კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამოსის გახდის მოყვარული „სელებრითების“ ტოპ-ათეული

 

უცხოეთის ვარსკვლავებს საჯაროდ გაშიშვლების რამდენიმე მიზეზი აქვთ – ეს არის კინოს ან შოუს სცენარით გათვალისწინებული, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროა; ან უბრალოდ, თავისი შიშველი სხეულის დემონსტრირება სურთ, რაც თაყვანისმცემელთა რაოდენობას ზრდის. ხშირ შემთხვევაში კი ეს ეპატაჟურ ხასიათს ატარებს. „თბილისელების” ამ ნომერში გაშიშვლების მოყვარული „სელებრითებისგან” შემდგარ რეიტინგს გთავაზობთ.

ლედი გაგა

მუსიკალური ჰიტ-პარადების მუდმივი მონაწილე და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური „სელებრითი”. კაშკაშა კოსტიუმების და უცხოპლანეტელის მსგავსი იმიჯის მქონე პოპ-მომღერალი, გაშიშვლების დიდი მოყვარულია. ლედი გაგა ხშირად იმდენად გამომწვევ და ღია კოსტიუმებში  გამოდის სცენაზე, რომ რთულია იმის დადგენა შიშველია ის, თუ ჩაცმული. მოკლე შორტები, ბიუსტჰალტერები, გამჭვირვალე კომბინეზონები და ელვით დაფარული ინტიმური ადგილები – ეს არის ლედი გაგას იმიჯი. სწორედ ასეთი კოსტიუმით წარდგა ლედი გაგა ახალი წლის ღამეს ნიუიორკელების წინაშე და ქალაქის მერს, მაიკლ ბლუმბერგს ეამბორა. 

მადონა

ამ ლეგენდარულ პიროვნებას, წარდგენა არ სჭირდება. მადონა სცენაზე ეპატაჟური გამოსვლის ერთ-ერთი პიონერია და 80-იან წლებში ხშირად შიშვლდებოდა კამერების წინაშე. ჟან-პოლ გოტიეს ცნობილმა კორსეტმა, მის სექსუალურობას კიდევ ერთი შტრიხი შემატა და შოუ-ბიზნესის ოლიმპზე სამუდამოდ დაუმკვიდრა ადგილი. 70-იან წლებში მადონა ხშირად შიშვლდებოდა ფოტოობიექტივების წინაშე და ძველი, შავ-თეთრი ფოტოები, სადაც ის პოზირებდა, დღემდე მისი თაყვანისმცემელი კოლექციონერების სანუკვარი რელიკვიაა.

რიჰანა

რიჰანამ თავისი კარიერა მოკრძალებული იმიჯით დაიწყო და ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავად მიიჩნევა, რომელიც არ ერიდება თავისი სხეულის ინტიმური ადგილების დემონსტრირებას. ჟურნალების გარეკანსა და წითელ ხალიჩაზე რიჰანა გამომწვევი ჩაცმულობით ჩნდება და ხაზს უსვამს თავისი სხეულის სექსუალურობას.

იგგი პოპი

ბრიტანელების მიერ ყველაზე არასექსუალურ ადამიანად მიჩნეულია ლეგენდარული როკერი და ეპატაჟის მამა – იგგი პოპი. ის 65 წლის ასაკშიც კი, არ ერიდება სცენაზე გახდას. შიშველი ტორსი და დახეული ჯინსები – ეს მისი სავიზიტო ბარათია სცენასა და ცხოვრებაში.

ლენი კრავიცი

ლენი კრავიცს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ოდესელი ებრაელების შთამომავალი ლენი სექსუალური სტილის მოყვარულია და სცენაზე თავისი ნავარჯიშები სხეულის დემონსტრირებას დღემდე ახდენს, მიუხედავად იმისა, რომ სოლიდურ ასაკშია – მომღერალს წელს 49 წელი შეუსრულდება. ტყავის შარვლები, შიშველი ტორსი, პირსინგი და საუბრები გაუთავებელ რომანებზე საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან – კრავიცი სკანდალებზე მონადირე ჟურნალისტებისთვის ნამდვილი განძია.

მეგან ფოქსი

 თანამედროვე ჰოლივუდის სექსსიმბოლო – მეგან ფოქსი ბოლო დროს ხშირად ანებივრებს თავის თაყვანისმცემლებს ეკრანზე სიშიშვლით. გარდა იმისა, რომ მეგანი ტოპლეს-სცენებში გამოჩნდა, მან „ემპორიო არმანის” გულახდილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, მეგანის ფანებმა შეამჩნიეს, რომ ვარსკვლავის მკერდმა ტრანსფორმაცია განიცადა და მნიშვნელოვნად გადიდდა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ მომავალში მსახიობი მრავალჯერ გაგვანებივრებს თავისი სხეულის ყველაზე ინტიმური ადგილების საჯარო ჩვენებით.

ევა მენდესი

ერთხელ, ერთ-ერთ ინტერვიუში ევამ განაცხადა, რომ ყველაფრის კეთება, მათ შორის ბაღის მოვლაც, შიშველს უყვარს. ლათინოამერიკელი ლამაზმანი ხშირად შიშვლდება, თუმცა ამას არა ფინანსური მოგების, არამედ ქველმოქმედების გამო აკეთებს. წლებია, რაც ევა მენდესი ცხოველთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „პეტას” სახეა. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მიმართულება ცხოველებისგან ქურქების შექმნის წინააღმდეგ ბრძოლაა, რასაც მენდესი სიშიშვლით უჭერს მხარს.

პერის ჰილტონი

სასტუმროების ბიზნესიმპერიის მფლობელთა შთამომავალს, მსახიობსა და მომღერალს – პერის ჰილტონს ქვედა საცვლების ჩაცმა არ უყვარს, ამიტომ, პაპარაცებიც, სწორედ იმ მომენტისთვის არიან ჩასაფრებულნი, როცა პერისი დაიხრება, რათა სკანდალური ლამაზმანის ყველაზე ინტიმური ადგილი დააფიქსირონ. მსახიობი ხმაურიანი წვეულებების ორგანიზატორი და კლუბური ცხოვრების ნამდვილი გურუა, რომელიც არა მარტო გულახდილი ფოტოებით, არამედ პორნოგრაფიის შემცველი ვიდეოკადრებითაც ანებივრებს თავის თაყვანისმცემლებს.

ტეილორ ლოტნერი

ნარცისიზმით შეპყრობილი და ექსჰიბიციონიზმისკენ მიდრეკილი „ბინდის” ვარსკვლავი, ტეილორ ლოტნერი თავის ფილმებში, პრაქტიკულად, არ ატარებს პერანგებს და წელსზემოთ შიშველი სჩადის თავის გმირულ საქმეებს. 

კორტნი ლავი

ლეგენდარული კურტ კობეინის ქვრივი, სკანდალური კორტნი ლავი ტანსაცმლის გახდის დიდი მოყვარულია როგორც ცხოვრებაში, ისე სცენაზე. კორტნი ნამდვილი ექსჰიბიციონისტია და თავისი სხეულის ინტიმური ადგილების საჯაროდ ჩვენება მისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. სხვათა შორის, ბოლო დროს კორტნიმ სოციალური ქსელების ათვისება დაიწყო და თავის გულახდილ ფოტოებს „ტვიტერისა” და „ფეისბუქის” მომხმარებლებისთვის ავრცელებს.

 

 

скачать dle 11.3