კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დეტალი უზრუნველყოფს სიცივეში ავტომობილის უპრობლემო დაქოქვას და როდის გამოდის ის მწყობრიდან

სიცივეში ავტომობილს დაქოქვის პრობლემა ხშირად აქვს, თუმცა, ეს საკითხი განსაკუთრებით მტკივნეული დიზელზე მომუშავე ავტომობილებისთვისაა. მევლუდ მელაძე გვიამბობს, რა ტიპის მექანიზმი უნდა იყოს მწყობრში იმისთვის, რომ ზამთარში „დიზელმა” არ გაგვაწვალოს.

 

 მევლუდ მელაძე: მიუხედავად იმისა, რომ ახალი ავტომობილები, თუ „ჯიპებს“ არ ჩავთვლით, დიზელზე მომუშავე საერთოდ არ იყიდება ცენტრებში, მეორად და უცხოეთიდან ჩამოყვანილ ახალ ავტომობილებში, ნამდვილად ლიდერობს დიზელზე მომუშავე მანქანები, რაც ისევ და ისევ, ეკონომიით არის გამოწვეული. დიზელის პლუსებზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ. ამიტომ, მინდა იმ თემას შევეხო, რომელიც ერთ-ერთი არგუმენტია დიზელის მოწინააღმდეგეებისთვის – სიცივეში მას დაქოქვის პრობლემა აქვს. დიზელის ავტომობილში ფილტრების თემა მართლაც ყურადსაღებია. თუ ბენზინში ფილტრები ისეთ პრობლემას არ ქმნის, დიზელის შემთხვევაში, მასში არსებული მინარევებისგან ძრავას დაცვის ფუნქციას, რომ ბევრ უცხო მინარევს შეიცავდეს, სწორედ ფილტრი იღებს საკუთარ თავზე. ამიტომ, მას ხშირად სჭირდება ცვლა. თქვენ წარმოიდგინეთ, ჰაერის ფილტრსაც კი, რადგან დიზელის ძრავაში მაღალი კომპრესიაა. თუ ჩვეულებრივ ბენზინის ძრავაში ათი ატმოსფერო გროვდება, დიზელის ძრავში ოცი-ოცდაორი ატმოსფეროა. შესაბამისად, ის უფრო ხარბად იწოვს ჰაერს და იოლად სვრის ჰაერის ფილტრსაც კი.

– ფილტრებია სიცივეში ცუდად დაქოქვის მიზეზი?

– არა, ეს უფრო დამხმარე სანთლებისგან გამოწვეული პრობლემაა. როგორც იცით, დიზელს არ აქვს სანთლები, რომლებიც ფეთქებას იწვევს, ეგრეთ წოდებული „სვეჩები”. მაგრამ, აქვს სანთლები, რომლებიც ცივ ძრავას დაქოქვაში ეხმარება. ეს სანთლები, სპირალივით ინთება, ისევე, როგორც გამათბობელ ღუმელზე. წარმოიდგინეთ, რომ საწრუპისხელა მილი ჩამაგრებულია ცილინდრის თავზე, რომელიც ხურდება, წითლდება და შესაბამისად, იქ შესული დიზელი იოლად ფეთქდება. ანუ, სიმხურვალის პროვოცირებას იწვევს. ეს სპირალები რაღაც პერიოდის შემდეგ იწვება, მით უმეტეს, თუ თქვენ მას არასწორად მოიხმართ. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ დავქოქავთ და სპეციალურ ნათურას ხელსაწყოების დაფაზე ჩაქრობას არ დავაცდით, რომელიც სწორედ ამ სპირალის გახურებას გვანიშნებს. ასევე, თუ მიგორავთ და პირდაპირ სიჩქარით დაქოქავთ ავტომობილს და არა სტარტერით, ამ დროს, სპირალი აგრძელებს გახურებას, გადახურდება და იოლად დაიწვება. სპირალების მანიშნებელი ყვითელი ნათურა, თუ ასეთი ჩვენ ავტომობილს აქვს, უნდა ჩაქრეს და მანქანა ყოველთვის დაქოქეთ სტარტერით. 

– შეიძლება, ყველაფერს ზუსტად აკეთებდე და სპირალი მაინც დაიწვას?

– კი. თუ შეატყვეთ, რომ დილით ავტომობილი კარგად არ იქოქება, ან ვიბრაციებით იქოქება და შემდეგ, მუშაობაში სწორდება, სავარაუდოდ, სპირალია დამწვარი. ამას სინჯავს ელექტრიკოსი და არც ძრავას და არც საწვავ სისტემას ხელოსანი არ სჭირდება. შეიძლება, ერთი-ორი სანთელი დაგეწვათ – სულ კი ოთხია, მაგრამ ავტომობილი მაინც იქოქებოდეს. მერე შეამოწმებთ და აღმოაჩენთ, თუ რა წვალებით მუშაობდა ძრავა. ამიტომ ელექტრიკოსს ყველა სანთელი გადაამოწმებინეთ, და ასევე რელე, რომელსაც დენი მიჰყავს სანთლებამდე. რელეს გამოცვლაც არ არის პრობლემა. თუ ფილტრები, სანთლები და რელეც მწყობრშია, დიზელს დაქოქვის პრობლემა არც ერთ ამინდში არ აქვს. თუ ეს მაინც ხდება, მაშინ უკვე სერიოზულ – ძრავას პრობლემებთან გაქვთ საქმე. დამჯდარია, ეგრეთ წოდებული „კოლიცოები”. თუ იმ კონკრეტულ მომენტში, ძრავას შეკეთების თანხები არ გაქვთ, იყიდება სპეციალური დეზოდორანტივით ხსნარი. ეს ხსნარი საკმაოდ ხარისხიანი აქვს „ვიურტს”, რომელსაც ჰაერის შეწოვის ადგილიდან შეაყოფინებთ ცხვირს ავტომობილში, ატრიალებთ ძრავას და მის შეფრქვევასთან ერთად, არ არსებობს, მანქანა არ დაიქოქოს. ეს ხსნარი ყველაფერს ქოქავს, ბენზინსაც და დიზელსაც. მაგრამ, რაც შეიძლება მალე უნდა მიხვიდეთ ხელოსანთან და შეაკეთოთ ძრავა.

 

скачать dle 11.3