კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი მილიარდერებისა და მილიონერების რეიტინგი

 

გავლენიანმა რუსულმა გამოცემამ „ფინანსი” რუსეთში მოღვაწე მილიარდერებისა და მილიონერებისგან შემდგარი რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის პირველ ათეულში, ტრადიციულად, ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენები მოხვდნენ: – ვლადიმირ ლისინი – 28,3 მილიარდი დოლარი; მიხაილ პროხოროვი – 22,7 მილიარდი; ალიშერ უსმანოვი – 19,9 მილიარდი; ოლეგ დერიპასკა – 19 მილიარდი; რომან აბრამოვიჩი – 17,1 მილიარდი; ალექსეი მორდაშოვი – 17,05 მილიარდი; სულეიმან ქერიმოვი – 16,9 მილიარდი; მიხაილ ფრიდმანი – 16 მილიარდი; ვლადიმირ პოტანინი – 14,3 მილიარდი და ვაგით ალეკპეროვი – 10,9 მილიარდი. ამათ გარდა, რეიტინგში ქართული წარმომავლობის რამდენიმე ბიზნესმენი მოხვდა, რომელთა შესახებ „თბილისელების” ამ ნომერში მოგახსენებთ.

ყველაზე მდიდარი ქართველი, „ფინანსის” ვერსიით, ჭორვილელი ბიძინა (ბორის) ივანიშვილია, რომლის კაპიტალი 5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ბოლო დროს პოლიტიკაზე გადართულ მილიარდერს გრაფაში სტატუსი უწერია – „უნიკორის” პრეზიდენტი. გამოცემის ცნობით, თავისი დიდძალი კაპიტალი ივანიშვილმა პრივატიზაციისა და გავლენიანი მეგობრების დახმარებით დააგროვა. მისი ინტერესის სფეროში შედის: ფინანსები, დეველოპმენტი, მშენებლობა, უძრავი ქონება, რესტორნების ქსელი, სოფლის მეურნეობა და სააფთიაქო ბიზნესი. ივანიშვილს რეიტინგში 27-ე ადგილი უკავია. ივანიშვილის ჰობია ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობა, მისი საყვარელი ფერმწერი ვილემ დე კუნინგია, ხოლო ყველაზე ძვირად ღირებული ტილო მის კოლექციაში არის პაბლო პიკასოს „დორა მაარი კატებთან ერთად”. მან ეს ნახატი 2006 წელს „სოთბის” აუქციონზე, 95 მილიონ დოლარად შეიძინა. შეგახსენებთ, რომ „ფორბსის” 2011 წლის მსოფლიო რეიტინგში, ბიძინა ივანიშვილს 185-ე ადგილი უკავია.

მეორე ადგილი ქართველ ბიზნესმენებს შორის, დაღესტანში დაბადებულ ალექსანდრე ჯაფარიძეს უკავია, რომლის კაპიტალი 2,2 მილიარდი ამერიკული დოლარია. ჯაფარიძე 44-ეა რუსეთის უმდიდრეს ბიზნესმენთა რეიტინგში. 56 წლის ჯაფარიძეს დამთავრებული აქვს მოსკოვის გუბკინის სახელობის ნავთობის ინსტიტუტი. ამჟამად იგი კომპანია „ევრაზიას” აქციონერი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. მისი კომპანიის კლიენტები არიან: „ლუკოილი”, „როსნეფტი”, „გაზპრომნეფტი” და სხვა. ალექსანდრე ჯაფარიძე 5 შვილის მამაა, უყვარს ჩოგბურთი და პრეფერანსი. ჰობი – ღვინის ბოთლების კოლექციონერობა.

830 მილიონი დოლარის კაპიტალს ფლობს დავით იაკობაშვილი, რომელსაც „ფინანსის” რეიტინგში 134-ე პოზიცია უკავია. თბილისში დაბადებულმა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა, დავით იაკობაშვილმა ბიზნესი ნულიდან დაიწყო. 1982 წელს, ღორების ყიდვა-გაყიდვას მოჰკიდა ხელი.  1988 წელს კი მან გახსნა სილამაზის სალონი „ჟენშენი”. 1992 წელს უკვე კაზინოების – „მეტელიცასა” და „ჩერის” მფლობელი გახდა, ხოლო ბიზნესსამყაროში სახელი კომპანია „ვიმ-ბილ-დანით” გაითქვა. იაკობაშვილი რუსეთის ებრაელთა კონგრესის წევრია. მისი ჰობია კარტინგები, მოტოციკლები, ცურვა და ანტიკვარული ნივთების შეგროვება. მისი კოლექციიდან აღნიშვნის ღირსია ორი პატარა მექანიკური ორღანი, რომელთა მფლობელები თავის დროზე იყვნენ ფრანგი მონარქები –  ლუი მეჩვიდმეტე და ლუი მეთვრამეტე. რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად, დავით იაკობაშვილი შვედეთის მოქალაქეც გახლავთ. „ფინანსის” ცნობით, „ვიმ-ბილ-დანის” აქციათა გაყიდვის შემდეგ, დავით იაკობაშვილი რამდენიმე ბიზნესპროექტს განახორციელებს ბიზნესმენ გავრილ იუშაევთან ერთად, რომელსაც ამავე რეიტინგში 79-ე ადგილი უკავია.  

კიდევ ერთი ქართველი ბიზნესმენის, მიხეილ მირილაშვილის კაპიტალი, „ფინანსის” ვერსიით, 750 მილიონ დოლარად არის შეფასებული. სამტრედიის რაიონის დაბა კულაში დაბადებული მირილაშვილი 70-იანი წლებიდან სანკტ-პეტერბურგში (ლენინგრადში) ცხოვრობს. 80-იან წლებში მირილაშვილი დაახლოებული იყო ლენინგრადის კრიმინალურ დაჯგუფებებთან და „მიშა კუტაისკისა” და „მმმ-ს” მეტსახელებით იცნობოდნენ. მას ურთიერთობა ჰქონდა ავტორიტეტ ვლადიმირ ფეოკტისტოვთან, მეტსახელად „ფეკა”. ძმასთან, გაბრიელ მირილაშვილთან, ერთად  რომელიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობს, მიხეილმა 80-იან წლებში ბიზნესი წამოიწყო. მათი საკუთრება იყო უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი სანკტ-პეტერბურგში „გოსტინი დვორ”. 2001 წლის 23 იანვარს მიხეილ მირილაშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს და პროკურატურამ მას ბრალად ადამიანების გატაცება წაუყენა. 2003 წელს მირილაშვილს 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა შემდგომში ვადა შეუმცირდა და 2009 წელს იგი ციხიდან გათავისუფლდა. საინტერესოა, რომ თავის დროზე, მირილაშვილის დაკავებას რუსული შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეები, მიხაილ ბოიარსკი და ალექსანდრ როზენბაუმი აპროტესტებდნენ. ამჟამად მირილაშვილის საკუთრებაშია: ჰოლდინგი „კონტი გრუპი”, რომელიც აკონტროლებდა რამდენიმე კაზინოს, რესტორნებს, სათამაშო ავტომატების ქსელს, საკონცერტო დარბაზს „გიგანტ-ჰოლი” და კაბარე „ოლიმპიას”. ამჟამად „კონტის” მფლობელობაშია გასართობი ცენტრები სანკტ-პეტერბურგში. მიხეილ მირილაშვილი მეცენატობით არის დაკავებული. არის რუსეთის ებრაელთა კონგრესის პრეზიდიუმის წევრი. მიხეილ მირილაშვილთან ერთად „ფინანსს” რეიტინგში მოხსენიებული ჰყავს მისი შვილი 27 წლის ვიაჩესლავ (იცხაკ) მირილაშვილი, რომელსაც რეიტინგში 140-ე ადგილი უკავია და მისი კაპიტალი 790 მილიონი დოლარია. ვიაჩესლავი რუსეთში პოპულარული სოციალური ქსელის „ვკონტაკტეს” ერთ-ერთი დამაარსებელი და თანამფლობელია. თავისი კაპიტალი მან მემკვიდრეობით მიღებული ბიზნესითა და გავლენიანი მამის დახმარებით დააგროვა. ვიაჩესლავის ინტერესთა სფეროში „ფინანსს” მედიაბიზნესი, კომუნიკაციები და IT ტექნოლოგიები აქვს მოხსენიებული.  

ფარმაცევტული კომპანია „როსტის” მფლობელი და პრეზიდენტი დავით ისაკის ძე პანიკაშვილი „ფინანსის” რეიტინგის 192-ე ნომერია და მისი კაპიტალი 570 მილიონ დოლარად არის შეფასებული. გამოცემის ცნობით, პანიკაშვილის მოღვაწეობის სფეროდ სახელდება – ქიმიური მრეწველობა, სასუქების წარმოება და პარფიუმერია. პანიკაშვილს ბიზნესმენთა იმ კატეგორიას მიაკუთვნებენ, რომლებმაც საკუთარი საქმე ნულიდან დაიწყეს. 

ბანკ „სლავიანსკი კრედიტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და „დელოვაია რასიას” გენერალური საბჭოს წევრი, პაატა გამგონეიშვილი, „ფინანსის” ვერსიით, 323-ე ადგილზეა რუს ბიზნესმენთა შორის. მისი კაპიტალი 290 მილიონ დოლარს შეადგენს. გამოცემის ცნობით, მისი ბიზნესინტერესების სფეროა: უძრავი ქონება, სამშენებლო ბიზნესი, დეველოპმენტი. ქუთაისში დაბადებული, 56 წლის პაატა გამგონეიშვილი ბიზნესში 1980-იან წლებში კონსტანტინ ბოროვოის დახმარებით ჩაება, ის მოსკოვის მიწათმოწყობის ინჟინერიის ინსტიტუტის დოცენტი იყო იმ დროს, როცა პაატა სწავლობდა და შემდგომში ლაბორატორიის უფროსად მუშაობდა. გამგონეიშვილი ბოროვოის პირველი პარტნიორი გახლდათ  კოოპერატივში, რომელიც ამჟამად რუსული ოპოზიციის ერთ-ერთმა ამჟამინდელმა ლიდერმა ჩამოაყალიბა საბჭოთა დროს. გამგონეიშვილი მოსკოვურ ბიზნესწრეებში ცნობილია, როგორც საუკეთესო სავაჭრო ცენტრების მშენებელი. მისი აშენებულია უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი „ოქროს ბაბილონი”, რომელიც მოსკოვში ერთ-ერთი საუკეთესოა. აღსანიშნავია, რომ პაატა გამგონეიშვილი ფლობს საკუთარი სახელობის ვარსკვლავს ქალწულის თანავარსკვლავედში, რომელიც მას მეგობრებმა აჩუქეს. 

ბანკ „ვოზროჟდენიას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ოთარ მარღანია, „ფინანსის” ვერსიით, რეიტინგში 415-ე ადგილზეა და მისი კაპიტალი 200 მილიონ დოლარადაა შეფასებული. 52 წლის ოთარ მარღანიას ინტერესთა სფერო ფინანსებია. იგი ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 15 წლის განმავლობაში ოთარ მარღანია მუშაობდა უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ლექციების კურსს თემაზე – პოლიტეკონომია. 2009 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ოთარ მარღანიას ღირსების ორდენი გადასცა. 

 

 

скачать dle 11.3