კასილასის ქუჩა
ესპანურ ქალაქ მოსტოლესაში იკერ კასილასის სახელობის ქუჩის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა. სპორტის ბულვარს სახელი შეეცვალა და ამიერიდან ესპანეთის ნაკრებისა და „რეალის” გოლკიპერის სახელობის გახდა. მოსტოლესას მერმა პირადად გადასცა კასილასს მისი სახელობის ქუჩის აბრა. „ძალიან ამაყი ვარ, რომ დავბრუნდი იმ ქალაქში სადაც გავიზარდე. მინდა, მადლობა გადავუხადო მერს და ჩემს პირველ მწვრთნელებს. ჩემი სახელი გახდა მოსტოლესას ნაწილი და ამით ბედნიერი ვარ”, – განაცხადა კასილასმა. საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, კასილასი მოსტოლესას საავადმყოფოს ეწვია და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.