კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

მკერვალიშვილი – მკერვალიძე

გვარის ფუძეა პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვა მკერავი. 

1721 წელს საბარათაშვილოში ბატონის სახასოში მოიხსენიება გიორგი მკერვალიშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: კერვალიშვილი, კერვალიძე, მკერვალიძე, მკერვალი.

მკერვალიშვილი იყო ორბელიანთა შტო-გვარიც.

1823 წლის ისტორიულ აღწერაში, სოფელ კოდაში მოიხსენიება, პოდპოლკოვნიკი ლუარსაბ ორბელიან-მკერვალიშვილი.

კუმისში მცხოვრები მებატონე-აზნაურის, ზურაბ მკერვალიშვილის ყმამ, 1832 წელს იქორწინა წავკისში მცხოვრები მებატონის, ანდრია ყარაევის (ყარაშვილის) ყმის, ელისაბედ დავითიშვილის ასულთან. გვირგვინი უკურთხა მღვდელმა იოანე აღნიევმა (აღნიაშვილმა).

ვაშლოვანში მცხოვრებ აზნაურს, ზაალ მკერვალიშვილს 1822 წელს შეეძინა ვაჟი. სახელი მისცა და მონათლა ერტისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმა, გიორგი აზარიაშვილმა.

საქართველოში 147 მკერვალიშვილი ცხოვრობს; 

109 – მკერვალიძე.

გიგუაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გიგო, გიგუა.

1731 წლის ოქმში, რომელიც დავით მოურავისშვილს ბეჟანისადმი მიუცია, მოიხსენიება სულხანა გიგუაშვილი.

საქართველოში 946 გიგუაშვილი ცხოვრობს: გორში – 423, თბილისში – 160, მცხეთაში – 142. არიან სხვაგანაც.

დუდაური

დუდაური, ლიდოური და დუდარიშვილი ერთი და იგივე გვარ-სახელია.

დუდაური მოხსენიებულია დავით გარეჯის ყმების ნუსხაში, რომელიც კახთა ხანმა და „ქართველთა ბატონმა” განუახლეს გარეჯას. მათზე დავა ჰქონიათ საგინაშვილებს. მათი მამული და სასახლე საცილებელი შეიქმნა ზაალ საგინაშვილსა და ნინოწმინდისა და გარეჯის წინამძღვრის, ონოფრეს შორის. სამართლისთვის მიმართეს ხანს, რომელმაც საქმის გადაწყვეტა სახლთუხუცესს, კახეთის მდივანს ონანას დაავალა. მისი განჩინებით კი, საგინაშვილებს დუდაურის შვილებზე უფლება არ ჰქონდათ. ონოფრე მაჭუტაძის წინამძღვრობის დროს გარეჯის მონასტრისთვის უნდა ეხადათ რვა საპალნე ღვინო, ოცი ლიტრი ლებანი, ორი ლიტრი სანთელი.

ხოდაშენში მცხოვრები დუდაური გიორგი მეფემ დავით გარეჯის მონასტერს შესწირა.

მგელო დადაურიშვილმა იოსებ მღვდელთან პირობა დადო, რომ მარხვას შეინახავდა და, თუ დაარღვევდა, არ დაუმალავდა.

საქართველოში 212 დუდაური ცხოვრობს: თბილისში – 87, დუშეთში – 64, ახმეტაში – 29.

არიან სხვაგანაც.

ბერაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბერა.

ბერაშვილი და ფეიქრიშვილი ერთი და იგივე გვარებია.

1823 წელს სოფელ პატარა ენაგეთში მოიხსენიება ვინმე ბერაშვილი.

საქართველოში 246 ბერაშვილი ცხოვრობს: გორში – 125, თელავში – 51, თბილისში – 27.

არიან სხვაგანაც.

საზანდარიშვილი

გვარის ფუძეა სიტყვა საზანდარი.

ანალოგიურად წარმოქმნილი გვარებია: არუთანაშვილი, მესტვირიშვილი, მექანარიშვილი, მედოლიშვილი, ჭანურაშვილი და სხვა.

დავით, კონა და გაბრიელ საზანდარიშვილები მოიხსენიებიან 1843 წელს პატარა თონეთში.

საზანდარიშვილები დღეს სანდროშვილებადაც იწერებიან.

საქართველოში 202 საზანდარიშვილი ცხოვრობს: ქარელში – 130, თბილისში – 49, გორში – 9. არიან სხვაგანაც.

საღირაშვილი – საღირიშვილი – საღირაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი საღირა.

ამავე ძირისაა გვარები: საღირიშვილი, საღრიძე და საღირაძე.

საღირა და გაბრიელ საღირაშვილები 1873 წელს მოიხსენიებიან სოფელ ვაშლოვანში.

საქართველოში 656 საღირაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 278, გორში – 72, დუშეთში – 68. არიან სხვაგანაც.

35 – საღირიშვილი.

21 – საღირაძე.

ჩეკურაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩეკურა.

ჩეკურა ჩეკურაშვილი ერწოში, ამილღაბარ გოსტაბაშვილის ყმების ნუსხაში მოიხსენიება მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში.

საქართველოში 147 ჩეკურაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 47, მცხეთაში – 39, გარდაბანში – 27. არიან სხვაგანაც.

დესპოზიშვილი – დესპოტიშვილი

გვარის ფუძეა ქალის საკუთარი სახელი დესპი, დესპინე. აქედან მომდინარეობს კნინობითი ფორმა – დესპოზი.

„დათუნა დესპოზიშვილი-საგინაშვილი მოიხსენიება სოფელ მოგვში, 1712 წელს, ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელიც დათუნა საგინაშვილს თავისი განაყოფისთვის, დურმიშხან ეშიკლიაბაშის შვილის, გიორგისთვის და სხვებისთვის მიუცია.”

გვარი დესპოტიშვილი ზედმეტსახელი დესპოტიდან გავრცელდა. დესპოტი ბერძნული სიტყვაა და ძველი აღმოსავლეთის მიწათმფლობელურ მონარქიებში უმაღლეს მმართველს ნიშნავდა.

1873 წელს, სოფელ კოდაში მოიხსენიებიან ივანე, გიგოლა, გიორგი და დავით დესპოტიშვილები.

საქართველოში 83 დესპოტიშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 52, თბილისში – 24, მარნეულში – 4. არიან სხვაგანაც.

ოქრიაშვილი

გვარის ფუძეა სახელი ოქრია. მამაკაცის საკუთარი სახელი ოქრია და გვარი ოქრიაშვილი ქვემო ქართლში, ისტორიულ საბუთებში გვხვდება.

1523 წელს, ერტისში მცხოვრები ოქრია ფეოდალ ბარათაშვილების გაყრისას ერგო გერმანოზსა და მის ყმებს.

იასე ოქრიაშვილი 1698 წელს თაყა ბარათაშვილის მიერ თამაზ ალავერდაშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნის მოწმეა.

1558 წლის საბუთებში კი, მოიხსენიება თაფანში მცხოვრები სადება ოქრიაშვილი.

საქართველოში 678 ოქრიაშვილი ცხოვრობს: დმანისში – 248, თბილისში – 234, ბოლნისში – 123. არიან სხვაგანაც.

ამანათაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამანათა.

1818 წელს თონეთში მცხოვრებ სოლომონ ამანათაშვილს შეეძინა ვაჟი, სახელად უწოდეს ანდრია. მღვდელი იყო აბრამ თეთრაძე, მიმრქმელი კი – გიორგი ლუკაშვილი.

1873 წელს ისტორიულ დოკუმენტში მოხსენიებულია სოლომონ და გიორგი ამანათაშვილები.

ამანათაშვილების მეორე გვარია მძევლიშვილი.

ამავე ძირისაა გვარი ამანათიძე.

წალკაში მცხოვრები ამანათაშვილები ბერძნებად არიან ჩაწერილები.

საქართველოში 135 ამანათაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 72, ბორჯომში – 19, ქუთაისში – 8. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3