კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავიჭიროთ ბედნიერების ჩიტი – ლურჯი ფრინველი

 

ბედნიერების ჩიტი – სავსებით რეალური ობიექტია. ბევრი ადამიანი პროფესიონალურად ნადირობს მასზე და ახერხებს, წარმატებით მიიზიდოს. როგორ ახერხებენ ამას? ყველას თავისი ინდივიდუალური „ილეთი“ და მეთოდიკა აქვს. ჩვენ რამდენიმეს შემოგთავაზებთ, თავად შეარჩიეთ, რომელია უფრო „თქვენი“ და სწრაფად შეუდექით მოქმედებას, მით უფრო, რომ ახალი წელი უკვე დადგა და ბედნიერების ჩიტი ახლა მაინც არ გაუშვათ ხელიდან.

ტრანსერფინგის თეორია: პოზიტივის დაგროვება

(მეთოდი თადარიგიანი ქალბატონებისთვის)

შეიძლება თუ არა იღბლის გენერირება? რა თქმა უნდა, შეიძლება და ეს გაცილებით ადვილია, ვიდრე წარმოგიდგენიათ: კარგმა ამინდმა ხასიათი გამოგიკეთათ? მეზობელს გაუღიმეთ? დილით მეგობარმა დაგირეკათ და სასიამოვნო ამბავი შეგატყობინათ? – ყველა ეს დადებითი ემოცია სასწრაფოდ „ჩაიბეჭდეთ“ თქვენს ქვეცნობიერში, ნეგატიური შეგრძნებები კი, რომლებიც წინა დღიდან გამოგყვათ, რაც შეიძლება, შორს „გადაყარეთ“, ანუ, დაივიწყეთ. შეეცადეთ, ყველასა და ყველაფერში ლამაზი და სასიამოვნო დაინახოთ. ამით გარშემო პოზიტივის ტალღას შემოივლებთ და ისიც მაშინვე ჩაგკიდებთ ხელს, რომ წარმატებისკენ გაგაქროლოთ.

ეს მისტიკა არ არის, ეს რეალობაა!

წარმატების გენერაციის მათემატიკური მოდელი

(მეთოდი ანგარიშიანი ქალბატონებისთვის)

ეს არის პირდაპირი და კანონზომიერი შედეგი იმისა, თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორ ვმოქმედებთ. ამერიკელი ფსიქოლოგი როი პოზნერი ამტკიცებს: „წარმატება – ესაა ცხოვრების მიერ გაცემული პასუხი“.

აი, წარმატების ფორმულა: ზუსტად იცოდეთ, რა გსურთ + (გქონდეთ უდიდესი სურვილი, მიაღწიოთ მას + იყოთ გამბედავი) X (გქონდეთ თქვენი მიზნის დეტალური გეგმა + პოზიტიური აზროვნება).

მიჰყევით ამ ფორმულას და წარმატება თქვენად იგულეთ.

წარმატების ფსიქოლოგია

(მეთოდი გახსნილი ქალბატონებისთვის)

1. ექსტრავერსია. რაც უფრო ფართოა თქვენი სოციალური წრე, მით მეტია შანსი, შეხვდეთ „სასარგებლო“ ადამიანს, რომელიც დაგაყენებთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, კვირაში ერთხელ მაინც მოიქეცით შემდეგნაირად:

ა) წამოიწყეთ სერიოზული საუბარი ადამიანთან, რომელსაც თითქმის არ იცნობთ: ასეთმა საუბარმა შესაძლოა, სწორ გზაზე დაგაყენოთ.

ბ) გაიხსენეთ ძველი ნაცნობები, დაურეკეთ და ესაუბრეთ. თუ კონკრეტულ საქმეში ვერ მოგეხმარებათ, შეიძლება, თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდეს, რაც, თავისთავად, უკვე წარმატებაა.

2. სიმშვიდე. რაც უფრო გაწონასწორებული ხართ, მით უფრო ადვილად შეამჩნევთ გარემოებათა ბედნიერ დამთხვევებს. სტრესულ მდგომარეობაში სიმშვიდის მისაღწევად შეგიძლიათ, წახვიდეთ სკვერში, ან, სადმე წყნარ და სასიამოვნო გარემოში დაჯდეთ, დახუჭოთ თვალები და წარმოიდგინოთ ის სიტუაცია, სადაც კი ოდესმე ყველაზე მშვიდად, ბედნიერად და დაცულად გრძნობდით თავს: დედის კალთაში პატარაობისას; საყვარელი მამაკაცის მკლავებში; სოფელში, ბებია-ბაბუასთან... მერე კი შეეცადეთ, ეს ემოცია რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც „თან იქონიოთ“ – ასე უფრო ადვილად და თამამად მიხვალთ წარმატებამდე.

3. მრავალფეროვნება. თქვენი შანსი ხელიდან რომ არ გაუშვათ, უნდა იცნობდეთ ცხოვრებას. ამისთვის კი საჭიროა: ხშირად წახვიდეთ ექსკურსიაზე; იმოგზაუროთ; დააგემოვნოთ თქვენთვის უცნობი ეგზოტიკური კერძები; შეეცადოთ, ისწავლოთ უცხო ენები; გაეცნოთ სხვადასხვა ქვყნების ცივილიზაციებს; ესაუბროთ ცნობილ, ან, უბრალოდ, ჭკვიან ადამიანებს – რა იცით, სად წააწყდებით თქვენს ლურჯ ფრინველს!

 

скачать dle 11.3