რატომ თქვა დიმიტრი ბაქრაძემ უარი მღვდლის წოდებაზე თბილისისა და მოსკოვის სასულიერო სასწავლებლების წარჩინებით დასრულების შემდეგ
მღვდლის ოჯახში აღზრდილმა, თბილისისა და პეტერბურგის სასულიერო სასწავლებლების წარჩინებით კურსდამთავრებულმა დიმიტრი ბაქრაძემ უარი თქვა სასულიერო წოდებაზე – ქვეყნის სამსახურისთვის მან საზოგადოებრივი და სამეცნიერო მოღვაწეობა ირჩია. ამ არჩევნის შედეგია მრავალრიცხოვანი გამოკვლევა, მონოგრაფიები, სტატიები... მის მიერ მოპოვებული პალეოგრაფიული, ნუმიზმატიკური, არქეოლოგიური თუ საარქივო მასალა ცარიზმის მარწუხებში მოქცეული ქვეყნის თვითდამკვიდრების დოკუმენტურ წყაროებად იქცა.
ჩვენი რესპონდენტი, ფერიდე კვაჭანტირაძე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცულ დიმიტრი ბაქრაძის წიგნების პირადი კოლექციისა და ზოგიერთი პუბლიკაციის შესახებ გვესაუბრება.