კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯიბეცარიელები

ანუ, უკანასკნელი ენთუზიასტები

 

ვიდრე 100 000 სულ მოსახლეზე 539 პატიმარი სასჯელს იხდის, ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჟურნალ „სთაილს“ ინტერვიუს აძლევს. ბუნებრივია, თავს იწონებს ქართული ეკონომიკის წარმატებებით (გნებავთ, გამდგრადებით) და განა მარტო ეკონომიკურად?! ასე, მაგალითად (მოვიხმობ ციტატას): „უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ახალგაზრდა, მაგრამ, მაინც დემოკრატია ვართ, სადაც არიან პარტიები, რომლებიც იბრძვიან ხელისუფლებაში მოსასვლელად, არსებობს გამოხატვის თავისუფლება (აქ, მგონი, რაღაც შეეშალა!), დამოუკიდებელი მედია (ვგონებ, აქაც), ტარდება საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღიარებული არჩევნები (თითქმის აქაც).“ თუმცა, აღნიშნავს: „ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ სულ რაღაც 8 წლის წინ ნულიდან დავიწყეთ“ (თუმცა, თუ მოხმობილი ციტატისმაგვარი იდილიაა ქვეყანაში, ნეტავ, რაღა დარჩა გასაკეთებელი? შესაძლოა, ბავშვები, იმიტომ რომ დემოგრაფიულად ისევ გვიჭირს).

იმ მარტივი ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენი, ქართველი ჟურნალისტებისთვის, ქ-ნი ქობალია მზეთუნახავია (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ, რომ სამშობლოში მხოლოდ მზესა და საერთო მაუწყებლებს ენახვება), მეტად საინტერესოა ინტერვიუს ის ნაწილი, რომელშიც მდგრადი განვითარების მინისტრი „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ თავის პიკანტურ ფოტოზე საუბრობს, რომელსაც, ერთი მხრივ, ქართველების „მაჩოობას“ უკავშირებს (არ გაიშვნენ „მაჩოები“), მეორე მხრივ კი იმას, რომ ქალი მინისტრები საზოგადოებამ რთულად მიიღო (რატომღაც, აღარ დაუკონკრეტებია, რომ, თუ მეხსიერება არ მღალატობს, „მაჩოებად“ წოდებულები, განურჩევლად სქესისა, მის დიპლომს ითხოვდნენ, რასაც, ბუნებრივია, ვერ ეღირსნენ). მაგრამ, ისევ ფოტოს დავუბრუნდეთ: „მასზე ჩემს დასთან ერთად ფლორიდაში გამართულ წვეულებაზე ვარ გადაღებული. არაფერი უხერხული იმ ფოტოზე არ არის, ვცეკვავდით და ვხუმრობით, ვარსკვლავებს ვასახიერებდით. თუ სულ ეს არის, რის გამოც შეიძლება, მომედავონ, არაფერი მაქვს სანერვიულო (ვითომ, სულ ეს არის?!).“

ბუნებრივია, ქ-ნ ქობალიას არაფერი აქვს სანერვიულო, წესით, მათ უნდა ინერვიულონ (მათ შორის, ხსენებული ფოტოს გამოც), რომელთა არსებობაც ქართულ ეკონომიკას პირდაპირ უკავშირდება და ვისი შემოსავალიც საარსებო მინიმუმსაც ვერ უტოლდება.

ერთი სიტყვით, მდგრადი განვითარების მინისტრი გეოპოლიტიკასაც ეხება და აღნიშნავს, რომ „საქართველო უზარმაზარი მუსლიმანური სახელმწიფოების – თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის გარემოცვაში განაპირა ქრისტიანული სახელმწიფო იყო“, რაც მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ქ-ნი მინისტრის აქილევსის ქუსლი ისტორიული წიაღსვლებიცაა (სავარაუდოდ, მისთვის პასუხების დამწერისაც), რადგან აზერბაიჯანი მხოლოდ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა, მათი წინაპარი ალბანელები კი არც მუსლიმანები ყოფილან და, მით უფრო, არც გვემტერებოდნენ. თუმცა, ასეა თუ ისე, ინტერვიუ მეტად პათეტიკურ-რიტორიკული მოწოდებით მთავრდება: „გვნახეთ და გადაიღეთ: ჩვენ უკანასკნელი ევროპელი ენთუზიასტები ვართ!“ მე კი დავამატებდი: და განა მხოლოდ უკანასკნელი ენთუზიასტები (რაც საკამათოა), წყალგაუსვლელად ვართ ევროპის უკანასკნელი ღარიბები!

 

скачать dle 11.3