კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მალავდა სიმაღლეს და იმოკლებდა კისერს ნათია მაქაცარია და რა რჩევები მისცა მან ლენუკა ყიფშიძეს ჰავაიზე გათხოვების შემდეგ

ლენუკა ყიფშიძესა და ნათია მაქაცარიას ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. რამდენიმე ხნის წინ ნათია გათხოვდა, საცხოვრებლად ჰავაიზე გადავიდა და ლენუკას საკუთარ სამოდელო სააგენტოში NAME MODELS – მუშაობა შესთავაზა. ახალი წლის დღეებში ნათია თბილისში იყო ჩამოსული და მათი ხალისიანი ინტერვიუც სამოდელო სააგენტოში (სადაც ცოტა ხნის წინ ფოტოსტუდიაც გახსნეს, უკვე მუშაობს და თან ქირავდება) შედგა.

 

ლენუკა ყიფშიძე: ნათია მახსოვს „ამა-დან“, ძალიან მომწონდა განსხვავებული გარეგნობის გამო – დიდმკერდიანი იყო და ძალიან მაგარი ფეხები ჰქონდა. მოკლედ, გამორჩეული იყო და დამამახსოვრდა, თუმცა, მაშინ დიდად არ ვმეგობრობდით.

ნათია მაქაცარია: ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით, მაგრამ, ყველა ხომ ვერ ვიმეგობრებდით, თუმცა, კარგი ურთიერთობა სულ გვქონდა. პირველი ნაბიჯები მაინც „ავანგარდული მოდის ასამბლეაზე“ გადავდგით, რომელიც უნიჭიერესმა ადამიანმა, გელა კუპრაშვილმა მოაწყო მაშინ, როდესაც თბილისში საშინელი სიტუაცია იყო და ხალხს აბსოლუტურად არ სცხელოდა მოდისთვის. ეს იყო ფანტასტიკური პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ, როდესაც მშობელი შვილს  სახლიდან უშვებდა, ეშინოდა, ქურთუკი არ გაეხადათ, დანა არ გაეყარათ ან ბეჭედი არ მოეძროთ თითიანად. მამაჩემი არ მიშვებდა და დედაჩემმა ჩემ გამო გადადო თავი – სამსახურს აცდენდა, რომ მე გამყოლოდა. პროფესორებს რომ უჭირდათ, მაცივარში საჭმელი არ იყო და ჯიბეში ფული არ ედო ხალხს, ჩვენ 13-14 წლის ასაკში 100 დოლარი გვქონდა ხელფასი. სწორედ ამ პერიოდში ჩამოვყალიბდი პიროვნებად, ვფიქრობდი, რა მაგარი ტიპი ვარ, რადგან. ჩემი ხელფასი მაქვს-მეთქი. ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება პოდიუმზე გამოსვლა და ტაშის დაკვრა კი არ იყო, არამედ ის, რომ მე ვიყავი „კაცი“ ოჯახში, ანუ ჩემი სტატუსი მქონდა. ჩვენთან სააგენტოში ახალი გოგონა მოვიდა და ვუყვებოდი, რომ სანამ მოდელი გავხდებოდი, ჩემთვის ძალიან რთული იყო ცხოვრება. 12 წლის ასაკში რომ მივაღწიე 178 სანტიმეტრს, იმის მერე სულ სამი სანტიმეტრი მოვიმატე. ანუ, ვიყავი ორმეტრიანი ქალი, ბავშვები მუხლამდე მწვდებოდნენ და მეგონა, რომ ვერც ერთი ბიჭი ვერ მიტანდა. ბოლოს, როდესაც მოდელობა დავიწყე და ვნახე ჩემნაირები, ისე გამიხარდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, მხრებშიც გავიმართე, აღარ ვმალავდი სიმაღლეს და კისერსაც ძალით აღარ ვიმოკლებდი.

ლენუკა: ეს პერიოდი ჩემთვისაც ძალიან კარგი იყო, კვირაში ერთხელ სულ გამოვდიოდი ჩვენებაზე, ჩემი ფული სულ მედო ჯიბეში. თან, ვერთობოდით, გოგონები ვმეგობრობდით. იმავდროულად, პატარები ვიყავით და ურთულესი პერიოდი გავიარეთ, ბევრი საშინელება.

– შენც გქონდა სიმაღლის გამო პრობლემები?

– პრობლემები არ მქონია, მაგრამ, ქუსლებზე რომ დავდგებოდი, მეგობრები მეუბნებოდნენ, ცოტა იქით გაიწიე, მეფარებიო. კარგი, ტროტუარზე ვივლი და ასე შემდეგ. ჩემი ძმა დღემდე „ძიაძია სტიოპას“ მეძახის.

ნათია: ნატაშა სამადალაშვილი დღემდე გვეძახის „პოსლევაენნიე დევოჩკის“. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, შეცვალა ჩვენი ცხოვრება, თუმცა, ყოველთვის ხდება ისეთი რაღაცეები, რაც ადამიანის ცხოვრებას მუდმივად ცვლის. მაგალითად, ნახევარი წლის წინ ისე შეიცვალა ჩემი ცხოვრება, რომ საქართველოდან გადავიხვეწე.

– მზად იყავი ამ ცვლილებისთვის?

– არ ვგიჟდები „ჩეინჯებზე“, შეჩვეული ჭირი მირჩევნია. თუმცა, საინტერესოა, აქედან რომ გახვრიტო დედამიწა, მეორე მხარეს ზუსტად იქ აღმოჩნდები, სადაც ახლა მე ვცხოვრობ. შორს არის, მაგრამ, ულამაზესია. მე ვიყავი იქ, სადაც გადაიღეს „ლოსტის“ ბოლო სეზონი, „კარიბის ზღვის მეკობრეები“, „პერ ჰარბორი“. უბრალოდ, ძალიან მიყვარს საქართველო, ჩემებთან მინდა ყოფნა და ამას განვიცდი, თორემ, ისეთი ლამაზი ადგილია, არ შეიძლება, ბედნიერი არ იყო. იქ არის გამჭვირვალე ოკეანე, ცურავ, ყვინთავ გველთევზებთან ერთად. ასევე, სერფინგი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში დიდი დოზით – ჩემი ქმარი და შვილი დგანან დაფაზე, ტალღებში დასრიალებენ და მე ვგულშემატკივრობ. უზარმაზარი კუები არიან, ოქროსფერი ქვიშა. სახლში რომ მოვდივარ, ყველა ჯიბეში ქვიშა მიყრია.

– მეუღლე, ალბათ, მთელი დღის განმავლობაშია სახლიდან გასული, მუშაობს; ბავშვი სწავლობს. შენ ხშირად გიწევს მარტო ყოფნა?

– არ არის მეუღლე მთელი დღე გასული, კარგი სამსახური აქვს. პედიატრია, რეანიმაციაში მუშაობს. კარგი განრიგი აქვს და არ მიწევს დიდ ხანს მარტო ყოფნა. თან, რამდენიმე თვე დასვენება ძალიან კარგი იყო. მალე იქ რაღაცეების კეთებასაც დავიწყებ. რაც მთავარია, თბილისში, სააგენტოსთან მჭიდრო კავშირი მაქვს, სულ ხაზზე ვარ, თან, ოჯახს იმდენი დრო უნდა. ახლა როგორც ვარ, ასე ახლოს ჩემს შვილთან არასდროს ვყოფილვარ. კარგი შესაძლებლობა მომეცა, რომ მასთან ახლოს ვიყო.

– სიყვარულმა შეგაძლებინა ყველაფრის დატოვება და სულ სხვა სამყაროში გადასვლა?

– სიყვარული ყველაფრის თავია, „პირადი გრძნობების გარეშე ერთი დღე ნუ მაცოცხლოს ღმერთმა, ე ხალათი დამიჭერს?“ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი, ამ სიშორეზე უნდა წავსულიყავი, კუნძულზე. მაგრამ, რისკიანი ადამიანი ვარ. ნათქვამია, თუ არ გარისკავ, შამპანურს ვერ დალევო.

– გათხოვება რისკი იყო?

– სიმართლე რომ გითხრა, „ზაქსში“ პირველად მივედი და მოვაწერე ხელი. მგონი, პირველად გავთხოვდი და რას მერჩით!

ლენუკა: მეც მომცა ერთი-ორი რჩევა.

ნათია: ჩემი აზრით, ქალს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ქმარი და, თუ არ გაგიმართლებს ცხოვრებაში, ფარ-ხმალი არასდროს არ უნდა დაყარო.

ლენუკა: ქალი ძლიერი უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს ოჯახი, ჰყავდეს ქმარი. თუ ხედავ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ, თვითონ უნდა გააკონტროლო საკუთარი თავი. თავად წყვეტ ადამიანი საკუთარ ბედს და აკეთებ არჩევანს.

ნათია: ცხოვრებაში ყოველთვის გვხვდება სირთულეები და ეს სირთულეები სხვადასხვა ეტაპზე გვწვრთნის, გვზრდის, გვხედნის და შემდეგ ქარბუქიც ვეღარ წაგაქცევს – აი, ეს მინდა, ლენუკა, შენთვის; მე უკვე ქარიშხალიც ვეღარ მაქცევს.

ლენუკა: ქალს გვერდით აუცილებლად უნდა ჰყავდეს მამაკაცი, ოღონდ, მართლა მამაკაცი, საყრდენი, მის გვერდით ქალად რომ გრძნობ თავს, დაცული ხარ.

– რა რჩევები მოგცა ნათიამ?

– მეგობრული რჩევები მომცა. ხომ შეიძლება, მეც გავთხოვდე მეორედ?!

ნათია: ქალს ყოველთვის ვურჩევ, იყოს თამამი, არ შეეშინდეს სირთულეების. თამამი უნდა იყო საკუთარ თავთან, თავდაჯერებული უნდა იყო და მყარად იდგე ფეხზე. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ყველაზე მაგარი ქალი ხარ.

– ლენუკა, ნათიას გათხოვება შენთვის მოულოდნელი იყო?

ლენუკა: ამ დროს კვიპროსზე ვიყავი, კრისტის ველაპარაკებოდი და ვკითხე: რა გამოპრანჭული ხარ, სად მიდიხარ-მეთქი. ნათია გათხოვდაო, მითხრა. მოკლედ, ჩემი ყოფილი რძლისგან გავიგე, ძალიან გამიხარდა. ღირსია ეს ადამიანი, ბედნიერი იყოს.

ნათია: ჩვენი ურთიერთობის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. ერთადერთი იყო ჩემი მეგობარი ქრისტინე კობახიძე (NAME MODELS-ის მენეჯერი), რომელიც ჩემი ცხოვრების მემატიანეა. ხომ გაგიგია,  სიყვარულსა მალვა უნდაო... საერთოდ, დიდხანს პრობლემა იყო ის, თუ როგორ უნდა წავსულიყავი ასე შორს, მხოლოდ ამის გამო ვორჭოფობდი. არაჩვეულებრივი ქმარი მყავს.

– და მაინც, როგორ მიგიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე?

– არ იცნობ ჩემს ქმარს, თორემ ამ კითხვას არ დამისვამდი. ეს არის ადამიანი, რომელიც, არ შეიძლება, არ გიყვარდეს.

– როგორ ცხოვრობთ ჰავაიზე?

– ყველაზე მეტად მიყვარს „სნორკლინგი“ – თევზებთან ერთად რომ ჩაყვინთავ და ცურავ. კლუბების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, გამოძინება მირჩევნია, თან, ბავშვი მყავს ხან სკოლაში და ხან, კალათბურთზე წასაყვანი. ჰავაიზე ყველაფერია იმისთვის, რომ თავი ძალიან კარგად, ბედნიერად იგრძნო და თან გაერთო.

– ნათია, როდესაც საცხოვრებლად ჰავაიზე გადახვედი, ლენუკას შესთავაზე შენს სააგენტოში მუშაობა. რატომ გააკეთე მასზე არჩევანი?

– მე მჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც ვენდობოდი არა მხოლოდ როგორც ადამიანს, არამედ, მეცოდინებოდა, რომ გოიმურ შეცდომებს არ დაუშვებდა. ლენუკა არის ასეთი, თან, არის პრეტენზიული. ასევე, მჭირდებოდა თბილი, გამოცდილი, სახელიანი მოდელი. დღეს იშვიათია, რომ ცნობილი მოდელი იყოს და თავისი სააგენტო არ ჰქონდეს. ასევე, უნდა ჰქონოდა პასუხისმგებლობა, რადგან, ლენუკას საკუთარ თავზე არანაკლებად მოვთხოვდი პასუხს. ანუ, ლენუკაში არის ყველა იმ თვისებისა და ტალანტის სინთეზი, რაც მე მჭირდებოდა და ამიტომ მოხვდა ჩემთან, და არა იმიტომ, რომ დაქალია. სხვათა შორის, ძალიან ბევრმა მითხრა, სწორი არჩევანი გააკეთეო.

ლენუკა: თავიდან ცოტა შემეშინდა. კვიპროსზე ვიყავი, რომ დამირეკა და შემომთავაზა მუშაობა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, თან, არ ვმუშაობდი. ეს კი ჩემი გარემოა, ჩემი სფერო. უცბად რომ წარმოვიდგინე, თვითონ მიდიოდა და მე უნდა ვყოფილიყავი ბავშვებთან, ცოტა შემეშინდა, მაგრამ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ოჯახურ გარემოში მოვხვდი და მოვერგე სიტუაციას, ძალიან კმაყოფილი ვარ.

 

 

скачать dle 11.3