კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამამი მასწავლებელი „ფენდის” ახალ ზამთრის კოლექციაში

 

კარლ ლაგერფელდმა „ფენდის” შოუზე დადაისტური კოლექცია წარმოადგინა და ფილოსოფიურ-ესთეტიკური ამბოხი მოაწყო ტრადიციული „ფენდის” წინააღმდეგ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ კოლექციაში ლომის წილი ლაგერფელდის კო-ინსპირატორს, სილვია ვენტურინის მიუძღვის. მან პოდიუმზე გვაჩვენა სულიერებითა და ინტელექტით გაჯერებული ქალის სახე. ჩვენებამ მაყურებელთა ერთგვაროვანი აზრი გამოიწვია – „ფენდიმ” წარმოადგინა ქალი, ხელოვნების მასწავლებელი, რომელიც ახერხებს პედაგოგიურ სიმკაცრესა და ძუნწ ტონებშიც ფერადოვნება შეიტანოს. „ფერადოვანი“ მასწავლებელი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს საღებავებით დათხუპნული ფუნჯები ჯერ კიდევ თმაში ჰქონდა ჩარჭობილი. დავიწყებოდა, სად იმყოფებოდა და ჩამუქებული სკოლის ფონზე მოსწავლეებს ხელოვნების დიდებულებაზე უყვებოდა. ეს ყველაფერი სასიამოვნო სანახავი იყო. 

 მოდის კრიტიკოსებმა ერთხმად შეაფასეს 2011-2012 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია „ფენდის” ბოლოდროინდელ ისტორიაში საუკეთესოდ. სტილის კარნახი და სწავლება პირდაპირი, თვალშისაცემი იყო, მაგრამ ამას გაღიზიანება არც ერთ მნახველში არ გამოუწვევია. საინტერესოა ისიც, რომ აგრესია არ მოჰყოლია „ფენდის” მიერ გამოყენებულ ბეწვეულს – შინშილას, ცხვრის ბეწვისა და სხვა ცხოველების ბეწვეული იდეალურად იყო მორგებული ფერად სამოსს. ბეწვის ქურქს არ სჭრდებოდა საღამოს კაბა, ბრჭყვიალა ან კლასიკური სამოსი. ფერადი ბეწვეული იდეალურად მოერგოთ წითელ კოლგოტებზე, კუბოკრულ ბლუზასა და მდოგვისფერ ღია ფეხსაცმელზე. 

 კოლექციაში საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი ნაქსოვი სამოსი. ძალიან ლამაზი სხეული უნდა გქონდეს იმისთვის, რომ ბეწვით გაფორმებული ნაქსოვი ქვედაკაბა მოიხდინო. თუმცა, „ფენდის” ექსცენტიკულ „მასწავლებელს” ყველაფრის მოხდენა შეუძლია, მიუხედავად სხეულის ფორმებისა. 

 კლასიკური პედაგოგიური სტილიდან აღსანიშნავია კოჭებამდე შარვალი, დახვეწილი პერანგები, ულამაზესი მინაკეცებიანი ქვედაკაბები, თავისუფალი მოსასხამები.

ბოლოს ჩვენების „არამასწავლებლური” ნაწილი დაიწყო. ბზინვარე შავი კაბები იდეალურად ეხმიანებოდა მოდის მსოფლიო ტენდენციებს, მაგრამ, ლაგერფელდი რისი ლაგერფელდია, საკუთარი, განსაკუთრებული ხელწერა არ შეიტანოს არა მხოლოდ კოლექციაში, მსოფლიო მოდის სამყაროში. ორგანზათი და შიფონით გაფორმებული კლასიკური კოქტეილის კაბები არანაირ კომენტარს არ საჭიროებს. „ფენდის” ამ სეზონის კოლექცია იდეალურად ერგება თბილისურ სტილს. მიუხედავად იმისა, რომ შავი ურჩხულის წელია და ისედაც, შავად შემოსილი თბილისი თავისი ვიზუალით თითქოს პატივს მიაგებს წლის „მეპატრონეს”, მაინც ვეცადოთ, „ფენდის” ფერადოვნება გავიზიაროთ და ნათელი, პასტელის ფერები ზამთრის სუსხშიც მოვირგოთ.

 

 

скачать dle 11.3