“ბეკომ„ “კათარზისში„ საქველმოქმედო ღონისძიება გამართა
14 იანვარს ასოციაცია „კათარზისმა”, „ბეკოს” წარმომადგენლობის სპონსორობით, საქველმოქმედო ღონისძიება – „სადილი ყველას” გამართა. როგორც წესი, ამ ღონისძიებაზე იწვევენ ყველა შეჭირვებულ მოქალაქეს, პირველ ყოვლისა, დევნილებს სამაჩაბლოდან, სტუდენტებს, დროებით უმწეოდ დარჩენილ ოჯახებს, უსახლკარო ბავშვებს. ბოლო წლების განმავლობაში უფასო სადილების მსურველთა რიცხვი სტაბილურია და დაახლოებით ორი ათას ადამიანს შეადგენს. „ბეკომ” მსგავსი აქცია მეხუთედ გამართა და უკვე ტრადიციად იქცა თარიღი – ძველით ახალი წელი.