რუნის ახალი ვარცხნილობა
თმის გადანერგვის ოპერაციიდან 6 თვის თავზე, უეინ რუნიმ ახალი ვარცხნილობა შეარჩია. „მანჩესტერ იუნაიტედის” და ინგლისის ნაკრების ლიდერმა, გადანერგილი თმა შავად შეიღება. კლინიკის დირექტორი, სადაც რუნიმ თმა გადაინერგა – ნადიმ უდინ ჰანი კმაყოფილია შედეგით და თავად რუნიც, რომელსაც ოპერაცია 30 ათასი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა, ძალიან ამაყობს ახალი ვარცხნილობით.