კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: ვარ 21 წლის. 6 თვის წინ გამოვიკვლიე ფარისებრი ჯირკვალი (ექოსკოპია და ჰორმონების ანალიზი). მარცხენა ნაწილში აღმომაჩნდა 8-მილიმეტრიანი კისტა მკაფიო კონტურებით. ჰორმონები ნორმაშია. როგორ მოვიქცე?

პასუხი: 10 მილიმეტრამდე ზომის წარმონაქმნები ფარისებრ ჯირკვალში ნორმალურ ჰორმონულ ფონზე მკურნალობას არ საჭიროებს. საკმარისი იქნება 6 თვეში ერთხელ დინამიკაში კვლევა.

კითხვა: შეუძლია თუ არა ექიმს მუცლის გარშემოწერილობითა და საშვილოსნოს ფუძის ზომით ნაყოფის წონის გამოთვლა?

პასუხი: ნაყოფის სავარაუდო წონის გამოთვლა შეიძლება, თუ დედის მუცლის გარშემოწერილობას (სანტიმეტრებში) გავამრავლებთ საშვილოსნოს ფუძის დგომის სიმაღლეზე (სანტიმეტრებში).

კითხვა: 7 წლის ასაკიდან (როდესაც ტრავმა მივიღე) სარძევე ჯირკვალში რაღაც „ბურთულა“ მაქვს. 17 წლის ასაკში „ბურთულის“ ქვეშ წარმოიქმნა კისტა, რომელიც ამომაჭრეს ულტრაბგერით, მეუბნებიან, რომ „ბურთულა“ სარძევე სადინარშია. მაქვს მასტოპათია. ვგეგმავ ორსულობას. ხომ არ ჯობია, „ბურთულა“ მოვიცილო? 

პასუხი: თუ ეს წარმონაქმნი სადინარის კისტა ან პატარა ფიბროადენომაა, ორსულობას ხელს არ შეუშლის. ხოლო, თუ ფიბროადენომა 1,5 სანტიმეტრზე დიდია, უმჯობესია ის ორსულობამდე მოიშოროთ.

კითხვა: მართალია, რომ თამბაქოს მოწევა არის ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების უკუჩვენება?

პასუხი: თუ თქვენი ასაკი 35 წელზე მეტია, თუ სისხლის შემადედებელი სისტემა ნორმაში არ არის და თქვენ დღეში 20 სიგარეტზე მეტს ეწევით, კომბინირებული ჰორმონალური კონტრაცეპტივები თქვენთვის დაუშვებელია.

კითხვა: მაინტერესებს, როგორია შიდსით ინფიცირების დროს პირველი სიმპტომები და რა დროში ვლინდება ის ინფიცირების შემთხვევაში?

პასუხი: თუ ადგილი ჰქონდა ნარკოტიკის ინიექციას ან დაუცველ სექსს, 4-6 კვირაში (2-დან 12 კვირამდე) შეიძლება, გამოვლინდეს ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, პერიფერიული ლიმფური ჯირკვლების გადიდება, გამონაყარი და სხვა...  100 პროცენტით მსჯელობა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ტესტი იმუნოდეფიციტზე დადებითია.

კითხვა: პარკში სეირნობისას შემთხვევით ფეხი დავაბიჯე შპრიცის ნემსს. მას მომწვარი და ჟანგიანი წვერი ჰქონდა. ფეხზე სისხლის წვეთმა გამოჟონა. რამდენად დიდია შიდსით დაავადების საშიშროება და რამდენ ხანს ინარჩუნებს ის თვისებებს ქუჩის პირობებში?

პასუხი: იმუნოდეფიციტის ვირუსი გარე სამყაროში არც ისე მდგრადია (2-3 კვირა). ინფიცირებისთვის ჩხვლეტა არ არის საკმარისი, შეყვანილი უნდა იყოს ინფიცირებული სისხლი.

კითხვა: ჩემს მეუღლეს ყვითელი სპერმა აქვს. რას უნდა ნიშნავდეს ეს? რა ანალიზები არის საჭირო, რომ გავიგოთ, შეუძლია თუ არა ჩასახვა?

პასუხი: სპერმის ყვითელი ფერი უფრო ხშირად ანთებითი პროცესის არსებობაზე მეტყველებს. თქვენი მეუღლე გამოსაკვლევია სასქესო ინფექციებსა და პროსტატიტზე. ნაყოფიერების (ფერტილობის) დადგენა ხდება სპერმის ანალიზით – სპერმოგრამით.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

 

скачать dle 11.3