კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააოცა ლაშა ონიანმა ფრანგები და რატომ მიიღო საფრანგეთმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება

 

საყოველთაოდ ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა – ლაშა ონიანმა საშობაოდ საფრანგეთში მასშტაბური ქართული პროექტი განახორციელა. მან ინტერვიუში მხოლოდ ერთხელ ახსენა, რომ დაფინანსება მთლიანად საფრანგეთიდან იყო... ცხადია, ადვილი არ არის, ევროპულ ქვეყნას დააფინანსებინო შენი ქვეყნის შემოქმედების პრეზენტაცია. ყველაფერი დიდი ძალისხმევისა და ქართველი რეჟისორის ზედმიწევნით სწორი კონცეფციის, დღედაღამ ამ პროექტზე მუშაობის დამსახურებაა, რომ ფრანგულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ასპროცენტიანი დაფინანსება (70 კაცისთვის თვითმფრინავის ბილეთები, სასტუმრო, კვება, ჰონორარები) თავის თავზე აეღო, თანაც, ევროპაში ევროს კრიზისის დროს...

ლაშა ონიანი: გასული წლის ზაფხულში საქართველოში ფრანგული დელეგაცია ჩამოვიყვანე. ესენი იყვნენ ქალაქ ფორბახის მერიის თანამშრომლები, ტურისტული ოფისების დირექცია, კულტურის სფეროს წარმომადგენლები... ისინი საქართველოს ათი დღით ესტუმრნენ და ამ ათი დღის განმავლობაში ჩვენი ღირსშესანიშნავი ადგილები და ისტორიული ძეგლები დაათვალიერეს... მოინახულეს იმერეთის ნაწილი, ქვემო სვანეთი და უშგული... მე, როგორც, უცხოეთში მცხოვრებს ქართველს, პირადი ინტერესი მაქვს, რაც შეიძლება მეტი უცხოელი ესტუმროს ჩვენს ქვეყანას. მიმაჩნია, რომ, რაც უფრო ძირფესვიანად შეიცნობენ უცხოელები საქართველოს, მით უფრო შეიყვარებენ. ფრანგულ დელეგაციაში, ისეთი პროფესიის წარმომადგნელები იყვნენ, რომლებიც განსაკუთრებულად გვჭირდება ქართველებს: – ეკონომისტები, ტურისტები, კულტურის მუშაკები და ასე შემდეგ... ამ ჩამონათვალიდან მე მხოლოდ კულტურა მეხება, მაგრამ, ტურიზმიც, ეკონომიკაც და სხვა დანარჩენიც, კულტურასთანაა დაკავშირებული. დღეს საქართველოში აღმშენებლობის პროცესია. რა თქმა უნდა, ყველაფრის ერთად აშენება წარმოუდგენელია. ამიტომაც, ყველა ქართველი უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება მეტი უცხოელი შემოვიდეს საქართველოში. როგორც ტრადიციებითა და ისტორიითაა მდიდარი საქართველო, ასევე მდიდარი უნდა იყოს ის მეგობარი ქვეყნებით. ამით ჩვენი ისტორია უფრო დაფასდება და არ იქნება მხოლოდ ჩვენთვის ჩაკეტილი. ჩაკეტილი საქართველო გვქონდა და, თუ ისევ ასეთი გვინდა, ახლაც არავინ გვეცილება. თუ ვინმე რამეს გვეცილება, ეს უკვე პოლიტიკაა, რასთანაც, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ შეხება არ მაქვს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში ვმოღვაწეობ ჩემი მიმართულებით. 

– თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ ფრანგები მიზანმიმართულად ჩამოიყვანეთ და ამას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგიც მოჰყვა...

– როდესაც  ფრანგული დელეგაცია, საფრანგეთში დაბრუნდა, ისევ მოხდა ჩვენი შეხვედრა და მთხოვეს, შემეთავაზებინა ქართული პროექტი, რის შედეგადაც უფრო მეტი დაახლოება და დამეგობრება მოხდებოდა ამ ორ ქვეყანას შორის... ვინაიდან დეკემბერი გვიახლოვდებოდა და ევროპელები შობას უფრო გრანდიოზულად აღნიშნავენ, ვიდრე ახალ წელს, შევთავაზე ქართული პროექტი, სახელწოდებით – „ქართული საშობაო საღამოები საფრანგეთში”... საქართველოდან 55 ხელოვანი იყო წარმოდგენილი, ჩავრთეთ ის ქართველი ხელოვანებიც, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ... ჩემი თვალთახედვით, ქართულ საღამოებში ვიგულისხმე იმ ყველაფრის პრეზენტაცია, რაც კი შეგვიძლია ქართველებს – კლასიკა, ფოლკლორი, ქორეოგრაფია, ნაციონალური ტრადიციები და ასე შემდეგ...

– ამ შემთხვევაში თქვენ ევროპას ქართული კულტურა გააცანით... 

– ამას თავისუფლად შეგვიძლია დავარქვათ  „საქართველოს პრეზენტაცია”... მონაწილეობას იღებდნენ: სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი”, თბილისის საოპერო თეატრიდან ათკაციანი ჯგუფი – ტენორები და ბარიტონები, ევროპაში ცნობილი ტენორი – გია ონიანი, სოფო ხალვაში, სოფო ნიჟარაძე, ანსამბლი „შინ”, სიმებიანი კვარტეტი ქალაქ ინგოლშტადტიდან, რომელსაც თეონა ჩხეიძე ხელმძღვანელობს; ქალაქ ფორბახის სიმფონიური ორკესტრი... წარმოდგენილი იყო „სამოსელი პირველი”... საორგანიზაციო მხარეს მთლიანად უზრუნველყოფდა კომპანია „არტ-ტრანსფერი”, რომლის ხელმძღვანელია თინა ეიბიაშვილი. აღსანიშნავია, რომ საორგანიზაციო საკითხი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყო მოგვარებული, რადგან სამუშაო რეჟიმი 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩართული იყო საქართველოს ელჩი საფრანგეთში – მამუკა კუდავა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოგზავნა სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო, ინფო-ბუკლეტები და საქართველოს რუკები, ასევე „სამოსელ პირველს” თან ახლდა შამპანური „ბაგრატიონი”...  7 დღის განმავლობაში მაქსიმალურად იყო ნაჩვენები, თუ ვინ ვართ ქართველები, რას ვქმნით, საიდან მოვდივართ და რა გვინდა. 

– რომელ ქალაქში ჩატარდა ეს საღამოები და რა კატეგორიის მაყურებელი ჰყავდა?

– ქართული საღამოები ქალაქ ფორბახში გაიმართა, რომელიც ბელგიის, ლუქსემბურგისა და გერმანიის საზღვარზე მდებარეობს... მაყურებელთა შორის ამ ოთხი ქვეყნის დელეგაციებიც იყვნენ. ქალაქი ფორბახი პატარაა, მაგრამ დანიშნულება დიდი აქვს, რადგან სასაზღვრო ქალაქია და ოთხი ქვეყნის გზაგასაყარზეა. ამ ქალაქში დგას ნაციონალური თეატრის საკმაოდ მოზრდილი, შენობა, რომელიც 850 მაყურებელს იტევს. საფრანგეთში ნაციონალური თეატრების ქსელია და ამ მნიშვნელობის მხოლოდ რამდენიმე თეატრი დგას მთელ სახელმწიფოში, ერთ-ერთი კი ქალაქ ფორბახის თეატრია... ჩვენი საღამოების შემდეგ ხაზგასმით აღნიშნავდნენ, პატარა ფორბახში ხელოვნების ზეიმი მოეწყო, ცივილიზაციის კერა გვიჩვენეს ქართველებმაო და ასე შემდეგ... „სამოსელი პირველის” არა მარტო გამოფენა, არამედ, ჩვენებაც გვქონდა. აღიქვეს, თითქოს ფორბახში ქართული პარიზი ნახეს. ქართული ჩიჩილაკებით იყო სავსე მთელი ქალაქი. ეს ყველაფერი გააშუქა ფრანგულმა ტელევიზიამ, როგორც რეგიონულმა, ასევე, ცენტრალურმა. 

 – ალბათ, ეს მასშტაბური პროექტი დიდ ფინანსებთანაც იყო დაკავშირებული...

– მართლაც საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტი იყო, მაგრამ, კარგად ორგანიზებული და შემოქმედებითად მაღალი დონის პროექტები ყოველთვის ძვირი ჯდება.

სხვათა შორის დაფინანსება მთლიანად ფრანგული მხრიდან იყო.

 

 

скачать dle 11.3