კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღარ იქნება სავალდებულო სამართალდამცავი ორგანოს მიერ პირისთვის დროებით ჩამორთმეული ნივთების აღნუსხვა შესაბამის ოქმში და როგორ დაიბრუნებს ასეთ ნივთებს მოქალაქე

ბედის მუხანათობით თუ უბრალო გაუგებრობის გამო, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, საქართველოში ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული კოდექსი 1984 წელსაა მიღებული და, თუმცა მასში არაერთი ცვლილებაა შეტანილი, ის მაინც საბჭოურფესვებიან დოკუმენტად რჩება. ბუნებრივია, ეს ფაქტი ქართველი კანონმდებლებისთვისაც ცნობილია და სწორედ ამიტომ, გასული წლის პირველ ივლისს ახალი კოდექსის პროექტი პარლამენტმა  პირველი მოსმენით განიხილა. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი შეკრებისთანავე მას მეორე და მესამე მოსმენითაც განიხილავს და დაამტკიცებს. რა ცვლილებები შემოაქვს ადმინისტრაციული კოდექსის ახალ ვარიანტს, რით განსხვავდება საბჭოური წინამორბედისგან და რამდენადაა ასახული მასში ადამიანის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის ძირითადი  უფლებები და თავისუფლებები – საკითხს საიას წარმომადგენელი თათული თოდუა განგვიმარტავს.

 

– ახალი კოდექსის შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მართალია, მოქმედ კოდექსში ხშირად შედის ცვლილებები, მაგრამ იქ შეხვდებით ისეთ თანამდებობებს, როგორიცაა, მაგალითად, სახალხო რაზმელის შტაბი, რომლებიც დღეს არ არსებობს. ეს პროექტი ჯერ კიდევ 2008 წელს იყო ინიცირებული პარლამენტში, მას შემდეგ ეს თემა 2011 წელს გააქტიურდა. ამჟამად იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ახალი კოდექსის პროექტზე. ის ახალი დოკუმენტია, ძალიან მოცულობითი და მის მომზადებასა და შესწავლას დიდი დრო სჭირდება. ჩვენ შევადარეთ ახალი პროექტი დღეს მოქმედ კოდექსს და გაუარესების რამდენიმე ფაქტი აღმოვაჩინეთ.

– კერძოდ?

– ეს ეხება არასრულწლოვნებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის მინიჭებას. პროექტით, პირს ასეთი პასუხისმგებლობა 14 წლის ასაკიდან ეკისრება, მაშინ, როდესაც, მოქმედი კოდექსით, ეს ასაკი უფრო მაღალია, 16 წელია. ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი, რაც ამ ახალ კოდექსს ახასიათებს და არასრულწლოვნებს ეხება, არის ის, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა გათვალისწინებულია  არასრულწლოვნებისთვისაც, მაშინ, როდესაც მოქმედი კოდექსით, მხოლოდ სრულწლოვან პირებს შეიძლება, შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა 90 კალენდარული დღით.

– განვითარებულ ქვეყნებში არის პრაქტიკა, რომ პირებს 14 წლიდან ეკისრებოდეთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და პატიმრობაც?

– „იუნისეფის“ წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც ბავშვის უფლებებზე მუშაობს, ძალიან კარგად იცნობს საერთაშორისო პრაქტიკას და ისინი, ამ პრაქტიკაზე დაყრდნობით, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, არ დაუშვან არასრულწლოვანთა მდგომარეობის დამძიმება.

ჩვენი კიდევ ერთი შენიშვნა გახლავთ ის, რომ ადმინისტრაციული კოდექსი ჩვეულებრივ ითვალისწინებს სანქციების სახეობებს. მოქმედ კოდექსში არის სანქციის ასეთი სახეობა –  გაფრთხილება, თუმცა ახალ პროექტში სახდელის ეს ყველაზე მსუბუქი ფორმა არ გვხვდება. არის მხოლოდ ერთი შემთხვევა, რომ, თუკი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ძალიან უმნიშვნელო ზიანს იწვევს, მოსამართლეს შეუძლია, ნაცვლად რომელიმე სახდელისა, დამრღვევს მისცეს შენიშვნა, მაგრამ ეს მოქმედი კოდექსითაც არის გათვალისწინებული. ასევე, ერთ-ერთი სადავო საკითხი შეეხება ისეთ სანქციებს, როგორიცაა ჯარიმა. მოქმედი კოდექსით, სანქცია შეიძლება იყოს, როგორც ძირითადი სახეობის სასჯელი, ხოლო, ახალი პროექტით, ჯარიმა შეიძლება იყოს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სახდელი.

– რას ნიშნავს ეს?

– ადმინისტრაციულ პატიმრობასთან ერთად უკვე შესაძლებელი იქნება ჯარიმის, როგორც დამატებითი სახდელის, შეფარდება, რაც, მოქმედი კოდექსით, არ არის გათვალისწინებული. ასე რომ, ამ კუთხითაც დამძიმების ტენდენციაა. მოქმედ კოდექსში სულ რამდენიმე მუხლს აქვს ასეთი შენიშვნა: თუ რომელ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას დაეკისრა ჯარიმა და ეს დაკისრებული ჯარიმა მოქალაქემ არ გადაიხადა დათქმულ ვადაში, მას დაეკისრება საურავი, თუმცა ამ საურავს აქვს გამონაკლისები და მხოლოდ მითითებულ მუხლებზე ვრცელდება. ახალ პროექტში კი, საურავი არის არა გამონაკლისი, არამედ ზოგადი ნორმა, რომელშიც წერია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ პირი არ გადაიხდის ჯარიმას, ის გადაიხდება ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო, თუ ადმინისტრაციული შეთანხმებაა გაფორმებული, ჯარიმის ხუთმაგი ოდენობით.

– და რა თანხაზე ადის ეს საურავი?

– ანუ საურავი უკვე წარმოადგენს ჯარიმას პლუს ჯარიმის ორმაგი ოდენობა, მაგრამ, მაგალითად, თუ ხუთლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული, როდესაც პირი დაკარგავს პირადობის მოწმობას ან სამლარიანი ჯარიმა გამოეწერება, თუ ქვეითად მოსიარულე გადაკვეთს გზის სატრანსპორტო ნაწილს, სადაც გადასვლა არ შეიძლება, საურავი თითქოს გამოდის ათიდან ექვს ლარამდე. მაგრამ კოდექსის ახალი პროექტი ამბობს, რომ საურავის მინიმალური ოდენობა არ შეიძლება, იყოს 100 ლარზე ნაკლები, რაც შეუთავსებელია: რადგან, თუ პირმა დროულად არ გადაიხადა 3-ლარიანი ჯარიმა, მას მოუწევს 103 ლარის გადახდა, რაც, ჩვენი აზრით, არაადეკვატურია.

– საურავის მაქსიმალური ჭერი თუ არის დადგენილი?

– მინიმალური დადგენილია, მაქსიმალურზე მითითებულია ჯარიმის ორმაგი ოდენობა, მაგრამ ის არ უნდა იყოს 100 ლარზე ნაკლები.

– ანუ სამი ლარის ორმაგი ოდენობა, ახალი კოდექსის ლოგიკით, ასი ლარია?

– ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს შეუსაბამობაა. ასევე, ვფიქრობთ, რომ ახალი პროექტის სახდელებში უფრო ისეთი ტიპის სახდელებია, რომლებიც ნაკლებად შეიძლება, იწვევდეს სამართალდარღვევის რესოციალიზაციას. მაგალითად, ჩვენი ადმინისტრაციული კანონმდებლობა, არც მოქმედი და არც ახალი, არ იცნობს ისეთ ნორმას, როგორიცაა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა. ეს მხოლოდ „სისხლის სამართლის კოდექსით“ რეგულირდება.

– 14 წლის მოზარდის 90 დღით დაკავებას, არ ჯობია, საკლასო ოთახები დაალაგებინონ ან სკოლის ეზო?

– ჩვენც ვფიქრობთ, რომ ასე აჯობებს, იმ კუთხითაც, რომ უმჯობესია, ადამიანებს ასეთი მეთოდებით ჩაუნერგონ კანონის პატივისცემა, ვიდრე ძალიან რეპრესიული სასჯელების გამოყენებით. კიდევ ერთი განსხვავება ძველსა და ახალს შორის არის ის, რომ, მოქმედი კოდექსით, სამართალდამცველ სტრუქტურას აქვს ორი თვის ვადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისა და სასჯელის შეფარდებისთვის, თუ ამ ორი თვის ვადაში ამას ვერ მოახერხებს, პირისთვის სახდელის დაკისრების უფლება აღარ აქვს. ახალი პროექტით კი, ეს ვადა იზრდება ერთ წლამდე და შესაბამის ორგანოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენიდან აქვს ერთი წელი იმისთვის, რომ პირს შეუფარდოს სახდელი, რაც არაგონივრულად მიგვაჩნია, რადგან, თუ ერთი წლის შემდეგ მოხდება სახდელის დადება, პირს გაუჭირდება თავის სასარგებლოდ მტკიცებულებების შეგროვება.

– ანუ, თუ პირმა რაღაც სამართალდარღვევა ჩაიდინა ისე, რომ არც იცის, შეიძლება, რვა ან ათი თვის შემდეგ გაუხსენონ?

– დიახ, მაშინ, როდესაც, დღეს მოქმედი კოდექსით, ეს იქნებოდა უკანონო. ახალ პროექტს გამოაქვს სახდელის ახალი ფორმა: ადმინისტრაციული შეთანხმება, რამაც საპროცესო შეთანხმება მოგვაგონა. ადმინისტრაციული შეთანხმება ნიშნავს, რომ, თუ პირი ჩაიდენს რომელიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, მასსა და სამართალდამცველ ორგანოს შორის შეიძლება, გაფორმდეს ადმინისტრაციული შეთანხმება და ყველა ტიპის სახდელი შეიცვალოს ჯარიმით.

– რამდენია ასეთი ჯარიმის ოდენობა?

– ახალი პროექტის ამ რედაქციით არ ირკვევა, თუ რა დროს არის შესაძლებელი შეთანხმების გაფორმება: სასამართლომდე მიმართვის პერიოდში, ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების პერიოდში თუ ასე შემდეგ. ასევე, საუბარია ჯარიმის მინიმუმზე, რომელიც არ შეიძლება, იყოს შესაბამისი მუხლით დადგენილი ჯარიმის მინიმუმზე ნაკლები. მაგალითად, შეიძლება, მუხლში დადგენილი იყოს 500-ლარიანი ჯარიმა, ამ შემთხვევაში ჯარიმა 250-ლარზე ნაკლები არ იქნება, მაგრამ არ არის მითითებული ჯარიმის მაქსიმუმი. 

– ესე იგი, შეიძლება, იყოს 10 000, 100 000 ან მეტი?

–  შეუზღუდავად, ალბათ, გააჩნია პირის ფინანსურ შესაძლებლობას. ანუ მინიმუმი ზუსტადაა განსაზღვრული, როგორც საურავის შემთხვევაში, მაგრამ მაქსიმუმი არ არის დაზუსტებული. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ადმინისტრაციული შეთანხმებებით დამკვიდრდეს ერთი და იმავე სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირების მიმართ არათანაბარი დამოკიდებულება. ასევე, ახალი პროექტით არ არის გათვალისწინებული, რომ, თუ შეთანხმება ფორმდება არასრულწლოვანთან, ვინ უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. გასაგებია, რომ გადახდა მშობელს დაეკისრება, მაგრამ შეთანხმების გაფორმების პროცესშიც ის უნდა იყოს ჩართული, რადგან არ შეიძლება, პროცესი მშობლის მიღმა მიმდინარეობდეს და სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი მარტო მოიგდონ ხელში, რომ არასასურველი შეთანხმება დაადებინონ. ასევე, ახალ პროექტში ბევრი ისეთი ცნებაა, რაც მოქმედში განმარტებულია, აქ კი განმარტებები ამოვარდნილია. ახალ პროექტში მოცემული არ არის, რას ნიშნავს  დანაშაულის განზრახ თუ გაუფრთხილებლობით ჩადენა. თუმცა საუბარია, რომ პირისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას მოსამართლე მოქმედებს ბრალის ხარისხით, ოღონდ არ არის განმარტებული, რა კრიტერიუმებით ადგენს მოსამართლე ბრალის ხარისხს. ასევე, მაგალითად, თუ დღეს მოქმედ კოდექსში არსებობს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალი, ახალ პროექტში ასეთი ჩამონათვალი საერთოდ არ არსებობს და ამაზე იუსტიციის სამინისტრომ გვიპასუხა, რომ თითოეულ შემთხვევაში, მოსამართლე თავად წყვეტს, ესა თუ ის გარემოება შემამსუბუქებელია თუ დამამძიმებელი. ჩვენ ვფიქრობთ, აუცილებელია, რომ მოსამართლემ ერთი და იგივე კრიტერიუმები გამოიყენოს და ეს კრიტერიუმები გაწერილი იყოს კანონში. არ შეიძლება,  ერთი და იგივე გარემოება ერთი მოსამართლისთვის შემამსუბუქებელი იყოს და მეორისთვის –  დამამძიმებელი. ახალი პროექტი ითვალისწინებს მცირე სამართალდარღვევისას პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას და უფლებამოსილ პირს შეუძლია, გამოიყენოს გაფრთხილება. მოქმედ კოდექსში გაფრთხილება ზოგადად გამოიყენებოდა, როგორც სანქცია, მცირე დანაშაულზე კი –  შენიშვნა, რაც ახალ პროექტში საერთოდ აღარ არის მოხსენიებული. ვფიქრობთ ძველ კოდექსში არსებული ჰუმანური მიდგომები ახალ კოდექსშიც უნდა იყოს.

– ეს ჰუმანური მიდგომები საბჭოთა დროიდან იყო კოდექსში თუ შემდეგ შევიდა ცვლილებების სახით?

– მე პიროვნულად მაინტერესებდა, მენახა, რა სახით იყო მიღებული ეს კოდექსი 1984 წელს, მაგრამ ის თავდაპირველი სახით არ მოიპოვება, მხოლოდ 2002 წლის მდგომარეობით და, ამდენად, შედარება შეუძლებელია. ეს ძალიან დიდი კოდექსია და მხოლოდ ძირითად შენიშვნებზე მოგახსენებთ.

მოქმედი და ახალი პროექტითაც გათვალიწინებულია პირადი გასინჯვა, ანუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ან სხვა უფლებამოსილ პირებს აქვთ უფლება, რომ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენონ პირადი გასინჯვა, რაც ნიშნავს ტანსაცმლის ზედაპირზე ხელის შეხებას. ეს პროცედურა განსხვავდება ჩხრეკისგან, რაც უფრო საფუძვლიან გასინჯვას გულისხმობს. პრობლემა ის არის, რომ ახალი პროექტი არ აღწერს, რა არის პირადი გასინჯვა და რით განსხვავდება ის ჩხრეკისგან. ამიტომ, თუ რომელიმე პირი ეტყვის პოლიციელს, რომ ეს არ არის პირადი გასინჯვა და არის ჩხრეკა, რასაც სასამართლოს ნებართვა სჭირდება, პოლიციელი მარტივად მოიგერიებს ამ არგუმენტს, რადგან კანონში არსად წერია, რომ ეს ჩხრეკაა. ასევე, თუ სამართალდარღვევა ჩადენილია იმ პირის მიერ, რომლის ვინაობაც იდენტიფიცირებული არ არის და მას შეფარდებული აქვს გარკვეული ჯარიმა, ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფისთვის შესაძლოა, მას ჩამოერთვას მფლობელობაში არსებული ნივთები და ასეთი ნივთი შესაძლოა, იყოს ავტომანქანაც. ზოგადად, ეს არ არის მოულოდნელი მოთხოვნა, მაგრამ პროექტში მითითებულია – უნდა შედგეს ოქმი, ოღონდ არ არის მითითებული, რომ ოქმში უნდა აღინუსხოს ჩამორთმეული ნივთები. ოქმი საერთოდ არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ჩამორთმეული ნივთები, რომ ჯარიმის გადახდის შემდგომ პირს შეეძლოს მათი უკან დაბრუნება.

– ანუ ნივთებს გირაოდ იტოვებენ?

– დაახლოებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ოქმის აუცილებელი რეკვიზიტი უნდა იყოს ჩამორთმეული ნივთების რაოდენობა და მათ აღწერა. ამას გარდა, მოქმედ კოდექსში არსებობდა შეღავათები სახელმწიფო ბაჟის კუთხით, მაგალითად, თუ პირი ასაჩივრებდა საქმის ადგილზე განხილვისას მიღებულ დადგენილებას, ის თავისუფლდებოდა სახელმწიფო ბაჟისგან, მაგრამ, ახალი პროექტით, ნებისმიერი გასაჩივრებისას მას მოუწევს ბაჟის გადახდა, რამაც შეიძლება, ზოგიერთს გადააფიქრებინოს კიდეც გასაჩივრება. მეტიც, პროექტში მითითებულია, რომ, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ორგანოს, მაშინ ზიანის მიმღები ორგანო გამოსცემს სავალდებულო აქტს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. ანუ ნაცვლად სასამართლოსი ან რომელიმე დამოუკიდებელი  არბიტრისა, თვითონ სახელმწიფო ორგანო გამოსცემს სავალდებულო დოკუმენტს, რა ტიპის ზარალი მიადგა.

– და თვითონვე ადგნენს ზარალის ოდენობას?

– დიახ, თვითონ ადგენს.

– ვინმე ამოწმებს?

– შესაძლებელია გასაჩივრება.

– და ბაჟიც უნდა გადაიხადო?

– დიახ. ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც პრობლემაა. ჩვენ ეს შენიშვები მივაწოდეთ იუსტიციის სამინისტროს, თუმცა ჯერჯერობით კიდევ არ ვიცით, საბოლოო ვარიანტის ახალ რედაქციაში გაითვალისწინეს ჩვენი შენიშვნები თუ ახალი გვაქვს დასამატებელი. 

 

 

скачать dle 11.3