კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცივ სეზონზე ხანგრძლივი დროით მოახერხეთ თქვენი ძალების მობილიზება

 

 

 

ადამიანთა უმრავლესობა სიმხნევისთვის მაგარ ჩაის ან ყავას სვამს, მაგრამ ეს მარტივი საშუალებები მხოლოდ მცირე დროით გვიუმჯობესებს განწყობას.

თუ გსურთ, რომ ხანგრძლივი დროით მოახერხოთ ძალების მობილიზება, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:

დილაობით ორგანიზმის კოფეინითა და შაქრით დატვირთვის ნაცვლად, მოადუღეთ პიტნის ჩაი და ის მიირთვით. შეგიძლიათ, პიტნის გამხმარი ან ქორფა ფოთლები გამოიყენოთ, მაგრამ, ორივე შემთხვევაში, ნაყენი ათი წუთით უნდა გააჩეროთ და შემდეგ მიირთვათ. ძალიან კარგია ნაყენის ორთქლის შესუნთქვა ანუ ინჰალაცია. პიტნის არომატი ენერგიის მოზღვავებას იწვევს.

ჟენ-შენი პოპულარული მცენარეა, რომლის ეფექტურობა საუკუნეებს ითვლის. ის ცნობილია მასტიმულირებელი და განწყობის გამაუმჯობესებელი თვისებებით. ჟენ-შენის ნაყენის მიღება რეგულარულად შეგიძლიათ ზამთრის პერიოდში. ის არა მარტო ენერგიასა და სიმხნევეს შეგმატებთ, არამედ, მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ იმუნიტეტსაც. შედეგად, ორგანიზმი ადვილად უმკლავდება ვირუსს და, შესაბამისად, დაცული იქნებით გაციებისა და გრიპისგან.

შვრიის ფაფა ენერგიით გვავსებს და ძალას გვმატებს. შვრიაში შემავალი ზოგიერთი ნივთიერება ორგანიზმზე ისევე მოქმედებს, როგორც ჟენ-შენი. ეცადეთ, შვრიის ფაფა ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ. სასარგებლოა არა მარტო ფაფა, არამედ ყველაფერი, რაც შვრიას შეიცავს. მაგალითად, შვრიის ფხვიერი და გემრიელი ნამცხვრებიც.

C ვიტამინის უკმარისობა მთელ რიგ დარღვევებს იწვევს და ადამიანის ორგანიზმი იძულებულია, ნორმალური ცხოველმოქმედებისთვის ენერგიის მარაგის დაგროვება დაიწყოს. ეს რომ თავიდან აიცილოთ, მიირთვით ტკბილი წიწაკა, მოცვი, ცირცელი და ფორთოხლის წვენი.

წყალი კალორიებს არ შეიცავს და კვებითი ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ, მის გარეშე სიცოცხლე, უბრალოდ, წარმოუდგენელია. წყლის უმნიშვნელო დეფიციტის დროსაც კი ორგანიზმში მნიშვნელოვნად იკლებს ენერგეტიკული დონე. დალიეთ დღეში მინიმუმ ხუთი-ექვსი ჭიქა წყალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სისუსტეს არ უჩივით და არც გწყურიათ.

 

სადილობამდე მიირთვით ერთი ცალი ვაშლი და ხშირად სვით უშაქრო იოგურტი

 

როცა ორგანიზმში წიდები გროვდება, ადამიანი სწრაფად იღლება, აწუხებს უძილობა, თავის ტკივილი, უმადობა და ასე შემდეგ. ამ დროს ეცადეთ, არ მიიღოთ საკვები საღამოს 7 საათის შემდეგ. თუ ძალიან მოგშივდათ, ჭამეთ 1 ჩაის ჭიქა მაწონი შაქრის გარეშე – ის ორგანიზმიდან წიდებს გამოდევნის. ამ მხრივ კარგია კეფირიც. სვით, ასევე, ბევრი სითხე. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა წყალი, ნასადილევს კი, ორი საათის შემდეგ, კვლავ 1 ჭიქა წყალი დააყოლეთ.

ორგანიზმის გასაწმენდად კარგია მწვანე ჩაიც. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ნაწლავის ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს.

გვირილისა და პიტნის სამკურნალო ჩაი არა მარტო ამშვიდებს ნერვებს, არამედ, კარგია კუჭ-ნაწლავის მუშაობისთვისაც.

ხილი კარგია ორგანიზმიდან წიდების გამოსადევნად, რადგან ის შეიცავს უჯრედისსა და პექტინებს; სადილობამდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით 1 ცალი ვაშლი – ეს დადებითად იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე.

უშაქრო იოგურტი ორგანიზმს ეხმარება მავნე ნივთიერებებისა და ტოქსინებისგან გათავისუფლებაში. ასევე, კარგია სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობა და ზომიერი ვარჯიშების ჩატარება.

 

ეგზემის დროს მოერიდეთ ციტრუსებს და ჭამეთ ჭარხალი

 

ეგზემას ახასიათებს კანზე სხვადასხვაგვარი ზომის წითელი ლაქების გაჩენა. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ნერვული, ენდოკრინული, იმუნური სისტემის მოშლა, ნივთიერებათა ცვლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, დისბაქტერიოზი და ალერგია; ნერვული სტრესები, უარყოფითი ემოციები, ფიზიკური და გონებრივი დაძაბვა, არასწორი კვება – ეს ყველაფერი ართულებს მდგომარეობას.

ეგზემის დროს კარგია მცენარეული ნაყენი, რომელიც მზადდება კატაბალახას ძირებისგან, ორკბილასგან, გვირილის ყვავილებისგან: კალენდულას, ძირტკბილას, უკვდავასა და ფარსმანდუკისგან. ყველა ჩამოთვლილი მცენარე თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს. ნარევის 1 სადილის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და დადგით ნახევარი საათით. ნაყენი მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ, ჭამის მერე.  აბაზანის მისაღებად შეგიძლიათ, გამოიყენოთ. სალბის, ორკბილას, კრაზანას, გვირილის, პიტნისა და მრავალძარღვის ნარევისგან დამზადებული ნაყენი; ასევე, კარგია სახამებელიანი და მუხის ქერქის აბაზანები.

ეგზემის გამწვავების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტის დაცვას. ავადმყოფის საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი და საკმაო რაოდენობით შეიცავდეს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. რაციონიდან გამორიცხეთ  ციტრუსი, მარწყვი, ჟოლო, ნესვი, ანანასი, კაკაო, ყავა, შოკოლადი, რძე, შებოლილი პროდუქტები, მწარე და ცხარე საკვები, ალკოჰოლი. მენიუში ჩართეთ ვეგეტარიანული პროდუქტები, ასევე, საქონლის ხორცი, რძემჟავა პროდუქტები (მაწონი, ხაჭო), მზესუმზირის ზეთი, ვაშლი, ქლიავი, ალუბალი. ყოველდღიურად ჭამეთ ბოსტნეულის სალათები. მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისა და წიდებისგან, ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის მუშაობას.  ამისთვის კარგი საშუალებაა რძემჟავა პროდუქტები, ჭარხალი და ნიახური. ჭარხალი მოხარშეთ და დილა-საღამოს მიირთვით. კერძებში კი გამოიყენეთ ნიახური. შეგიძლიათ სვათ ნიახურის წვენიც – 1 ჩაის კოვზი, დღეში სამჯერ.

 

ჭამეთ ბევრი ნიგოზი და მიწის თხილი

 

თხილი გემრიელია და მდიდარია სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებებით, კერძოდ, ცილებით, ნახშირწყლებით, შაქრით, სახამებლით, B1 და C ვიტამინებით, კაროტინით, მინერალური ნივთიერებებით, ცხიმებით, რაც, გარკვეული თანაფარდობის გამო, განსაკუთრებით სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. თხილში გაცილებით მეტი რკინაა, ვიდრე ხილში, ბოსტნეულში, ხორცსა და მარცვლეულში.

ნიგოზი შეიცავს დაახლოებით 60-65 პროცენტ ცხიმს. ის ასევე ამცირებს ცხიმების შემცველობას სისხლში. ამის მიზეზია მასში უჯერი ცხიმმჟავების დიდი შემცველობა. მათი სასურველი თანაფარდობა მინერალურ ნივთიერებებთან, კერძოდ, ფოსფორთან, მარგანეცთან და იოდთან, საშუალებას იძლევა, ნიგოზი შეიტანონ ათეროსკლეროზითა და ჰიპერტონიით დაავადებულთა რაციონში. ნიგოზი შეიცავს 16 პროცენტამდე ცილებს, ანუ, იმდენივეს, რამდენსაც ხაჭო. კალიუმისა და მაგნიუმის შემცველობის გამო ნიგოზს სისხლნაკლებობის დროს, ძალების აღსადგენად და დაღლილობის მოსახსნელად იყენებენ.

კედარის წიწიბოში ბევრია ზეთი, ასევე, უჯერი ცხიმმჟავები, ამიტომ მისი ჭამა კარგია ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიის პროფილაქტიკისთვის. ის, ასევე, ამაღლებს შრომისუნარიანობას. მასში ბევრი უჯრედისია, არ აღიზიანებს კუჭს და ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვისაც გასტრიტი აწუხებს.

ადამიანის ორგანიზმის შემადგენელ უჯრედებს დაზიანებისგან იცავს და დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება ბუნებრივი ქიმიური ნივთიერებები – ანტიოქსიდანტები.

ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მიწის თხილი შეიცავს ანტიოქსიდანტების დიდ რაოდენობას. მასში გაცილებით მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ვაშლში, სტაფილოში ან მაყვალში. ამ მხრივ მას მხოლოდ ბროწეული ჯაბნის. ამიტომ, მიწის თხილის ხშირად ჭამა, უბრალოდ, აუცილებელია.

 

რატომ არ შეიძლება ვარჯიშის თვითნებურად დაწყება

თუ ადამიანს რაიმე ორგანო აწუხებს, ექიმის რეკომენდაციის გარეშე სპორტის რომელიმე სახეობით თვითნებურად დაკავება არ არის რეკომენდებული, რადგან ამას, შესაძლოა, შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს. სწორად უნდა შეარჩიოთ მხოლოდ თქვენთვის მისაღები ვარჯიშის სახეობა, რათა ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.

აერობიკის დროს ძირითადი დატვირთვა მსხვილ კუნთებსა და მყესებზე მოდის. 40 წლის შემდეგ, აერობიკით აქტიური გატაცება რეკომენდებული არ არის, ამ შემთხვევაში მსუბუქი ვარჯიშით უნდა შემოიფარგლოთ და დატვირთვა თანდათან გაზარდოთ. თუ აერობიკის ვარჯიშების შესრულებას წონაში დაკლების მიზნით იწყებთ, არაფერი მიირთვათ ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში.

სასურველ შედეგს კვირაში სამჯერადი ვარჯიშით, დაახლოებით 6 თვის შემდეგ მიაღწევთ. აერობიკას თავი უნდა აარიდოთ, თუ ხართ ორსულად, გაწუხებთ ოსტეოქონდროზი ან ოსტეოპოროზი.

15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის შეიპინგი არ არის სასურველი. მართალია, ვარჯიშის დროს სიმსუქნე ქრება, მაგრამ, როგორც კი მოზარდი თავს დაანებებს შეიპინგს, ზუსტად იმ ადგილებში გასუქდება, რომლის გახდომაც უნდოდა. 50 წლის ასაკის შემდეგ კი შეიპინგი ორგანიზმისთვის დიდი დატვირთვაა. ხოლო, ვინც შეიპინგს მისდევს, მათთვის არ არის რეკომენდებული ვარჯიშამდე ხუთი საათით ადრე და შემდეგ  მიიღონ ცხოველური ცილები. აგრეთვე, არაფერი არ უნდა ჭამოთ შეიპინგამდე ორი საათით ადრე, სასურველი შედეგის მისაღწევად კი დაახლოებით სამიდან ხუთ თვემდე დაგჭირდებათ.

შეიპინგის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად გამოარკვიეთ თქვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობა.

ტრენაჟორებით შეგიძლიათ, სხვადასხვა ჯგუფის კუნთები ავარჯიშოთ და გაწვრთნათ. 15 წლამდე ასაკში ტრენაჟორებზე ვარჯიში არ არის სასურველი.

კუნთებს მხოლოდ ტრენაჟორებზე ვარჯიშით ვერ გაიმაგრებთ, საჭიროა ცილებით მდიდარი საკვების მიღებაც. იმ ადამიანებს, ვინც ტრენაჟორებზე ვარჯიშობს, პირადმა მწვრთნელმა უნდა შეუდგინოს ინდივიდუალური დიეტა. ასევე, კონკრეტული ადამიანებისთვის ინდივიდუალურია ვარჯიშის შედეგები. 

 

скачать dle 11.3