კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ კიოდა საკუთარ სახლში ღამის 4 საათზე შვედეთიდან ჩამოსული ანი კეკუა და ვისი სახელი დაწერა მან ვერონაში რომეოსა და ჯულიეტას კედელზე

ანი კეკუა 2 წელია, შვედეთში ცხოვრობს და სწავლობს. მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, მაინც მოახერხა საახალწლოდ თბილისში ჩამოსვლა და ოჯახის წევრებთან ერთად 2012 წელს ახალ სახლში შეხვდა.

 

ანი კეკუა: დღესასწაულებზე ვგიჟდები. ძალიან მიყვარს აღდგომა, შობა, ახალი წელი, ჩემი დაბადების დღე. ასეთ დღეებში ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული ხდება, ყველა კარგ ხასიათზეა. შარშან, ჩემს დაბადების დღეზე შვედეთში ვიყავი. ეს იყო პირველი დაბადების დღე, რომელიც მშობლებისა და მეგობრების გარეშე გავატარე. თუმცა, იქაც მყავს მეგობრები, ქართველები, უცხოელები და კარგი დრო გავატარეთ. შობას ბებო კვერებში სულ რაღაცას დებს, ბეჭედიც ჩაუდევს და კიდევ სხვა რამ. ჩემი მეგობრები იმდენს ჭამენ, იმის იმედით, რომ იქნებ რამე იპოვონ.

– შეხვედრიხარ ახალ წელს სხვა ქვეყანაში?

– არა. მაგრამ ხშირად შევხვედრივარ კონცერტზე. ერთი ახალი წელი განსაკუთრებით მახსოვს. თავისუფლების მოედანზე ვმღეროდი ჩინურ სიმღერას. მომღერლებს სამოსი „ქორთიად მარიოტში“ უნდა გამოგვეცვალა. 12 საათი რომ გახდა და ცაში ფოიერვერკები გაუშვეს, ოთახში, მარტო ვიყავი, ვემზადებოდი. ისე დამწყდა გული, ტირილი დავიწყე. ამის და კიდევ რამდენიმე ახალი წლის შემდეგ, მითქვამს: არა, კონცერტზე უარს ვიტყვი და სახლში შევხვდები ახალ წელს, ან მერე გავალ-მეთქი. ზუსტად ვიცი, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ახალ წელს შემოთავაზება რომ მქონდეს, მაინც წავალ და ვიმღერებ. ეს ჩემი პროფესიაა და ძალიან მიყვარს. თან, ყველა მომღერალი აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ასეთ კონცერტებში, რომ ხალხს არ დაავიწყდეს.

– 2012 წელს ახალ სახლში შეხვდი...

– ჩემებმა ასეთი დიდი საჩუქარი და სიურპრიზი გამიკეთეს. მანამდე მატყუებდნენ – 7 იანვრამდე არ იქნება მზადო. შვედეთში რომ წავედი, მხოლოდ ჩონჩხი იყო. 30 დეკემბერს ღამე ჩამოვედი თბილისში. მამაჩემმა მითხრა: წამოდი, ახალ სახლში, მუშები არიან და ვნახოთ, როგორ მუშაობენო. ეჭვი გამიჩნდა, მაგრამ ჩემი ძმა კარგი მსახიობი ყოფილა, დამარწმუნა – ჯერ არ არის დამთავრებულიო. რომ მივედით, კარზე გარედან დიდი ოქროსფერი „ბანტი“ ეკეთა, მაკრატელი მომცეს, ლენტი გადავჭერი და მე და ჩემი ძმა სახლში შევედით პირველები. რომ დავდიოდი, თან ვკიოდი, ძალიან მომეწონა.

– შეყვარებულიც, ალბათ, როგორ გენატრება?

– მენატრება, დისტანციაზე ყოფნა ძალიან ძნელია. ჩემებს ყოველდღე ველაპარაკები სკაიპით. მეგობრები ძალიან მაკლია, ყველა ან სწავლობს, ან მუშაობს. ამიტომ, ხშირად ვერ ველაპარაკები. თავიდან მიჭირდა, მაგრამ ახლა შევეგუე. თან, როცა სხვა გზა არ გაქვს, ეგუები, იცი, რომ შენთვის ეს მნიშვნელოვანია.

– ოდესმე გინანია ამ გადაწყვეტილების მიღება?

– ყოფილა ისეც, რომ ცოტა ცუდ მდგომარეობაში, ნოსტალგიური მომენტები მქონია, მაგრამ გასულა რამდენიმე დღე და მითქვამს: ჩემს ადგილზე ყოფნას ბევრი ნატრობს და ეს არის გზა წარმატებისკენ, რომ მომავალში ვაკეთო ის, რაც მინდა. თუ საკუთარ თავს რაღაც არ დავმართე, ვფიქრობ, სიმღერა ყოველთვის შემეძლება. მეორე მხარეს არის ის, რაშიც საკუთარ თავს სხვა კუთხით ვხედავ. მიყვარს, როცა საქმეებს ვაგვარებ. წინასწარ აუცილებლად ვგეგმავ. ახლა „აიფონშიც“ მიწერია, რა მაქვს გასაკეთებელი. ზოგჯერ იმდენი რამ არის გასაკეთებელი, მეშინია, არ გამომრჩეს. საერთოდ, პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, ამას ოჯახის წევრებიც მეუბნებიან. როდესაც თბილისში ვსწავლობდი, მაშინაც ვწერდი გეგმებს. უბრალოდ, იმ დროს „აიფონი“ არ მქონდა და „ნოუთებში“ ვერ ვწერდი. შვედეთში ცხოვრებამ ძალიან შემცვალა. გავიზარდე. დასერიოზულებული და გაზრდილი ვარ. მამამაც შემამჩნია, როდესაც ბიზნესზე ველაპარაკებოდი რაღაცეებს. მოხერხებული ვარ, მაგრამ მორიდებულიც, რაზეც ჩემები მეჩხუბებიან. თუმცა, რაც მიზნად დამისახავს, ყველაფერი გამომსვლია, თუნდაც „ნუცას სკოლასთან“, „ჯეოსტართან“, „სიესბისთან“ დაკავშირებით. გარდა „სიესბისა“ და შვედეთის უნივერსიტეტისა, მქონდა ბევრი სხვა გამოცდაც. მაგალითად, სტამბულშიც ჩავაბარე გამოცდები, აზერბაიჯანშიც ჩავაბარე, არადა, არაფერი მესმოდა, მაგრამ დავწერე და ჩავაბარე. სულ ასეთ რაღაცეებს ვაკეთებდი და ბოლოს ვთქვი, აღარ გამაგონოთ გამოცდა-მეთქი. მიყვარს, როდესაც რაღაცას ვაკეთებ, გამომდის და მერე საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილი ვარ – ეს იმხელა სიამოვნებაა. მაგრამ, კეთების პროცესში ვნერვიულობ, რადგან ცოტა „პანიკიორშა“ ვარ. რომ გავიგებ შედეგს, ძალიან მიხარია, მაგრამ მერე ვფიქრობ: რამდენი ვიმეცადინე და რა იყო ახლა ამაში რთული. საერთოდ არ ვარ მაგარი, ანუ საკუთარ თავს საერთოდ არ ვაქებ, უფრო ვაკრიტიკებ. ახლა გეტყვი, რა არის ჩემი დიდი პრობლემა...

– რა არის?

– ყველაფერს ვაკეთებ ძალიან დიდხანს, საფუძვლიანად და ხარისხიანად. ყველა მეუბნება, შეგიძლია, უფრო სწრაფად გააკეთოო, მაგრამ მერე უხარისხო გამოვა. ამიტომ, მირჩევნია, ნელა გავაკეთო, მაგრამ ამის გამო გავაკრიტიკო საკუთარი თავი. თუმცა, შვედეთში პროექტების წერის, პრეზენტაციების გაკეთების დროს ბევრჯერ მქონია იმის გამოცდილება, რომ თუ რაღაც ცოტა ჩქარა გამიკეთებია, კი ჩამიბარებია, მაგრამ ისეთი კარგი არ გამოსულა.

– ცოტა ხნის წინ იტალიაში იყავი.

– ყოველთვის მინდოდა იტალიაში წასვლა. ჩემი ბავშვობის მეგობარი ცხოვრობს ერთ-ერთ ძველ ქალაქში და ერთად ვიყავით ვენეციაში, ვერონაში. ვენეციის ნახვა ჩემთვის იყო შოკი, მთელი დღე ფეხით დავდიოდით ვიწრო ქუჩებში. მოჩუქურთმებული აივნები, ხმაურიანი ხალხი... ქართველებს მივამსგავსე. ყოველდღე ერთ ჭიქა ღვინოს წრუპავენ, ქართველებივით არ სვამენ. მომწონს ეს ტრადიცია. გონდოლები ულამაზესია, თან მოსამსახურე პერსონალი ცდილობს, გაგამხიარულოს, არიებს მღერიან. იტალიურ ოჯახში ვიყავი, არ მეგონა, ასეთი ტრადიციული ოჯახები თუ ჰქონდათ. ულამაზესი სახლი იყო, მთელი ოჯახი ძალიან კარგად შეგვხვდა, ქართულად გაგვიმასპინძლდნენ. იმიტომ გამიკვირდა, რომ შვედეთში სულ სხვანაირი ხალხია, უფრო ცივები არიან და ამინდიც უწყობთ ხელს ამაში... ვენეციაში გარშემო იმდენი შეყვარებული ადამიანი იყო, რომ შენც მოგინდებოდა შეყვარებულთან ერთად ყოფნა. ვერონა მაინც უფრო რომეო და ჯულიეტას ქალაქია. ვნახე აივანი, საიდანაც ჯულიეტა იხედებოდა. თან, იქ არის კედელი, რომლის მოხატვა ყველა ტურისტს შეუძლია.

– შენ არ დაწერე „ანის პლუს...“?

–  დავწერე – ანის პლუს და სამი წერტილი. თან, იმდენი სახელი ეწერა, ძლივს ვიპოვე ადგილი.

– როდესაც შვედეთში წახვედი, საქართველოში ძალიან პოპულარული იყავი. არ გაგიჭირდა უცხო გარემოსთან, საზოგადოებასთან, უცხო წესებთან შეგუება?

– ხალხის სიყვარულით ვარ საქართველოში. ახლაც რომ ჩამოვედი, მეგონა, ხალხს დავავიწყდი-მეთქი, მაგრამ მაღაზიაშიც რომ შევდივარ, ყველგან ძალიან კარგად მხვდებიან. შვედეთში, რა თქმა უნდა, არავინ მიცნობს. იქაური ხალხი ჩვენგან ძალიან განსხვავდება, სულ სხვანაირი ხედვა აქვთ. სტუდენტებს მაინც ყველას, თავისი ფული აქვს. ამიტომ, ყოველთვის ყველა თავისას დებს. საქართველოში ასე არ ხდება, მე დამიპატიჟია ჩემი მეგობრები, ისევე, როგორც მათ დავუპატიჟივარ. მე მაინც ქართული ტრადიცია მომწონს, წესები, ქართული სუფრა: სიმღერა, ლექსები, გიტარაზე დაკვრა. იქ იმიტომ სვამენ, რომ სადმე წვეულებაზე გავიდნენ.

– რას მეტყვი იქაურ ბიჭებზე?

– სულ ვამბობ, რომ ვერასდროს ვიქნებოდი შვედ ბიჭთან, სულ სხვანაირები არიან: შენ – შენთვის, მე – ჩემთვის.  იტალიაში რომ მივდიოდი, ძალიან დიდი ჩანთა მქონდა, მატარებელში მაღლა ვერ ვდებდი, ხან ერთი იტალიელი მოვიდა, ხან – მეორე, დაგეხმარებითო. გაოგნებული ვიყავი. მერე მთელი გზა ვფიქრობდი, რატომ ვარ გაოგნებული, საქართველოშიც ხომ ასე მოიქცეოდნენ. 2 წელია, შვედეთში ვარ და მივხვდი, რომ იქ არავინ შემოგხედავს. შენ წაიღე ჩანთა, თავად უნდა მიხედო. რომ დაგელაპარაკოს ვინმე, ეს ნიშნავს იმას, რომ სიმყუდროვეს გირღვევენ. ამიტომ არ მოდიან, თავისთვის არიან.

 

 

скачать dle 11.3