტს.

21 იანვარი

1506 – რომის პაპ იულიუს მეორის ბრძანებით, შეიქმნა ვატიკანის შვეიცარიელთა გვარდია. ის მსოფლიოში დღეს არსებულთაგან ყველაზე უფრო ძველ სამხედრო შენაერთადაა მიჩნეული.

1922 – შვეიცარიაში ჩატარდა მსოფლიოში პირველი ტურნირი სლალომში.

1954 – ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპლუატაციაში შევიდა მსოფლიოში პირველი ბირთვული წყალქვეშა ნავი „ნაუტილუსი“.

1993 – ქალაქ უტიკაში (აშშ) გამოაცხვეს მსოფლიოში უდიდესი ფუნჩულა („პონჩიკი“), წონით 1,7 ტონა.

22 იანვარი

1964 – ზამბია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1970 – დაიწყო თვითმფრინავ „ბოინგ 747-ის“ რეგულარული ფრენები. დღეს ის ყველაზე გავრცელებული სამგზავრო თვითმფრინავია მსოფლიოში.

 

скачать dle 11.3