საქველმოქმედო ივენთი “მეხიკოში„
ძველით ახალი წლის შესახვედრად ტრადიციული საქველმოქმედო საღამო ჩატარდა რესტორან „მეხიკოში”. ჯგუფმა „მაქსპორმი”, მედიის წარმომადგენლებმა, სამოდელო სააგენტო „მაქსიმუმა” ძეგვის ბავშვთა სახლისთვის სხვადასხვა კომპანიის მიერ შემოწირული საჩუქრები შეაგროვეს და ძველით ახალი წლის შეხვედრა საქველმოქმედო საქმიანობით დაიწყეს. საღამო საინტერესო რომ გამოსულიყო, დიზაინერმა თამარ კიკალეიშვილმა ულამაზესი სამკაულების ჩვენება მოაწყო. მისი სამკაულები „მაქსიმუმის” გოგონებმა წარმოადგინეს. ასევე, საღამოს გასართობ ნაწილში მონაწილეობა მიიღეს – ილუზიონისტმა ზურა ვადაჭკორიამ და მომღერალმა ლევან ჯიბლაძემ. მასმედიის წარმომადგენლებმა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის გადასაცემად საჩუქრები მოიტანეს.