კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: გადაეცემა თუ არა მემკვიდრეობით დაუნის დაავადება?

პასუხი: დაუნის სინდრომით ბავშვების დაბადების შემთხვევების უმეტესობა (97 პროცენტი) ატარებს შემთხვევით, არამემკვიდრეობით ხასიათს. ასეთ ბავშვებს 46-ის მაგივრად 47 ქრომოსომა აქვთ (მათ კარიოტიპში, როგორც შემთხვევითობა, აღმოჩნდება 21-ე ქრომოსომა). მაგრამ, არსებობს შემთხვევების 3 პროცენტი, ეგრეთ წოდებული ტრანსლოკაციური ფორმები, როდესაც  დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების კარიოტიპს უფრო რთული სტრუქტურა აქვს. ასეთი ფორმები შეიძლება ერთ ოჯახში რამდენჯერმე განმეორდეს. ამიტომ, პროგნოზისთვის საჭიროა იმის ცოდნა, დაავადების რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე.

კითხვა: ორსულობის 22-ე კვირაზე გავიკეთე ექოსკოპია. ნაყოფის გულის მარცხენა პარკუჭში აღმოჩნდა ჰიპერექოგენური ჩანართი დიამეტრით. საშიშია თუ არა ეს ნაყოფისთვის და რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: თუ ეს დამატებითი ქორდაა, მაშინ, განვითარების ანომალიაა (არა მანკი, არამედ, უბრალოდ, თავისებურება); თუ ეს გულის სარქვლის კარედის ან კედლის კალცინატია, შიძლება, ინფექციის შედეგი იყოს. ამ ეტაპზე საჭიროა დინამიკაში დაკვირვება: განმეორებითი ულტრაბგერითი კვლევა 3-4 კვირაში.

კითხვა: მავნებელია თუ არა ყოველდღე ერბოკვერცხის ჭამა (5-6 კვერცხის)?

პასუხი: 5-6 კვერცხი დღეში მართლაც ბევრია. კვერცხის გული შეიცავს ქოლესტერინს, რომლის რაოდენობაც, შეიძლება სისხლში საგრძნობლად გაიზარდოს. მომატებული ქოლესტერინი იწვევს ათეროსკლეროზს,  შემდგომში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკით.

კითხვა: რატომ მაქვს პიელონეფრიტის მკურნალობის შემდეგ (ანტიბიოტიკები, ანტივირუსული პრეპარატები, იმუნომოდულატორები) დაბალი ჰემოგლობინი?

პასუხი: დაბალი ჰემოგლობინი თირკმელების მუშაობასთან შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ თირკმლის ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში. თუ სისხლის ბიოქიმიური ანალიზი (შარდოვანა და კრეატინინი) ნორმაშია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა გამოირიცხება და დაბალი ჰემოგლობინის მიზეზი სხვა ორგანოებსა და სისტემებში უნდა ეძებოთ.

კითხვა: თხევადი საკვების სწრაფი მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ მაქვს დისკომფორტი კუჭის არეში, სხვა დროს – არა. რა შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: შესაძლოა, ადგილი აქვს ფუნქციურ დარღვევებს – ფუნქციური დისპეპსიას და/ან გაღიზიანებული ნაწლავების სინდრომს. დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიური და მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება.

კითხვა: 33 კვირის ორსული ვარ, დასკვნაში დამიწერეს მცირეწყლიანობა. საშიშია თუ არა ბავშვისთვის მცირეწყლიანობა და საჭიროა თუ არა განმეორებითი კვლევა?

პასუხი: მცირეწყლიანობის მიზეზი ბევრია: ნაყოფის პათოლოგია, პლაცენტის, დედის დაავადებები.... მიზეზის დასაზუსტებლად საჭიროა კომპლექსური გამოკვლევა. თუ წყლები ძალიან ცოტაა, შეიძლება, ნაყოფის კიდურების განვითარების დარღვევები ჩამოყალიბდეს. აუცილებელია განმეორებითი ულტრაბგერითი კვლევა, პლუს დოპლერომეტრია.

 

 

 

скачать dle 11.3