კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან იღებს გიორგი კალანდაძის მომავალი მეუღლე დიდ სიამოვნებას და რატომ ვერ დაუშლის იგი მას ამ განცდას


გიორგი კალანდაძე: მეტ-ნაკლებად ოპერატიულად ვუმკლავდები იმ პრობლემებს, რომლებიც შეიძლება, სახლში წარმოიშვას. ძირითადად მე ვაგვარებ ყველაფერს, ზოგს საკუთარი ხელით, ზოგსაც – ხელოსნის გამოძახებით. მათ გასამრჯელოსაც, ბუნებრივია, მე ვიხდი. რაღაც-რაღაცეები მეხერხება. საშუალო დონეზე ვარ. მაგალითად, თუ ონკანიდან წვეთავს, შემიძლია შევაკეთო. ცოტა ელექტროობაშიც ვერკვევი ჩამრთველს გამოვცვლი, არ გამიჭირდება.

– ბუნებით ხარ ჩხირკედელა თუ, უბრალოდ, მიგაჩნია, რომ ეს კაცის გასაკეთებელი საქმეა?

– ბავშვობაში ვიყავი ჩხირკედელა. რაღაცეებს ვშლიდი და ვაწყობდი. მართალია, ზოგჯერ ნაწილებიც მრჩებოდა, მაგრამ, ძირითადად, გამომდიოდა საქმე. ამ დაშლა-აწყობაში რაღაცეები ვისწავლე. რაც შეეხება იმას, თუ ვისი მოსაგვარებელია საყოფაცხოვრებო პრობლემები, რა თქმა უნდა, კაცის. აბა, ქალი ხომ არ აიღებს სახრახნისს ხელში?!

–ზოგი მამაკაცი ფიქრობს, რომ ჩაქუჩის ხელში აღება და ლურსმნის მიჭედება ქალსაც შეუძლია.

– ლურსმნის მიჭედება არ არის პრობლემა, ყველა მიაჭედებს, მაგრამ ეს არ არის ქალის საქმე და არ უნდა მიაჭედებინო. კაცი რისთვის არის სახლში? თუ ძალიან მონდომებულია და ეხალისება, შეუძლია, გაერთოს, მაგრამ ქალს ისედაც ბევრი საქმე აქვს, რომ შენი გასაკეთებელი მას არ გადააბარო.

– ხელოსნებთან ურთიერთობა კარგად გამოგდის?

– მე საერთოდ კარგად გამომდის ადამიანებთან ურთიერთობა, ამ მხრივ, არც ხელოსნებია გამონაკლისი. მათი ტელეფონის ნომრებიც მე მაქვს. ახლაც რემონტი მაქვს და ყველაფერს თავად ვაგვარებ: ელიავაზეც მე დავდივარ, მუშებსაც მე ვუთანხმდები, ხელოსანსაც მე დავყვები. ან, მე და ჩემი მომავალი მეუღლე, ნათია დავდივართ ერთად და ვარჩევთ სახლისთვის რაღაცეებს.

– ესე იგი, უღელში უკვე შეები.

– ასე გამოდის (იცინის). ჩემი და ნათიას აზრი ძირითად საკითხებში ერთმანეთს ემთხვევა, გემოვნებაც თითქმის ერთნაირი გვაქვს. თუმცა, საბოლოოდ მაინც ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც მას უნდა – ვცდილობ, ვასიამოვნო.

– ანუ, კარგი ქმარი იქნები.

– მაქსიმალურად კარგი. (იცინის). ნაგავსაც გავიტან, რა პრობლემაა ამას რად უნდა ლაპარაკი ან თხოვნა.

– მოდი, კულინარიულ საკითხებშიც გამოგცდი. პროდუქტს იყიდი დამოუკიდებლად?

– რა თქმა უნდა. ძალიან გემრიელი რაღაცეების ყიდვა მეხერხება. მაგალითად, ავარჩევ და ვიყიდი ძალიან კარგ ყველს, ხორცს, მაგრამ შევაჭრება არ შემიძლია. რასაც დამიფასებენ, ტანსაცმელი იქნება თუ პროდუქტი, იმას ვიხდი. ფულზე ვერ ვილაპარაკებ.

– რაც ცნობილი სახე გახდი, არ გიკლებენ ხოლმე ფასს?

– ზოგჯერ მიკლებენ და ეს ძალიან სასიამოვნოა. ხანდახან მგზავრობაში არ მახდევინებენ ხოლმე ფულს, კაფეშიც დავუპატიჟებივარ და არ გადაუხდევინებიათ დანახარჯი. თუმცა, ისეთებიც არიან, რომლებსაც ჰგონიათ, რადგან ტელევიზორში ვჩანვართ, ბევრი ფული გვაქვს და მდიდრები ვართ (იცინის). ზაფხულში ბათუმში ბინის დაქირავება გვინდოდა. დიასახლისმა ჯერ სხვა თანხა გვითხრა. მერე, რომ დაგვაკვირდა და გვიცნო, – აა, თქვენ ისინი არ ხართო? – და მაშინვე მოუმატა ფასი. ჩვენც ეგრევე მოვტრიალდით და წამოვედით, აღარ ვიქირავეთ.

– აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მფლანგველი არ ხარ.

– არა, ნამდვილად არ ვარ მფლანგველი. ჩემი ყოველი გამომუშავებული ლარის ფასი ვიცი და, შესაბამისად, ვცდილობ, გონივრულად განვკარგო. ტყუილად, უშრომლად არაფერი მომდის და, რაც მაქვს, ჭკვიანურად უნდა მოვიხმარო. ფულის ჰაერზე გადაყრა უაზრობად მიმაჩნია. თუმცა, გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ ისეთი შემთხვევაც გვქონია მე და ნათიას, რომ ერთ კვირაში ძალიან ბევრი ფული დაგვიხარჯავს უაზროდ.

– ანუ, საკუთარი სიამოვნებისთვის?

– ჰო, კაფეში, კინოში, აქეთ-იქით სიარულში. სწორედ ამას ვეძახი ფულის უაზროდ ხარჯვას.

– ნათია როგორია ამ საკითხში?

– საჩუქრების კეთება უყვარს ძალიან სხვებისთვის და ამიტომ, ფულს ცოტა არასერიოზულად ეკიდება. მაგრამ, ისეთ დიდ სიამოვნებას იღებს ამისგან, რომ ვერ დავუშლი.

– შეგიძლია, რამე კერძი მოამზადო?

– რატომაც არა, შემიძლია. ყველაფრის სწავლა შეიძლება, თუკი მოინდომებ. როცა დავინახავ, რომ ნათია დაღლილია ან არ სცალია, მარტივად და სწრაფად შევიწვავ კვერცხს ან კარტოფილს. დანარჩენს ნელ-ნელა ვისწავლი. ყოველ შემთხვევაში, ვეცდები.

შენ პერანგის დაუთოებაც გეცოდინება.

– არა, პერანგის დაუთოება ნამდვილად არ ვიცი. თუ ძალიან მიჭირს და სხვა გამოსავალი არ მაქვს, შარვალს კიდევ მოვუხერხებ რაღაცას, მაგრამ, აჯობებს, უთოსთან არ მიმიშვან.


скачать dle 11.3