რა მოხდა ამ დღეს
23 იანვარი
1556 – ჩინეთში მოხდა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი მიწისძვრა (9 ბალი), რომელმაც 820 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.
1960 – შვეიცარელმა მეცნიერმა ჟაკ პიკარმა და ამერიკელმა დონალდ უოლშმა ბატისკაფით, სახელად „ტირესტი“, მიაღწიეს რეკორდულ სიღრმეს – ჩაეშვნენ მარიანის ღრმულში, 10 915 მეტრზე.
24 იანვარი
41 – რომში შეთქმულებმა კასიუს ხერეას მეთაურობით მოკლეს იმპერატორი კალიგულა.
1848 – ჯეიმს მარშალმა კალიფორნიაში აღმოაჩინა ოქროს საბადო. ეს გახდა „ოქროს ციებ-ცხელების“ დასაწყისი.
1922 – ამერიკელმა კრისტიან ნელსონმა დააპატენტა ნაყინი „ესკიმო“.
25 იანვარი
1831 – პოლონეთის სეიმმა პოლონეთის ტახტიდან გადააყენა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ პირველი და პოლონეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1895 – შედგა პირველი საერთაშორისო მატჩი ბალახის ჰოკეიში. ირლანდიამ მოუგო უელსს, ანგარიშით – 3:0.
1924 – ფრანგულ ალპურ კურორტ შამონში გაიხსნა პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშები.
1971 – უგანდის ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი იდი ამინი. მისი მმართველობის 8 წლის განმავლობაში დაიღუპა 300 ათასამდე ადამიანი.
26 იანვარი
1788 – ავსტრალიაში პირველად დასახლდნენ ინგლისელი კოლონისტები.
1875 – ამერიკელმა ჯორჯ გრინმა დააპატენტა კბილის ბორმანქანა.
1886 – გერმანელმა კონსტრუქტორმა კარლ ბენცმა აიღო პატენტი სამბორბლიან ავტომობილზე შიდაწვის ძრავით.
1905 – სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასი „კულინანი“ (3 106 კარატი).
1924 – საბჭოთა ხელისუფლებამ ქალაქ პეტროგრადს სახელი შეუცვალა და დაარქვა ლენინგრადი.
2000 – კრემლში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი და ბელორუსია ერთიან სახელმწიფოს ქმნიდნენ.
27 იანვარი
1593 – ჯორდანო ბრუნო ინკვიზიციის ციხეში მოხვდა.
1895 – სანკტ-პეტერბურგში, მარინის თეატრში, შედგა პრემიერა პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტისა „გედების ტბა“.
1918 – ამერიკის შეერთებული შტატების ეკრანებზე გამოვიდა პირველი კინოფილმი „ტარზანის“ შესახებ. დღესდღეობით ამ სცენარით გადაღებულია 100-ზე მეტი ფილმი.
1926 – ლონდონში შოტლანდიელმა გამომგონებელმა ჯონ ბერდმა საზოგადოებას წარუდგინა პირველი ტელევიზორი.
1983 – დასრულდა მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის გათხრა (53,85 კილომეტრი). ის აერთებს იაპონიის კუნძულებს ჰონსიუსა და ჰოკაიდოს.
28 იანვარი
1986 – კატასტროფა განიცადა ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა „ჩელენჯერმა“.
29 იანვარი
1861 – ამერიკის შეერთებული შტატების 34-ე შტატი გახდა კანზასი.
1916 – საბრძოლო ოპერაციებში პირველად მიიღეს მონაწილეობა ტანკებმა.
1927 – ლონდონში გაიხსნა Park Lane Hotel – პირველი სასტუმრო, სადაც ყველა ნომერს თავისი სააბაზანო ჰქონდა.