კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საუკეთესოდ წითელ ხალიჩაზე „ატელიე ვერსაჩე” და „სალვატორე ფერაგამო” დასახელდა

 

ვარსკვლავური დაჯილდოებები, წითელი ხალიჩები, პრიზები, ჯილდოები, ფოტოგრაფები, მედია, მაღალი ჰონორარები... ისტორიას, ოქროს ქანდაკებებთან ერთად, წითელ ხალიჩაზე მონარნარე ვარსკვლავები რჩება, რომელთა ჩაცმულობაც ჯერ პროგნოზირების მთავარი თემაა, ხოლო კონკრეტული ივენთის შემდეგ, რამდენიმეთვიანი განხილვის, აღფრთოვანებისა თუ დაცინვის მიზეზი. 2012 წლის „ოქროს გლობუსით“ დაჯილდოების ცერემონიალიც არ იყო ამ მხრივ გამორჩეული. ცერემონიალს თვალყური „რუსთავი 2-ის“ ეთერში ვადევნეთ. ლოს-ანჯელესში, „ბევერლი ჰილს ჰოტელის“ შესასვლელთან ჩასაფრებული ფოტოგრაფების წყალობით, ცნობილი ჟურნალების ვებ-გვერდები ელვის სისწრაფით ივსებოდა მოდის კრიტიკოსების შეფასებებით. ერთი სიტყვით, მათ, ვისაც სანატრელი „ოქროს გლობუსი“ ეჭირა ხელში და მათაც, ვინც ხელცარიელი გამოვიდა დარბაზიდან, მშვიდობიანი ღამე ნამდვილად არ ექნებოდათ. მათი სამოსის შეფასებები ღონისძიების დამთავრებამდეც კი გამოჩნდა ინტერნეტ-სივრცეში.

 არავინ გამოიჩინა ორიგინალობა, ევროპელი და ამერიკელი ჟურნალისტები, სტილისტები და მოდის კრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ 2012 წლის „ოქროს გლობუსის“ ტრიუმფატორები ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი არიან. „ატელიე ვერსაჩეს” წითელი დეტალებით გაფორმებულ ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი ანჯელინა და „სალვატორე ფერაგამოს” კოსტიუმით შემოსილი წვერმოზრდილი ბრედ პიტი, ნამდვილად იმსახურებენ პლანეტის საუკეთესო წყვილის წოდებას. ალბათ, ამ ტიტულს კიდევ მრავალი წელი არ დათმობენ, რადგან წლებთან ერთად, უგემოვნო ვარსკვლავები ვერაფერს სწავლობენ. მაგალითად, პოპ-დივა მადონა, უკვე თოთხმეტი წელია, რაც „ოქროს გლობუსის” საპატიო სტუმრებშია და ვერც ერთხელ ვერ „გაარტყა” ჩაცმულობაში. მისი კაბის მბრწყინავი ზედა მხარე და უნიჭოდ შესრულებული ორიგამის მსგავსი შავი ქვედა ნაწილი, რბილად რომ ვთქვათ, უგემოვნოდ გამოიყურებოდა.

 ულამაზესი იყო მიშელ უილიამსი. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოებული მიშელი წითელ ხალიჩაზე ჯეისონ ვუს ულამაზეს, მოკრძალებულ კაბაში გამოცხადდა. მან მერლინ მონროს როლი შეასრულა ფილმში „ერთი კვირა მერლინთან”... დაჯილდოებისთვის მან კინოგმირისგან რადიკალურად განსხვავებული იმიჯის მორგება გადაწყვიტა და მუქი ფერის, იდაყვამდე სახელოებიანი კაბა ჩაიცვა. 

 გრძელი სახელოები, შეიძლება ითქვას წითელი ხალიჩის ჰიტი იყო. საერთოდ, „ოქროს გლობუსზე“ დამკვიდრდა, რომ გემოვნებიანად მიიჩნევა ის, ვინც  ისე  არ გამოიყურება როგორც კინოს პრემიერაზე, ან რაიმე სასწაულ მეჯლისზე მისული. შუალედური, ნაზი, ლამაზი კაბები – ეს „ოქროს გლობუსის“ სტილია. ამ სტილს ნამდვილად ასცდნენ – სარა მიშელ გელარი და პაიპერ პერაბო. ამ უკანასკნელის ღია ნაცრისფერი კაბა იმხელაზე იშლებოდა ქვემოთ, რომ მოდის კრიტიკოსებმა პაიპერის პარაშუტი შეარქვეს. სარა მიშელ გელარის ლურჯლაქებიანი კაბა კი ზოგიერთმა კრიტიკოსმა დაინდო, რადგან როგორც ინტერვიუში „იმართლა თავი” სარამ, კაბა მისმა ორი წლის შვილმა შეარჩია. მოკლედ, „ოსკარის” გენერალური რეპეტიცია შედგა. ვინ იქნება შემდეგი „საუკეთესო თუ უარესი”, ამას უკვე თებერვალში გავიგებთ.  

 

 

скачать dle 11.3