ქალის გამოთქმა – „15 წუთში მზად ვიქნები“, უდრის მამაკაცის გამოთქმას – „15 წუთში სახლში ვიქნები“.
***
პარადოქსია‚ მაგრამ, დიდი შხამიანი ობობის დანახვა არაფერია. ნამდვილი საშინელებაა‚ როდესაც ის მხედველობიდან დაიკარგება!
***
ფული აფუჭებს ადამიანს... როცა მას კარგავს.
***
გულით ავადმყოფი ძლივს‚ ქოშინით ავიდა მეხუთე სართულზე. კარზე დააკაკუნა. გაუღეს.
– ექიმო‚ ამ ბოლო დროს გული მაწუხებს. რას მირჩევთ?
– მოწევას თავი დაანებეთ‚ აღარ დალიოთ‚ არ გადაიღალოთ‚ სუფთა ჰაერზე ისეირნეთ და იყიდეთ სათვალე.
– სათვალე რატომ?
– ექიმი მეოთხეზეა‚ მე სანტექნიკოსი ვარ.
***
იცით თუ არა‚ რომ, თუ ოქროს თევზს ტაფაზე დადებთ‚ გაცილებით მეტ სურვილს შეგისრულებთ?
***
– რაჟიკუნა‚ ე ყანა რავა კრუგზე მოგიხნავს!
– რა ვიცი‚ ბოშო‚ ცხენი ვიყიდე და ცირკის არ გამოდგა?!
***
გურმანი ის არის‚ ვინც არასდროს გადადებს ხვალისთვის იმას‚ რისი შეჭმაც დღეს შეუძლია.
***
იურისტმა ოქროს თევზი დაიჭირა.
– გამიშვი და სამ სურვილს შეგისრულებ.
იურისტი ჩაფიქრდა და ეკითხება:
– კითხვებზე პასუხები სურვილის შესრულებაში ჩაითვლება?
***
კლასში ორი დაქალი ჩხუბობს.
– იდიოტო!
– თვითონა ხარ იდიოტი!
თანაკლასელი ბიჭი მიუახლოვდა:
– დაწყნარდით‚ გოგოებო‚ ორივენი მართლები ხართ.
***
ფული ადამიანს აფუჭებსო. მინდა, გავფუჭდე!
***
ახალგამომცხვარი ბიზნესმენი რესტორანში შევიდა და ერთადერთ თავისუფალ მაგიდას მიუჯდა:
– უკაცრავად‚ ეს მაგიდა დაკავებულია.
– მაშინ‚ წაიღეთ და თავისუფალი მომიტანეთ.
***
ცოლი ეუბნება ქმარს:
– ვაი! ეს ხომ ჩვენი შვილი არ არის?!
– ჩუ‚ ნუ ყვირი... სამაგიეროდ‚ ნახე‚ რა მაგარი კალიასკაა!..
***
– ვინ არის ოლიგარქი?
– ეს არის ადამიანი დიდი ციფრებით.
***
გემის კაპიტანი‚ „ზღვის მგელი“, შორეული ნაოსნობიდან დაბრუნდა. სახლამდე მანქანით მიდის. შუა გზაში მანქანა, რატომღაც, გაჩერდა. კაპიტანი გადმოვიდა‚ კაპოტი ახადა‚ შიგ ჩაიხედა და ჩასძახა:
– ეი‚ მანდ‚ მანქანაში! რატომ გავჩერდით?!
***
ტრანსპორტში ქალს თავზე ახალგაზრდა კაცი ადგას.
– შვილო‚ რამდენი თავისუფალი ადგილია‚ რატომ არ დაჯდები?
– მადლობა‚ ბები‚ ვიდგები...
– დაჯექი‚ შვილო‚ დაჯექი!
– მადლობა‚ ბებო‚ საკმარისად ვიჯექი.
– ვაი‚ რატომ‚ შვილო?
– ავტობუსში მოხუცი დავჭერი...
***
ბურატინოს ძალიან უყვარდა ბუნებაში გასვლა‚ პიკნიკები‚ მწვადები... მაგრამ‚ თუ ფიჩხი შემოაკლდებოდათ‚ მაშინვე მდინარეში ხტებოდა და ყვიროდა:
– ნედლი ვარ‚ ნედლი!
***
„როცა გაზქურაზე რამეს დადგამთ და გახვალთ‚ რათა ტელევიზორს ან კომპიუტერს შეავლოთ თვალი‚ აუცილებლად თან წაიღეთ კოვზი – ეს საგანი დაგეხმარებათ, დაბრუნდეთ რეალობაში...“
***
„ტამბოვში გარდაიცვალა მგელი‚ რომელიც მილიონზე მეტი საბჭოთა მოქალაქის ამხანაგი იყო“.
***
– მამი‚ რატომ ჰქვია ავადმყოფობაზე გადაცემებს „ჯანმრთელობა“?
***
– მიხო‚ ე ტაფები ყველა უსახელურო რატომ გაქვს?
– რო გითხრა‚ ჩემი ცოლი ტენისისტკაა-მეთქი‚ დამიჯერებ?
***
ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ: „თქვენთვის უკვე ყველაფერი სიცოცხლისთვის საშიშია“.
***
სიტყვა „აეროპლანი“ წარმოიშვა ლათინური „აერ“ – „ჰაერისა“ და უზბეკური „პლანის“ – „ფრენის“ შეერთებით.
***
პატივი ეცით თქვენს მშობლებს – ისინი ხომ „ფეისბუქის“‚ „სკაიპის“‚ „გუგლისა“ და „ვიკიპედიის“ გარეშე გაიზარდნენ‚ მობილურიც კი არ ჰქონიათ...
***
მეგრელს უცხოეთში ძაღლი აეკიდა‚ ძაღლმა მოისაქმა‚ საიდანღაც პოლიციელი გამოჩნდა.
– აიღეთ ეს სიბინძურე და ძაღლსაც საყელური გაუკეთეთ!
მეგრელი ყურადღებას არ აქცევს.
– მაშ‚ ასე‚ ახლავე გადაიხადეთ ჯარიმა!
– რატომ გადავიხადო‚ ეს სულაც არ არის ჩემი ძაღლი!
– თქვენ რომ მოგდევთ?
– თქვენც მომდევთ‚ მაგრამ, ჩემი ძაღლი ხართ?
***
თუ ქალს უბრალო სამოსი აცვია‚ სულაც არ ნიშნავს, რომ არაფრად გაგდებთ‚ აი‚ თუ უმაკიაჟოდაა‚ მაშინ... ჰო.
***
რაჭველი კულინარების გამოგონება: „სიახლე – შენელებულად ხსნადი ყავა“.
***
დაიჯერეთ პოლიტიკოსების შეპირებები‚ იგრძენით თავი იდიოტად!
***
– ექიმო‚ მიშველეთ რამე‚ ცოლი სულ მეჩხუბება‚ ისეთი სახე გაქვს‚ რომ ნამდვილად რაღაცას მატყუებო....
– აბა‚ ახლა მოეშვით‚ თავისუფლად იგრძენით თავი და მიხვეულ-მოხვეული ლაპარაკის გარეშე‚ პირდაპირ მითხარით‚ რა გაწუხებთ...