კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ტოიოტა ვიტსი”. როცა ვიყიდე, მაშინ საკმაოდ ცოტა საწვავს მოიხმარდა, ახლა კი წვას მოუმატა. არადა, ავტომობილში არაფერი შემიკეთებია და შემიცვლია. ერთადერთი, ცამეტიანი დისკები შევცვალე თხუთმეტიანი, ლამაზი დისკებით. ამას შეიძლებოდა წვა ასე მოემატებინა?

პასუხი: ცამეტიანი დისკიდან თხუთმეტიანზე გადასვლა, ავტომატურად ნიშნავს ძრავასგან მეტი სიმძლავრის მოთხოვნას. დიდი დიამეტრის ბორბალს – დისკს მეტი ძალა სჭირდება დასატრიალებლად. რა თქმა უნდა, დიდი ბორბალი კარგია სილამაზისთვის, მანევრისთვის, მუხრუჭისთვის და თუ ეს ყველაფერი გინდათ, უნდა შეეგუოთ, რომ ავტომობილი, მინიმუმ, ერთი ან ერთ-ნახევარი ლიტრით მეტს დაწვავს. ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ ერთდონიანი გადასვლა ცამეტიდან თოთხმეტიანზე, მაშინ ნახევარი ლიტრი საწვავიც ეყოფოდა, მაგრამ მთელი ორი ნახტომი, ნიშნავს მეტ საწვავს.

კითხვა: მყავს ფრანგული წარმოების ავტომობილი. არ უმუშავებს წინა განათების ფარი. ჩემმა მეგობარმა მოხსნა ნათურა და მითხრა, რომ ის არასტანდარტულია და ასეთს ვერ ვიშოვი. არსებობს ერთფეხიანი და სამფეხიანი ნათურები, შენს მანქანას კი ორფეხიანი აქვსო. შეიძლება ასეთი ნათურა სადმე ვიშოვო?

პასუხი: არსებობს არასტანდარტული ნათურები, მაგრამ ის უფრო იაპონური და ამერიკული წარმოების მანქანებს აქვს. ისინი მართლა განსხვავებული ნათურებია, შესაბამისად, თბილისში რთული საშოვნია, მაგრამ – არა შეუძლებელი. რაც შეეხება ორფეხიან ნათურას, როგორც ერთფეხიანი და სამფეხიანი, ორფეხიანიც ასევე სტანდარტულია, რომელსაც ძალიან მარტივად შეიძენთ ელიავაზე, დაშლილი ავტომობილების ბაზრობაზე.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა სივიკი”, 1.7-იანი ძრავათი, 2003 წლის, მართვის ავტომატური კოლოფით. ბოლო დროს, როდესაც სიჩქარე „D”-ში მაქვს გადატანილი, თუ ავტომობილი ოდნავ დაქანებულ გზაზე დგას, ის მიგორავს. იქნებ, ამიხსნათ, რა არის ამის მიზეზი? მეუბნებიან, რომ ჩემი ავტომობილის სიჩქარეთა კოლოფი ვარიატორზეა და ეს მისთვის ნორმალურია. რას მირჩევთ?

პასუხი: ეს მართლა ნორმალურია. თუ ავტომობილი დაქანებულზე დგას,  მისი დაგორება არანაირ გაუმართაობაზე არ მიუთითებს. რაც შეეხება ვარიატორს, მას გამართული მუშაობისთვის ზეთის სისტემატური და დროული შეცვლა სჭირდება ყოველ გავლილ ორმოცი ათას კილომეტრზე, იმისთვის, რომ ვარიატორის დისკი არ გადახურდეს და გაფუჭდეს. თუ ზეთს დროულად შეცვლით, მას პრობლემები არ ექნება. 

 

скачать dle 11.3