კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიაღწია წარმატებას ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში მარიამ მაჩაიძემ და როგორ მოხვდა ის 4 500 მევიოლინიდან „ჯულიარდში“

„ჯულიარდის“ ქართველ ნიჭიერ მუსიკოსებს ორი წლის წინ კიდევ ერთი ნიჭიერი მევიოლინე, მარიამ მაჩაიძე შეუერთდა. მარიამის, როგორც მევიოლინის კარიერა, ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო. ის 10 წლის ასაკიდან სხვადასხვა კონკურსსა და ფესტივალში მონაწილეობდა და რაც მთავარია, ახლა „ჯულიარდში“ სწავლობს. აქვს თავისი კვარტეტი და ახლო მომავალში მეგობართან ერთად სოლო კონცერტის გამართვასაც გეგმავს. რამდენიმე ხნის წინ ის ნიჭიერი პიანისტის, „ჯულიარდის“ სტუდენტის, დათუნა ალადაშვილის კონცერტში მონაწილეობდა. მაშინ უცხოელმა და ქართველმა მაყურებელმა ყანჩელის, თაქთაქიშვილისა და ცინცაძის არაჩვეულებრივი მუსიკა მოისმინა და ისიამოვნა.

 

– მარიამ, როგორც ვიცი, „ჯულიარდში“ ძალიან კარგ კვარტეტში ხარ, როდის ჩამოაყალიბეთ ის?

– „ჯულიარდში“ მართლაც ძალიან კარგ კვარტეტში ვარ და ძალიან გვინდა, ცინცაძის კვარტეტის საღამო მოვაწყოთ, რომელიც ასე ცნობილი და ლამაზია. თუმცა, ჯერჯერობით არ გამოვა, რადგან ბევრი საქმე გვაქვს. მაგრამ, იმედია, სანამ „ჯულიარდს“ დავამთავრებ, ამას აუცილებლად გავაკეთებ. ეს კვარტეტი წელს ჩამოვაყალიბეთ და ვცდილობთ, რთული ნაწარმოებები დავუკრათ, რომ გავიგოთ, როგორ ვიმუშაოთ ერთმანეთთან. მერე, ალბათ, დავიწყებთ პატარა ნაწარმოებების გაკეთებასაც. კვარტეტში მხოლოდ მე ვარ ქართველი. გვყავს იაპონელი მევიოლინე, ამერიკელი ალტისტი და იაპონელი ჩელისტი. ყველანი „ჯულიარდის“ სტუდენტები ვართ, ჩემი კურსელები არიან. სამი გოგონა ვართ და ერთი ჩელისტი ბიჭი გვყავს. ჩვენი კვარტეტის მასწავლებელი „ჯულიარდის“ კვარტეტის პირველი ვიოლინოა – Joseph Lin. ის არაჩვეულებრივი პედაგოგია.  ძირითადად, არ აჰყავს მეორე კურსელები. მუშაობს პირველი კურსის მაგისტრანტებთან, ან მეოთხე კურსის ბაკალავრებთან, მაგრამ ჩვენ აგვიყვანა. წელს მასტერკლასებზეც გაგვიწია რეკომენდაცია. სულ ორი კვარტეტი აქვს და სადაც უნდა, რომ ისინი წარმოაჩინოს, გვეუბნება, წადით, დაუკარითო. იანვარშიც ბევრი კონცერტი გვქონდა და მანამდეც გამოვედით სხვადასხვა კონცერტზე. თებერვალში სოლო კონცერტის ჩატარებას ვგეგმავ. „ჯულიარდის“ ყველაზე დიდი დარბაზი მოვითხოვე და თუ დამიმტკიცებენ, იქ შევასრულებ. ვაპირებ, კონცერტი გავაკეთო ჩემს მეგობართან ერთად, რომელიც კონტრაბასზე უკრავს. ვნახოთ, რა იქნება. „კარნეგი ჰოლშიც“ შემთხვევით მოვხვდი. წლის დასაწყისში გვაქვს ორკესტრის გამოცდა და მიღებული ქულებიდან გამომდინარე, სხვადასხვა კონცერტში გსვამენ. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონცერტი. ვფიქრობდი, უნდა მოვხვდე-მეთქი და მოვხვდი კიდეც. ძალიან გამიხარდა. ასევე, მქონდა მეორე კონცერტიც, რომელზეც ძალიან ბევრი ფრანგული მუსიკა დავუკარით და ეს იყო დიდი სიამოვნება.  ყველაზე შთამბეჭდავი იყო მალერის მეხუთე სიმფონიის დაკვრა ორკესტრში. ეს კონცერტი Avery Fisher hall-ში გვქონდა. ამ დარბაზში „ნიუ-იორკ ფილარმონიკი“ მართავს კონცერტებს. პირველად მომიწია მალერის სიმფონიის დაკვრა, თან, ასეთ დარბაზში – ულამაზესი ინტერიერით სადაც, ყველა ცნობილ სოლისტსა თუ ორკესტრს დაუკრავს.

– როდის დაიწყე ვიოლინოზე დაკვრა?

– დედაჩემი მევიოლინეა და სულ სტუდენტები ჰყავდა. სახლში პატარა ვიოლინოები ჰქონდა და ძალიან მიყვარდა იმ ვიოლინოთი თამაში. როდესაც დედაჩემი მოსწავლეებს ამეცადინებდა, ვიღებდი ვიოლინოს და ჩემთვის საშინელ ხმებს გამოვცემდი. დედაჩემის ოცნება იყო, რომ ვიოლინოზე დამეკრა და მეც მქონდა ამის ინტერესი. ისე შევეგუე მუშაობას და ჩავერთე მუსიკის სფეროში, რომ სხვა არაფერი მაინტერესებდა. თან, იმდენი დრო დავუთმე მუსიკას, რომ უკვე უარის თქმაც აღარ შეიძლებოდა. რომ მეკითხებოდნენ, ვინ უნდა გამოხვიდეო, სულ ვპასუხობდი – მევიოლინე-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ვიოლინოზე დაკვრას ბევრი დრო სჭირდება, ყველაფერს ვასწრებდი – მეცადინეობასაც, სკოლაში სწავლასაც და თამაშსაც. კარგად მახსოვს, 10 წლის ვიყავი, მთელი ზაფხული მომიწია მეცადინეობა, რადგან სექტემბერში კონკურსზე უნდა გავსულიყავი. ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ ბავშვები ეზოში, მიდიოდნენ ზღვაზე და ვმეცადინეობდი. მაგრამ მერე, რომ გავიმარჯვე,  იმხელა სიამოვნება მივიღე, ვფიქრობდი – ღირს ამისთვის მუშაობა-მეთქი. თუმცა, მუშაობა არასდროს მიყვარდა, მაგრამ ახლა, რაც აქ ჩამოვედი, დღეში 8-10 საათი მიწევს დაკვრა. საერთოდ, ვიოლინო და ჩელო ყველაზე რთული ინსტრუმენტებია. პირველი შვიდი წელი, უბრალოდ, ნორმალურად ვერც კი უკრავ. შვიდი წელი ნერვები უნდა იშალო შენც და გარშემო სხვებსაც უნდა მოუშალო. მერე უკვე მარტო შენ გეშლება ნერვები, რადგან ვერ აღწევ იმას, რაც გინდა. ხშირად 8 საათის განმავლობაში მჭერია ხელში ინსტრუმენტი, მაგრამ მეცადინეობა არ იყო, მქონდა რეპეტიციები: ორკესტრი, კვარტეტი, ტრიო, კვინტეტი, მერე გაკვეთილი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ 8 საათი დავუკარი, მაგრამ არ მიმეცადინია. ამიტომ, მერე მიდიხარ სახლში და უკრავ სანამ შეგიძლია, ბოლოს, უკვე იატაკზე ზიხარ.

„ჯულიარდის“ შესახებ დედაჩემისგან ვიცოდი და შემდეგ უფრო ბევრი რამ გავიგე სხვადასხვა შემსრულებლის პორტფოლიოდან. ვინც კი მომწონდა, ყველა რაღაც პერიოდი „ჯულიარდში“ სწავლობდა. მაგრამ, აქ მოხვედრა ძალიან ძნელია. სანამ ჩავაბარებდი, ქალბატონ ნონა შენგელიას ვკითხე, მქონდა თუ არა შანსები. მან მითხრა, უპირველეს ყოვლისა, არაჩვეულებრივად უნდა იცოდე ინგლისურიო, რადგან, როგორც მერე ვნახე, საკმაოდ რთულ თემებთან გვიწევდა მუშაობა. მე გავრისკე და გავაგზავნე საბუთები, თან მინდოდა, საკუთარი თავი გამომეცადა, ვიყავი თუ არა მზად იმისთვის, რომ „ჯულიარდში“ მესწავლა. თებერვალში მომივიდა მოწვევა – მიღებული ხართ გამოცდისთვის და ჩამობრძანდიო. მერე ქალბატონ ნონასთან დავრეკე, მაინტერესებდა, რამდენმა მიიღო გამოცდაზე გასვლის უფლება და ასეთი პასუხი მომივიდა: 4 500 მევიოლინე უნდა გამოცხადდეს გამოცდაზე და მხოლოდ თორმეტს ვიღებთო. ჩემთვის ვფიქრობდი – წასვლას აზრი აქვს-მეთქი, მაგრამ ბოლომდე მივყევი. გამოცდაზე ისე დავუკარი, როგორც ვუკრავ, უბრალოდ, მთელი გულითა და სულით ვიყავი ჩართული. 1 აპრილს მომივიდა პასუხი – მიღებული ხართო და დიდხანს მეგონა, მაშაყირებდნენ. სანამ ჩამოვიდოდი, დამოუკიდებელი ცხოვრების გამოცდილება მქონდა. 10 წლიდან კონკურსებზე მარტოს მიწევდა სიარული. თან, 14 წლის ასაკში ლონდონში ვიყავი ერთი თვით. იქ ვსწავლობდი და ეს პერიოდი ძალიან რთულად გადავიტანე, კატასტროფა იყო ჩემთვის. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როდის გამოვფრინდებოდი უკან. მეშინოდა, ამერიკაში რომ ჩამოვიდოდი, ისევ ისე არ მეგრძნო თავი, მაგრამ „ჯულიარდში“ ყველაფერი ისეა მოწყობილი, ადვილად ეგუები. ყოველდღე რაღაც მნიშვნელოვანი გაქვს გასაკეთებელი. იმაზე უნდა იფიქრო, რომ გამოგივიდეს და მერე ისეთი დაღლილი მოდიხარ სახლში, არ გრჩება დრო, იფიქრო – დედა მენატრებაო.

– „ჯულიარდში“ არაჩვეულებრივი მასწავლებლები ასწავლიან.

– სპეციალობის მასწავლებელი ძალიან საინტერესო პედაგოგია. არ მახვევს საკუთარ აზრებს, სულ მეუბნება – ეს ახალი იდეაა და შეგიძლია, გამოიყენო, ოღონდ უფრო დამაჯერებელი უნდა გახდეო. ეს კი მეხმარება იმაში, რომ არ ვგავდე სხვებს. როგორც მუსიკოსს, უფრო მეტი თავისუფლება მაქვს. არაჩვეულებრივი ორკესტრის მასწავლებლები გვყავს. ასევე, გვასწავლის „ნიუ-იორკ ფილარმონიკის“ მთავარი დირიჟორი. როდესაც მის რეპეტიციაზე სამი საათი ზიხარ, ვერ გრძნობ, ისე მიფრინავს დრო. თბილისში არასდროს დამიკრავს დიდი ფორმის საორკესტრო ნაწარმოები. მიჩვეული ვიყავი, რომ უნდა მესწავლა კლასში, მაგრამ „ჯულიარდში“ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი უკვე ნასწავლი გაქვს. როდესაც პირველად მივედი რეპეტიციებზე, გამიჭირდა იმასთან შეგუება, რომ ყველაფერი იმ ტემპში უნდა ამეთვისებინა, რა ტემპშიც სრულდება კონცერტებზე. ჩემზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება დატოვა იმან, რომ, როცა ორკესტრის პირველ რეპეტიციაზე მივედი, გვქონდა ფურცლიდან კითხვა. მთელმა ორკესტრმა ისე წაიკითხა ფურცლიდან, როგორც თბილისში უკრავენ კონცერტზე, ვიფიქრე – სად ვარ-მეთქი... არ ვიცი, როგორ დავუკარი, მაგრამ ყველაფერი დავუკარი. ალბათ, ასეთ დროს რაღაც ხდება, ტვინი ექსტრემალურად იწყებს მუშაობას. ახლა უკვე პირდაპირ მივდივარ რეპეტიციაზე და ვუკრავ, ანუ ეს ერთგვარი წვრთნაა. როდესაც „ჯულიარდის“ სცენაზე ვუკრავთ, ამ დროს საკუთარი თავი 1 000 პროცენტით უნდა გამოავლინო და არა 100-ით. „ჯულიარდში“ აღარაფერი მიკვირს. ადრე ყველაფერი მიკვირდა, რადგან ყველა სტუდენტი საოცრად ნიჭიერია და ზედმეტად კარგი. „ჯულიარდის“ შემდეგ მინდა, ევროპაში ვისწავლო, რომ ევროპული გამოცდილებაც მივიღო. ასევე მინდა, მივხედო შემსრულებლის კარიერას, მხიბლავს კვარტეტი, ტრიო და კვინტეტი. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი სოლისტი. ვნახოთ, მომავალში რა იქნება. მიყვარს ბავშვებისთვის ვიოლინოზე დაკვრის სწავლება, როცა დრო მაქვს, ვასწავლი კიდეც. აქ ხშირად არის პროგრამები – მიდიხარ და ასწავლი ბავშვებს. მაგრამ, მე უფრო კონცერტები მაინტერესებს, რადგან სტრესის გარეშე, ეტყობა, ვერ ვცხოვრობ...

 

 

скачать dle 11.3