რობი სევეჯის თამამი ფოტოსესია
უელსის ნაკრებისა და წამყვანი ინგლისური კლუბების ექსფეხბურთელმა, რობი სევეჯმა მისთვის უჩვეულო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელი სრულიად გაშიშვლდა და „კოსმოპოლიტენის” ფოტოგრაფებს ინტიმური ფოტოები გადააღებინა. საქმე ისაა, რომ ასეთი გზით სევეჯმა გადაწყვიტა საზოგადოების ყურადღება მიეპყრო მამაკაცებში ბოლო დროს გავრცელებული დაავადების – კვერცხების კიბოს პრობლემისთვის. გადაღებების შემდეგ ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად შოუ „იცეკვე ვარსკვლავთან” ბრიტანული ანალოგის მონაწილეა, განაცხადა, რომ ამ თამამი ფოტოსესიით მან თავისი რამდენიმე კომპლექსი დაამარცხა.