კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაჩმახებიდან – ჩახდამდე

ანუ, გატეულები

 

იმას, რომ „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ ენაკვიმატებითაა დაკომპლექტებული (ბუნებრივია, ეს ნიჭი თითოეულ ქართველ ლეიბორისტში მეტ-ნაკლებადაა განვითარებული), საქართველოს მოქალაქეები უკვე შეეჩვივნენ (თუმცა რაღა შეეჩვივნენ, შევეჩვიეთ), მაგრამ, ისიცაა, ბილწსიტყვაობა მათ ლექსიკონში, ყოველ შემთხვევაში, აქამომდე არ შემჩნეულა. ოღონდ, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ აქამომდე, რადგან გასულ კვირას ეს სტერეოტიპი დაიმსხვრა. იგი, მართალია, უშუალოდ ბ-ნმა გუგავამ დაამსხვრია, მაგრამ, რაკი მოგვიანებით თავად პირველმა ლეიბორისტმაც, ესე იგი, ბ-ნმა შალვა ნათელაშვილმაც დაადასტურა, რომ ბ-ნი გუგავას ბაგეებით სრულიად საქართველოს ლეიბორისტული პარტია ღაღადებდა, სავარაუდოდ, ქართულ პოლიტლექსიკონს ახალი შტრიხები შეემატა.

გასულ კვირას გამართულ მორიგ ბრიფინგზე ლეიბორისტმა გუგავამ „მაესტროს“ ჟურნალისტებს ბრალი დასდო, რომ ისინი, დასტა-დასტა დოლარების სანაცვლოდ, მზად არიან, ფოთის პოლიცმაისტერივით „ჩაიხადონ“ „ნარიყალას პატრონის“ წინაშე. რადგან ფოთის პოლიცმაისტერი იყო ნახსენები, ჩნდება ეჭვი, რომ ლეიბორისტმა გუგავამ თითქოს ციტატა გამოიხმო, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ „დათა თუთაშხიაში“ ნახსენებია, გახდა (რაც ჩახდისგან სრულიად განსხვავებული ცნებაა), სავარაუდოდ, მთქმელს ან ციტატის დედანი არ წაუკითხავს, ან, უბრალოდ, „დაიკიდა“.

ხოლო, თუ გავიხსენებთ ბ-ნი ნათელაშვილის წინა კვირაშივე გაკეთებულ განცხადებას, რომ ხელისუფლებაში მარტო ჩვენ (ანუ ლეიბორისტები) უნდა მოვიდეთ და სხვა არავინ, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში გადარჩება საქართველოო, აქვე „ჩავიხადოთ“თუ დაველოდოთ?!

 

скачать dle 11.3