კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტერის მამა კოკაინზე ჩავარდა


ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანი ჯონ ტერი კვირაში 131 ათას გირვანქას იღებს და, წესით, არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არანაირი გაჭირვება არ უნდა ჰქონდეთ. ყოველ შემთხვევაში, ტერის მშობლები ლონდონის პრესტიჟულ უბანში ცხოვრობენ, ამას წინათ კი მამამისი, ტედ ტერი, მეგობრებში „როლექსის“ ახალ საათს „ამარიაჟებდა“ ნახეთ, ჩემმა შვილმა დაბადების დღეზე როგორი საჩუქარი გამიკეთა და ჩემ თვალწინ 15 ათასი გირვანქა გადაიხადაო.

ჰოდა, ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ, ბატონი ტედი კოკაინის გაყიდვის დროს დააკავეს. ჟურნალისტებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ფეხბურთელის მამა კოკაინს ყიდდა და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გადაწყვიტა, მისგან თეთრი ფხვნილი ეყიდა. იგი ბარში შევიდა, ტედთან მივიდა და უთხრა, რომ ფხვნილი უნდოდა. ამის შემდეგ ისინი ბარის საპირფარეშოში გავიდნენ და გარიგებაც შედგა. ჟურნალისტმა „ინაგლა“ და ჰკითხა, მგონი, ჯონ ტერის მამა ხარო, რაზეც ტედმა მიუგო, მართალია, მაგრამ ეს არ გაახმაურო, რადგან, ჯონმა რომ გაიგოს, ძალიან გაბრაზდებაო.

მოკლედ, მეორე დღეს ეს ყველაფერი გაზეთში დაიბეჭდა და პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ ტედი ვერ დააკავეს, რადგან ჟურნალისტს ვიდეოზე არაფერი გადაუღია და მხოლოდ მის სიტყვებზე ტედის დაჭერა არ გამოდიოდა. ამის მიუხედავად, ყველა აღიარებს, რომ უფროსი ტედი ამ საქმეს იოლად იკისრებდა, რადგან ერთი თვის წინ იგი მაღაზიაში მაშინ დააკავეს, როცა 800 ფუნტის ღირებულების სამაჯურს იპარავდა, მაგრამ მაშინ ტედმა ჯარიმა გადაიხადა და ციხეს გადაურჩა. ახლა, ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში კი ციხე არ ასცდება.


скачать dle 11.3