კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იმისათვის, რომ მალე არ დათვრეთ...

 

 

ყველა მსმელმა უნდა იცოდეს თავისი დოზა; კერძოდ, სასმლის დოზა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის წონას. ანუ, ადამიანმა, რომელიც იწონის 70-75 კილოგრამს, არ უნდა დალიოს ნახევარ ლიტრზე მეტი არაყი.

ასევე, თრობის ხარისხი და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ალკოჰოლდეჰოდროჰენაზების რაოდენობაზე, ანუ სისხლში არსებული სპირტის გადამმუშავებელ ფერმენტებზე. ამ ფერმენტების რაოდენობა მას შემდეგ იმატებს, რაც ორგანიზმში ალკოჰოლი ხვდება.

იმისთვის, რომ მალე არ დათვრეთ, სუფრასთან დაჯდომამდე დაახლოებით ოთხი საათით ადრე, დალიეთ ცოტაოდენი სპირტიანი სასმელი და მსუბუქად წაიხემსეთ – ამით თქვენს ორგანიზმს წინასწარ განაწყობთ საქეიფოდ და ის ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებასაც აიტანს. სუფრასთან დაჯდომამდე ლიმონიანი ჩაის ან ყავის დალევაც კარგია – ეს ანეიტრალებს ალკოჰოლს. ასევე, შეგიძლიათ, ეს სასმელები ქეიფის პროცესშიც დალიოთ, რადგან მალე გამოფხიზლებას უწყობს ხელს.

გირჩევთ, ნუ აურევთ ერთმანეთში სხვადასხვა ხარისხისა და სახეობის სასმელს. ალკოჰოლური სასმელების ნარევი უფრო მეტად ათრობს ადამიანს, ვიდრე ერთი სახის სასმლის დიდი დოზა.

თუ მაინცდამაინც გიწევთ სასმლის არევა, მაშინ, სმა ნაკლებგრადუსიანი სასმლით დაიწყეთ და აუცილებლად მიაყოლეთ რაიმე საჭმელი. ნოყიერი და მსუყე კერძი, განსაკუთრებით – ხორცეული, მნიშვნელოვნად აფერხებს თრობის პროცესს. თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ცხიმიანი საკვების მიღებით ალკოჰოლის ზემოქმედება კი არ ნეიტრალდება, არამედ, უბრალოდ, გარკვეული დროით ფერხდება.

 

დალიეთ წითელი ღვინო და აიმაღლეთ ზამთარში იმუნიტეტი

 

ზამთრის ცივ პერიოდში აუცილებელია დროულად მიხედოთ საკუთარ თავს და ხელი შეუწყოთ ორგანიზმს, გამოიმუშაოს იმუნიტეტი. ამით თავიდან აიცილებთ ზედმეტ უსიამოვნებას და იოლად გაუმკლავდებით ვირუსს. როცა იგრძნობთ, რომ თავი ან სახსრები გტკივათ, მაშინვე ნუ იჩქარებთ წამლების დალევას, ამ დროს უფრო ეფექტურია, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. მისწრებაა ლიმონიანი ცხელი ჩაი, ნატურალური წვენები, კომპოტები და ვიტამინი C.

თუ გრძნობთ, რომ დასუსტებული ხართ, ნუ ჩავარდებით დეპრესიაში. მიირთვით წითელი ღვინო, მეტად ეკონტაქტეთ მეგობრებს, ნუ დაკარგავთ დროს უქმად ჯდომაში. ზამთარში მაქსიმალური ფიზიკური დატვირთვა ისევე კარგია, როგორც გართობა. ხალისიანი და ენერგიული ცხოვრებით უფრო იოლად გაუმკლავდებით პრობლემებს და ცხოვრებაც გაგიადვილდებათ.

თუ ზამთარში გიჭირთ გათბობა და გამუდმებით გაციებთ, დააკვირდით თქვენს მენიუს. დილით მიირთვით კვერცხი ან შვრიის ფაფა და ისე გადით გარეთ.

 

რომელი დაავადების დროს

იკრძალება ტკბილეულის და მჟავე საკვების მიღება

 

კანი დაკავშირებულია მთელ ორგანიზმთან, მის ცხოველმოქმედებასთან. ამიტომ, მისი გარეგნული ცვლილება, არცთუ იშვიათად, შინაგანი დაავადების მანიშნებელია. კანის დაავადებამ შეიძლება ავადმყოფობის საერთო მდგომარეობაზეც იმოქმედოს და ნერვულ სისტემაზეც. ნერვულ დაავადებებს, ფსიქიკურ ტრავმებს, ყველაზე ხშირად თან სდევს ფსორიაზი.

ფსორიაზი კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ამ დროს კანზე წარმოიქმნება სხვადასხვა სახის გამონაყარი. ზოგჯერ მისი მწვავე, უეცარი დასაწყისი ძლიერ სტრესს უკავშირდება. ცნობილია, რომ ფსორიაზის წარმოშობა და რეციდივები ხშირად გამოწვეულია ნერვულ-ფსიქიკური ტრავმებით, გონებრივი დაძაბვით, ძლიერი შიშით და ასე შემდეგ. დაძაბული ცხოვრების რიტმი და მძიმე სოციალური პირობები საგრძნობ გავლენას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. ხშირია ნევროზები, ფობიები, რომლებიც ნევროზს სდევს თან. უეცარი ფსიქიკური ტრავმა, ძლიერი შიში, ნერვულ სისტემასა და ფსიქიკას ძლიერ დარტყმას აყენებს, ამას კი თან სდევს კანის ცვლილებები, თმის ცვენა, გამონაყარი და საბოლოოდ ყალიბდება ფსორიაზი.

ფსორიაზის დროს აუცილებელია დიეტის დაცვა, რადგან ის აწესრიგებს ნივთიერების ცვლას. კვების რაციონი უნდა გაამდიდროთ ცილებითა და ნახშირწყლებით, ცხიმები კი უნდა შეამციროთ. ჭამეთ ბევრი ხილი, ბოსტნეული და კენკრა; ასევე, სვით მათი წვენები. რაციონში ჩართეთ ზღვის პროდუქტი. სასარგებლოა შვრიის ფაფა და ჭარხალი, კერძოდ: მოხარშული ჭარხალი გახეხეთ და შეურიეთ პირშუშხა. მოასხით არაჟანი, შეაზავეთ მარილით და ისე მიირთვით. შვრიის ფაფა კი მოხარშეთ წყალში, დაუმატეთ ცოტა ნაღების კარაქი, რძე, შაქარი და ისე ჭამეთ.

თუ ფსორიაზი გაწუხებთ, ნუ მიეძალებით ტკბილეულს, ცხიმიან, მწარე და მჟავე საკვებს; უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ და ვიტამინებით მდიდარ საკვებს. თავი აარიდეთ სტრესს, ნერვულ და ფსიქიკურ გადაძაბვას. უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლზე. დაიცავით დღის რეჟიმი, გაიკაჟეთ ორგანიზმი, ივარჯიშეთ და სუფთა ჰაერზე ბევრი ისეირნეთ ფეხით.

 

ხშირად მიირთვით საქონლის ღვიძლი ციტრუსებთან ერთად

 

რკინის დეფიციტის დროს ძლიერდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ტყვიის შეწოვა. ეს საკმაოდ ტოქსიკური ელემენტია. რკინადეფიციტური ანემიის გამოსავლენად საკმარისია სისხლის ანალიზი, რომელიც ჰემოგლობინის დაქვეითებას და ზოგიერთი სხვა მაჩვენებლის ცვლილებებს გამოავლენს. ანალიზი აჩვენებს მორფოლოგიურ ცვლილებებს ერითროციტებში, ფერადობის მაჩვენებელს, ერითროციტების საშუალო დიამეტრს და ასე შემდეგ. ჰემოგლობინი რთული ცილოვან-პიგმენტური კომპლექსია, რომელიც შეიცავს რკინას და ჟანგბადი ფილტვებიდან ქსოვილებში, ნახშირორჟანგი კი ქსოვილებიდან ფილტვებში გადააქვს.

ცხოველური პროდუქტებიდან (მაგალითად, ხორცი, თევზი და ღვიძლი), რკინა გაცილებით ინტენსიურად შეიწოვება, ვიდრე მცენარეულიდან, ამიტომ, ანემიის დროს ვაშლით, სტაფილოთი და ბროწეულით კვების ტრადიცია მეცნიერულად მაინცდამაინც არ არის გამართლებული. ამ პროდუქტების პარალელურად, აუცილებლად უნდა მიირთვათ მოხარშული კარტოფილი, პომიდორი, წიწიბურა, ჭარხალი, სტაფილო, თხილი, შვრია. ადამიანის ორგანიზმში რკინის დეფიციტს კარგად ავსებს საქონლის ღვიძლი, განსაკუთრებით კი – C ვიტამინის შემცველ საკვებთან ერთად. C ვიტამინი ასტიმულირებს რკინის შეწოვას. ასევე, კარგია, ასკილი, ციტრუსი, ბულგარული წიწაკა.

 ანემიის პრობლემას მხოლოდ დღის რეჟიმისა და კვების გაუმჯობესებით ვერ მოაგვარებთ, აუცილებელია სპეციალური სამკურნალო საშუალებები. ისინი სწორად უნდა შეარჩიოთ, რადგან, შეიძლება, რკინა შინაგან ორგანოებში ჩალაგდეს და ღვიძლის, თირკმელებისა და ფილტვების მძიმე პათოლოგიური ცვლილებები გამოიწვიოს. რკინის პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე ერთი საათით ადრე. სასურველია, მას ციტრუსის წვენიც მიაყოლოთ. ანემიის დროს გარკვეული დოზით რეკომენდებულია B ჯგუფის ვიტამინებისა და ასკორბინის მჟავას მიღება.

 

არეგულირეთ კუჭის მჟავიანობა

 

კუჭის დაქვეითებული მჟავიანობის დროს მოამზადეთ შემდეგი სახის ნაყენი: 20 გრამი პიტნის ფოთოლი, 15 გრამი მატიტელა, 15 გრამი ფარსმანდუკი, 10 გრამი გვირილა, 10 გრამი კვლიავი, 10 გრამი კამის თესლი და 10 გრამი კატაბალახა ერთმანეთში კარგად აურიეთ. დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. დაახლოებით 10-15 წუთით დადგით ნელ ცეცხლზე, შემდეგ კი გადაწურეთ. ნაყენი სვით დილით, უზმოზე, 1 ჩაის ჭიქა, შემდეგ კი, ყოველ 4 საათში ერთხელ – ნახევარი ჩაის ჭიქა. კურსი ჩაიტარეთ ერთი კვირის განმავლობაში.

კუჭის წვენის მჟავიანობის მომატების დროს: თანაბარი რაოდენობის არყის ხის კვირტები, ცაცხვის ყვავილი და ფარსმანდუკი აურიეთ ერთმანეთში. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15-20 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 20 დღეა. 

კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობას აგრეთვე შველის შემდეგი სახის ნახარში: თითო სადილის კოვზი პიტნა, შავბალახა, უკვდავა და კატაბალახას ფესვები ჩაყარეთ ჯამში, დაასხით წყალი და წამოადუღეთ. რომ გაცივდება, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა, ჭამამდე 1-2 დღის განმავლობაში.

სამკურნალო მცენარეები შეიძინეთ აფთიაქში.

 

ტუტოვანი საკვები ართროზის დაავადებას აგაცილებთ

 

ართროზი ძვლებში მიმდინარე დისტროფიული პროცესების შედეგია. მის განვითარებას ხელს უწყობს სახსრის კაფსულასა და იოგებში არსებული ცვლილებებიც, რასაც მარილებისა და შარდმჟავას დალექვა იწვევს. ამის გამო ძნელდება ხრტილის კვება და ის თანდათანობით იშლება. ჯანმრთელ სახსარში ცვეთისა და აღდგენის პროცესები, როგორც წესი, დაბალანსებულია, დაავადებულში კი ხრტილის ქსოვილის ცვეთა არ კომპენსირდება, შედეგად, ხრტილი თხელდება და ხდება არათანაბარი. მის შიგნით წარმოიქმნება კალციუმის კრისტალები, რომლებიც მოძრაობისას აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს და იწვევს ტკივილს.

ართროზი უმეტესად 50 წლის ასაკის შემდეგ ვითარდება. მისი კლინიკური სურათი ასეთა: ღამით იწყება სახსრების ტკივილი. სახსარი ტკაცუნობს, დილით კი ადამიანი შებოჭილად გრძნობს თავს. 

ართროზი სისტემური დაავადებაა. ამ დროს ზიანდება ყველა სახსარი და ხრტილი, ამიტომ, საჭიროა არა ადგილობრივი თერაპია, რომელიც ერთი რომელიმე სახსრისკენ არის მიმართული, არამედ, ზოგადი მკურნალობა, რომელიც ანთებას მთელ ორგანიზმში მოხსნის.

ართროზის დროს ორგანიზმმა აუცილებლად უნდა მიიღოს ტუტოვანი საკვები. მაგალითად, ერთ წილ მჟავა-პროდუქტზე ორი წილი ტუტოვანი უნდა მოდიოდეს. მჟავა-პროდუქტებია: ხორცი, რაფინირებული და თერმულად დამუშავებული საკვები, რომელიც ნაკლებად შეიცავს მინერალურ და ტუტე მარილებს.

ტუტოვანი საკვებია: თხის რძე, ხბოს უხორცო ძვლის ბულიონი, კომბოსტოს წვენი, ნიახური, ტყის კენკრა, თაფლი.

 

скачать dle 11.3