კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსის” მილიარდერებით დასახლებული ქალაქების ტოპ-თხუთმეტეული

 

ჟურნალმა „ფორბსმა” იმ 15 ქალაქისგან შემდგარი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს. „მეოცე საუკუნის განმავლობაში ამერიკის ეკონომიკა აღმავლობის გზაზე იდგა და ძნელი წარმოსადგენი იყო, სადმე სხვაგან, მსოფლიოს რომელიმე ქალაქში, მით უმეტეს კომუნისტურ ქვეყანაში, თუ უფრო მეტი მილიარდერი იცხოვრებდა, ვიდრე ნიუ-იორკში. თუმცა, დრო შეიცვალა და ნიუ-იორკი კარგავს თავის პოზიციებს”, – ციტირებას უკეთებს ჟურნალი ერთ-ერთ ეკონომიკურ ექსპერტს. „ფორბსის” მონაცემებით მილიარდერების რაოდენობით რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი ლიდერობს. ამასთან, ის ყველაზე ზრდადი ქალაქია მილიარდერების რაოდენობით. გასულ წელს  მილიარდერთა რიცხვს 21 მოსკოველი დაემატა, რომელთა კაპიტალი 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

მოსკოვი (რუსეთი)

მილიარდერების რაოდენობა – 79.

საერთო კაპიტალი – 375,3 მილიარდი დოლარი.

მოსკოველი მილიარდერების უმეტესობამ საკუთარი კაპიტალი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების ხარჯზე შექმნა. მოსკოვში არიან ჩაწერილები: ფოლადის მაგნატები – ვლადიმირ ლისინი და ალექსეი მორდაშოვი, მენავთობე და „ჩელსის” მფლობელი – რომან აბრამოვიჩი, „ფეისბუქის” აქციონერი – იური მილნერი და სხვები.

ნიუ-იორკი (ამერიკის შეერთებული შტატები)

მილიარდერების რაოდენობა – 59.

საერთო კაპიტალი – 220,8 მილიარდი დოლარი.

ნიუ-იორკს მეორე ადგილი უკავია რეიტინგში. თუმცა, ის მაინც უსაყვარლესი ადგილია მილიარდერებისთვის. ნიუიორკელ მილიარდერებს შორის საპატიო ადგილი უკავიათ – ნიუ-იორკის ამჟამინდელ მერს და მედია-მაგნატს მაიკლ ბლუმბერგს; მოდელიერ რალფ ლორანს; ქართველებისთვის კარგად ნაცნობ დონალდ ტრამპს და სხვებს. აღსანიშნავია, რომ არაერთმა მოსკოველმა მილიარდერმა შეიძინა ნიუ-იორკში უძრავი ქონება.  მათ შორის, ანდრეი მელნიჩენკომ, რომელიც 12,2 მილიონ დოლარად შეფასებულ პენტჰაუსს ფლობს და დიმიტრი რობოლოვლიევმა. მისმა ქალიშვილმა იყიდა ამას წინათ 88 მილიონ დოლარად, ყველაზე ძვირად ღირებული ბინა ნიუ-იორკში. ნიუ-იორკში ფლობს უძრავ ქონებას პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანიც, მექსიკელი კარლოს სლიმ ელუ. მას ცენტრალურ პარკთან 44 მილიონად შეფასებული სახლი აქვს.

ლონდონი (დიდი ბრიტანეთი)

მილიარდერთა რაოდენობა – 41.

საერთო კაპიტალი – 164,3 მილიარდი დოლარი.

ლონდონელი მილიარდერები არიან: ინდოელი – ლაქშმი მიტალი; პლანეტის მეექვსე მილიარდერი, კომპანია „არცელორ მიტალის” მფლობელი, ბრიტანელი თავადი – ჯერალდ კავენდიშ გროსვენორი; დევიდ და საიმონ რუბინები, „ვირჯინის” მფლობელი ექსცენტრიკული – რიჩარდ ბრენსონი; „ფორმულა ერთის” მფლობელი – ბერნი ეკლსტოუნი; ფილლიპ და კრისტინა გრინები, ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ „ტოპ-შოპის” მფლობელები. 

ჰონკონგი

მილიარდერთა რაოდენობა – 40.

საერთო კაპიტალი – 176,8 მილიარდი დოლარი.

ლი კა-შინგი – „ჰუტჩისონ უამპოუს” მფლობელი, ბიზნესმენი ჰონკონგიდან და ყველაზე მდიდარი ადამიანი აღმოსავლეთ აზიის რეგიონში. კა-შინგს „ფორბსის” რეიტინგში მე-11 ადგილი უკავია 26-მილიონიანი კაპიტალით. კუოკების ოჯახი – სამშენებლო ბიზნესით დაკავებული ძმები, რომლებიც ფლობენ ყველაზე მსხვილ ჰონკონგურ კომპანიას; ფირმა „ჰენდერსონ დეველოპმენტის” მფლობელი ლი-შაუ კი, არომატიზატორების უმსხვილესი მწარმოებელი აზიაში; ჰონკონგისა და ჩინეთის უმდიდრესი ქალბატონი, ჩუ ლამ იუ; კაზინო „სტენლი ჰო”-ს მფლობელი ანგელა ლეონგი – ისინი ყველაზე ცნობილი ჰონკონგელი მილიარდერები არიან.

სტამბული (თურქეთი)

მილიარდერთა რაოდენობა – 36.

საერთო კაპიტალი – 60,5 მილიარდი დოლარი.

პლანეტის უმდიდრესი თურქი, კომპანია „თურქსელის” მფლობელი – მეჰმეთ კარა მეჰმეთი, 4 მილიარდი დოლარით; კონგლომერატ „კოც გრუპის” მფლობელი – სემაჰათ სევიმ არსელი, 3 მილიარდით; ერთ დროს თურქეთის უმდიდრესი ადამიანი, 3-მილიარდიანი კაპიტალის მფლობელი – ჰუსნუ ოზეგინი და მაკედონიური წარმოშობის თურქი, სამშენებლო მაგნატი – სარიკ ტარა, 2,1 მილიარდი დოლარით, – სტამბულელი მილიარდერები არიან.

მუმბაი (ინდოეთი)

მილიარდერთა რაოდენობა – 21.

საერთო კაპიტალი – 106,6 მილიარდი დოლარი.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინდოელი მილიარდერი, მუკეშ ამბანი მუმბაიში ცხოვრობს. მასთან ერთად, რეიტინგში მუმბაის წარმოადგენენ – ძმები რუიაები და კუმარ ბირლა, გავლენიანი ინდური ოჯახის, ბირლების შთამომავალი.

სან-პაულო (ბრაზილია)

მილიარდერთა რაოდენობა – 21.

საერთო კაპიტალი – 84,8 მილიარდი დოლარი.

ლუდის მაგნატი ხორხე პაულო ლემანი, რომელიც ახლახან „ბურგერ კინგის” აქციონერი გახდა; „საფრა ბანკის“ მფლობელი – ჯოზეფ საფრა და მსოფლიოს პირველი მილიარდერი, რომელმაც კაპიტალი ეთანოლით მოიპოვა – რუბენს ომეტო სილვეირა მელო, ყველაზე ცნობილი სან-პაულოელი მილიარდერები არიან.

ტაიპეი (ტაივანი)

მილიარდერთა რაოდენობა – 19.

საერთო კაპიტალი – 49,4 მილიარდი დოლარი.

ტაიპეელი მილიარდერები არიან: გავლენიანი აზიელი მილიარდერი ქალი, ჩერ ვანგი; ფინანსური სამყაროს გურუ, ტსაი ვან-ტსაი; კომპიუტერული მაგნატი, ბარი ლამი და სხვები. 

ლოს-ანჯელესი (ამერიკის შეერთებული შტატები)

მილიარდერთა რაოდენობა – 19.

საერთო კაპიტალი – 44,3 მილიარდი დოლარი.

ინვესტორები – მაიკლ მილკენი და  ელი ბროუდი; „იბეის” პირველი პრეზიდენტი ჯეფრი სკოლი, – ესენი არიან ყველაზე ცნობილი მილიარდერები, რომლებიც „ანგელოზების ქალაქად” წოდებულ ლოს-ანჯელესს წარმოადგენენ.

პეკინი (ჩინეთი)

მილიარდერთა რაოდენობა – 19.

საერთო კაპიტალი – 40 მილიარდი დოლარი.

ყველაზე ცნობილი ჩინელი მილიარდერები პეკინში ცხოვრობენ და ესენი არიან: რობინ ლი – ჩინეთის უმსხვილესი ინტერნეტ-საძიებო სისტემის „ბაიდუს” მფლობელი; უძრავ-მოძრავი ქონებით მოვაჭრე – ვუ იაუჯინი და უმდიდრესი ჩინელი ქალი პეკინში – ზანგ ქსინი, „სოჰო ჩაინას” მფლობელი.

რეიტინგში ასევე მოხვდნენ: სან-ფრანცისკო (17 მილიარდერი – 54 მილიარდი); დალასი (17 – 45,7 მილიარდი); შანხაი (16 – 35,5 მილიარდი); სეული (15 – 37,7 მილიარდი); ტოკიო (14 – 49,6 მილიარდი).

 

 

скачать dle 11.3