რიბერი ალკოჰოლის წინააღმდეგია
ფრანგული ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავი და მიუნხენის „ბაიერნის” ლიდერი, ფრანკ რიბერი ალკოჰოლური სასმელების გავრცელების წინააღმდეგი ყოფილა. წლის დასაწყისში რიბერიმ, რომელიც მორწმუნე მუსლიმანია; მეუღლესთან ერთად, მშობლიურ ქალაქ ბულონ-სიუ-მერში უალკოჰოლო ბარი გახსნა. ბარის სახელწოდებაა „ო’შაჰიზი”, რაც რიბერის ორი ქალიშვილის სახელების – შაჰინეზისა და ჰაიზეს კომბინაციიდან მომდინარეობს. მთავარი იდეა კი ის არის, რომ მასში არ გაიყიდება არც ერთი ალკოჰოლური სასმელი.