რომელი ნაკრებია ყველაზე ძვირად შეფასებული „ევრო – 2012-ის“ A ჯგუფში და რომელი ნაკრებია ფავორიტი „სიკვდილის ჯგუფში“
2012 წლის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში უკრაინისა და პოლონეთის სტადიონებზე გაიმართება და კონტინენტის საუკეთესო 16 ნაკრები გუნდი საუკეთესოთა შორის საუკეთესოს დასადგენად საფეხბურთო მარათონში ჩაერთვება. 2011 წლის 2 დეკემბერს კიევში ჩატარდა ფინალური ეტაპის კენჭისყრა და ნაკრებები ოთხ ჯგუფად დაიყვნენ. ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული „სიკვდილის ჯგუფი”, სადაც ჰოლანდიის, გერმანიის, პორტუგალიისა და დანიის ნაკრებები მოხვდნენ. ასევე, არის სხვა მეტ-ნაკლებად თანაბარი ჯგუფებიც. თუმცა, ამჯერად საუბარი გვექნება არა ამა თუ იმ გუნდების საჩემპიონო შანსებზე, არამედ ყველაზე ძვირად ღირებულ ნაკრებებსა და ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებაზე. სწორედ მათ უნდა დადგან საფეხბურთო სპექტაკლები კიევის, ხარკოვის, გდანსკის, პოზნანის, ვარშავის, ვროცლავის, დონეცკისა და ლვოვის სტადიონებზე.
ჯგუფი A
ეს ჯგუფი თანაბარი ძალის ნაკრები გუნდებისგან შედგება: მასპინძელი – პოლონეთი, საქართველოს ნაკრების მეტოქე შესარჩევ ეტაპზე – საბერძნეთი, ჩეხეთის რესპუბლიკის ნაკრები და მრავალი საფეხბურთო ექსპერტის აზრით, ჯგუფის ფავორიტად მიჩნეული – რუსეთის ნაკრები.
პოლონეთი
მეკარეები: ვოიცეხ შჩესნი (5,5 მილიონი), ლუკას ფაბიანსკი (4 მილიონი), პშემისლავ ტიტონი (3 მილიონი)
მცველები: ლუკაშ პიშეკი (6 მილიონი), დამიან პერკისი (3,7 მილიონი), ტომაშ იოდლოვეცი (1,3 მილიონი), მარცინ ვასილევსკი (1,2 მილიონი), გჟეგოჟ ვოიტკოვიაკი (1,2 მილიონი), არკადიუშ გლოვაცკი (1,2 მილიონი), იაკუბ ვავჟინიაკი (0,85 მილიონი), მარცინ კომოროვსკი (0,65 მილიონი).
ნახევარმცველები: იაკუბ ბლაშიკოვსკი (5 მილიონი), ადრიან მერჟეევსკი (4,25 მილიონი), ეუგენ პოლანსკი (4 მილიონი), ლიუდოვიკ ობრანიაკი (4 მილიონი), სლავომირ პეშკო (3,5 მილიონი), ადამ მატუშეკი (2,5 მილიონი), დარიუშ დუდკა (2,5 მილიონი), რაფალ მურავსკი (2 მილიონი), მაცეი რიბუსი (0,95 მილიონი), იანუშ გოლი (0,75 მილიონი).
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (7 მილიონი), პაველ ბროჟეკი (2,7 მილიონი).
ფეხბურთელების საერთო ღირებულება: 67,75 მილიონი ევრო.
საბერძნეთი
მეკარეები: მიხალ სიფაკისი (3,5 მილიონი), ალეკსანდროს ცორვასი (3 მილიონი), კონსტანტინოს ხალკიასი (1 მილიონი).
მცველები: ვასილის ტოროსიდისი (8 მილიონი), კირიაკოს პაპადოპულოსი (7 მილიონი), სოკრატის პაპასტატოპულოსი (6 მილიონი), ავრაამ პაპადოპულოსი (4,25 მილიონი), ლუკას ვინტრა (3,25 მილიონი), ნიკოს სპიროპულოსი (2,5 მილიონი), იოანის მანიატისი (2,1 მილიონი).
ნახევარმცველები: სოტირიოს ნინისი (7,5 მილიონი), კოსტას კაცურანისი (5,5 მილიონი), გრიგორიოს მაკოსი (3,5 მილიონი), გეორგის ფოტაკისი (3,25 მილიონი), გეორგიოს კარაგუნისი (2,5 მილიონი), ალეკსანდროს ციოლისი (2 მილიონი), პანაიოტის კონე (1,6 მილიონი).
თავდამსხმელები: დიმიტრიოს სალპინგიდისი (5 მილიონი), კონსტანტინოს მიტროღლუ (3,5 მილიონი), გეორგიოს სამარასი (2,5 მილიონი), ტეოფანის გეკასი (2 მილიონი), ნიკოს ლიბეროპულოსი (0,75 მილიონი), ანგელოს ხარისტეასი (0,75 მილიონი).
ფეხბურთელების საერთო ღირებულება: 80,95 მილიონი ევრო.
რუსეთი
მეკარეები: იგორ აკინფეევი (18 მილიონი), ვიაჩესლავ მალაფეევი (5 მილიონი), ანტონ შუნინი (3,8 მილიონი).
მცველები: ალექსანდრ ანიუკოვი (9 მილიონი), სერგეი იგნაშევიჩი (6,2 მილიონი), ვასილი ბერეზუცკი (5,2 მილიონი), ალექსეი ბერეზუცკი (4,5 მილიონი), რომან შიშკინი (3,5 მილიონი), რენატ იანბაევი (3,2 მილიონი).
ნახევარმცველები: ალან ძაგოევი (12 მილიონი), იური ჟირკოვი (12 მილიონი), იგორ დენისოვი (12 მილიონი), დინიარ ბილიალეტდინოვი (6,5 მილიონი), ალეკსანდრ სამედოვი (5 მილიონი), რომან შიროკოვი (4 მილიონი), დენის გლუშაკოვი (3,8 მილიონი), იგორ სემშოვი (3,5 მილიონი), დმიტრი ტორბინსკი (2,5 მილიონი), კონსტანტინ ზირიანოვი (2 მილიონი).
თავდამსხმელები: ანდრეი არშავინი (17 მილიონი), ალეკსანდრ კერჟაკოვი (10 მილიონი), რომან პავლიუჩენკო (8,5 მილიონი), პაველ პოგრებნიაკი (4,5 მილიონი).
ფეხბურთელების საერთო ღირებულება: 161,7 მილიონი ევრო.
ჩეხეთი
მეკარეები: პეტრ ჩეხი (28 მილიონი), იაროსლავ დრობნი (2 მილიონი), იან ლაშტუფკა (2 მილიონი).
მცველები: მიხალ კადლეცი (6 მილიონი), ტომაშ სივოკი (6 მილიონი), ტომას ჰუბშმანი (4,5 მილიონი), რომან გუბნიკი (3,5 მილიონი), იან რაინოჰი (2 მილიონი), ზდენეკ პოსპეჰი (2 მილიონი), დანიელ პუდილი (1,8 მილიონი), ტეოდორ გებრე სელასი (1,25 მილიონი).
ნახევარმცველები: იაროსლავ პლასილი (7,5 მილიონი), ტომაშ როსიცკი (5 მილიონი), პეტრ იირაჩეკი (3 მილიონი), ვაცლავ პილარჟი (2 მილიონი), დანიელ კოლარჟი (1,7 მილიონი), მილან პეტრჟალა (1,5 მილიონი), იან რეზაკი (1,2 მილიონი), მარეკ მატეიოვსკი (1 მილიონი).
თავდამსხმელები: მილან ბაროში (8,5 მილიონი), ტომაშ ნეციდი (6,5 მილიონი), ტომაშ პეკჰარტი (3 მილიონი), დევიდ ლაფატი (1 მილიონი).
ფეხბურთელების საერთო ღირებულება: 100,95 მილიონი ევრო.
ჯგუფი B
კენჭისყრის დასრულებისთანავე, B ჯგუფი „სიკვდილის ჯგუფად” მოინათლა. ამ ჯგუფში თავი მოიყარეს ჩემპიონატის ფავორიტებმა – გერმანიამ და ჰოლანდიამ, კრიშტიანუ რონალდუთი გაძლიერებულმა პორტუგალიამ და „კერკეტმა კაკალმა” – დანიამ.
ჰოლანდია
მეკარეები: მარტენ სტეკელენბურგი (9 მილიონი), მიხელ ვორმი (5 მილიონი), ტიმ კრული (3 მილიონი).
მცველები: გრეგორი ვან დერ ვილი (10 მილიონი), ჯონ ჰეიტინგა (10 მილიონი), ერიკ პიტერსი (5 მილიონი), იორის მატეისენი (4,5 მილიონი), ჰალიდ ბულაჰრუზი (3 მილიონი), ჯეფრი ბრუმა (2 მილიონი), ედსონ ბრაფჰეიდი (2 მილიონი).
ნახევარმცველები: უესლი სნეიდერი (40 მილიონი), არიენ რობენი (35 მილიონი), რაფაელ ვან დერ ვაარტი (22 მილიონი), ნაიჯელ დე იონგი (21 მილიონი), იბრაჰიმ აფელაი (14 მილიონი), კევინ სტროტმანი (6 მილიონი), ჰედვიგეს მადურო (4 მილიონი), მარკ ვან ბომელი (3 მილიონი).
თავდამსხმელები: რობინ ვან პერსი (30 მილიონი), კლას-იან ჰუნტელაარი (15 მილიონი), დირკ კუიტი (14 მილიონი), ელჯერო ელია (10 მილიონი), ლიუკ დე იონგი (6,5 მილიონი).
ფეხბურთელების საერთო ღირებულება: 274 მილიონი ევრო.
გერმანია
მეკარეები: მანუელ ნოიერი (28 მილიონი), ტიმ ვიზე (9 მილიონი), რონ-რობერტ ცილერი (6,5 მილიონი).
მცველები: ფილიპ ლამი (28 მილიონი), მატს ჰუმელსი (18 მილიონი), ბენედიქტ ჰოივედესი (14 მილიონი), ჟერომ ბოატენგი (13,5 მილიონი), ჰოლგერ ბადშტუბერი (13 მილიონი), პერ მერტეზაკერი (13 მილიონი), დენის აოგო (7,5 მილიონი).
ნახევარმცველები: ბასტიან შვაინშტაიგერი (35 მილიონი), თომას მიულერი (33 მილიონი), მესუთ ოზილი (32 მილიონი), მარიო გიოტცე (30 მილიონი), სამი ხედირა (20 მილიონი), ტონი კროოსი (16 მილიონი), კრისტიან ტრეში (12 მილიონი), სიმონ როლფესი (6 მილიონი).
თავდამსხმელები: მარიო გომესი (35 მილიონი), ლუკაშ პოდოლსკი (15 მილიონი), ანდრე შურლე (14 მილიონი), კაკაუ (6 მილიონი), მიროსლავ კლოზე (5 მილიონი).
ფეხბურთელების საერთო ღირებულება: 409, 5 მილიონი ევრო.
პორტუგალია
მეკარეები: რუი პატრისიუ (9,7 მილიონი), ედუარდუ (5,5 მილიონი), ბეტუ (3,2 მილიონი).
მცველები: პეპე (28 მილიონი), ფაბიო კოენტრაუ (24 მილიონი), ბრუნი ალვეში (14 მილიონი), როლანდუ (14 მილიონი), ჟუან პერეირა (9 მილიონი), მანუელ სილვიუ (8 მილიონი), ელიზეუ (4 მილიონი).
ნახევარმცველები: ნანი (29 მილიონი), ჟოაო მოუტინიო (20 მილიონი), მიგელ დანი (18 მილიონი), რაულ მეირელეში (16 მილიონი), რიკარდუ კუარეჟმა (15 მილიონი), მიგელ ველოზუ (9,5 მილიონი), რუბენ ამორიმი (5 მილიონი), რუბენ მიკაელი (5 მილიონი), კარლუშ მარტინში (5 მილიონი).
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (90 მილიონი), უგუ ალმეიდა (8,5 მილიონი), ელდერ პოშტიგა (5 მილიონი), ნუნუ გომეში (1,5 მილიონი).
ფეხბურთელების საერთო ღირებულება: 346,9 მილიონი ევრო.
დანია
მეკარეები: ანდერს ლინდეგორი (3,5 მილიონი), ტომას სორენსენი (2,5 მილიონი), სტეფან ანდერსონი (2 მილიონი).
მცველები: დანიელ აგერი (10 მილიონი), სიმონ კიაერი (10 მილიონი), დანიელ ვასი (2,5 მილიონი), სიმონ პოულსენი (2 მილიონი), ანდრეას ბიელანდი (1,5 მლნ), ლარს იაკობსენი (1,5 მილიონი), ჟორეს ოკორე (0,25 მილიონი).
ნახევარმცველები: კრისტიან ერიკსენი (9 მილიონი), უილიამ კვისტ იორგენსენი (7 მილიონი), კრისტიან პოულსენი (2,5 მილიონი), ლასე შონე (2,5 მლნ), მიკაელ სილბერბაუერი (1,5 მილიონი), ნიკი ზიმლინგი (1,5 მილიონი), მარტინ იორგენსენი (0,65 მილიონი).
თავდამსხმელები: ნიკლას ბენდტნერი (7 მილიონი), მიკაელ კრონ-დელი (3,75 მილიონი), მადს იუნკერი (2 მილიონი), დენის რომედალი (1,75 მილიონი), ნიკოლაი იორგენსენი (1,5 მილიონი), ტობიას მიკელსენი (0,6 მილიონი).
ფეხბურთელების საერთო ღირებულება: 77 მილიონი ევრო.