კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დემოკრატიის შვეიცარიული გაკვეთილები

ანუ ვალუტას შეთამაშებულები და გადაყოლებულები

 

როგორც გაირკვა, ამ ბებერ ევროპაში (რომელსაც ეს ჩვენი ნორჩი მინისტრი ეკონომიკისა შეუძახებს: „გვნახეთ და გადაიღეთ“!) მხოლოდ გერმანიის პრეზიდენტს არ გასჭირვებია (ამ უკანასკნელს გადაგომისკენ მოუწოდებენ, რაკი წლების წინათ კრედიტი იმაზე ერთი პროცენტით ნაკლებად აუღია, ვიდრე ეს გერმანიაში ზოგადადაა დაწესებული), შვეიცარიის ეროვნული ბანკის თავკაცს (ფილიპ ჰილდებრანდს) ისეთი დღე აწიეს, რომ ამ უკანასკნელმა „ზეწოლას ვერ გაუძლო და თანამდებობიდან გადადგა (ისეთი დღე, არც მეტი, არც ნაკლები, მედიამ აწია).“

ზეწოლა კი ქართული სინამდვილისთვის მეტად სასაცილო ფაქტმა გამოიწვია. კერძოდ, შვეიცარიის მთავარ ბანკირს ბრალი დასდეს, რომ სავალუტო ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო მისმა ცოლმა, რამაც ქალბატონს 49 000 ევრო აშოვნინა. ადგილობრივი მედიის მტკიცებით, ბანკირის ცოლმა ქმრისგან კონფიდენციალური ინფორმაცია მიიღო და ფულიც ამის შედეგად „გააკეთა“ (შეგახსენებთ, 49 000 ევრო).

უფრო ზუსტად, მოვლენები შემდეგნაირად განვითარებულა: გასული წლის 15 აგვისტოს ბანკირის ცოლს 400 000 ფრანკად 504 000 აშშ დოლარი შეუძენია. სამი კვირის შემდეგ შვეიცარიის ეროვნულ ბანკს გამოუცია განკარგულება, რითაც დაურწმუნებია თანამემამულეები, რომ ეროვნული ვალუტის კურსი შემდეგნაირი იქნებოდა: 1,2 ფრანკი – 1 ევრო. იმავე წლის 4 ოქტომბერს ბანკირის ცოლს თავისი 516 000 აშშ დოლარით 475 000 ფრანკი შეუძენია და ამ სავალუტო ოპერაციის 60 000 ფრანკის (ანუ 49 000 ევროს) მოგებაც უნახავს.

მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, ამ ჩვენი ვალუტის კურსს ისე ათამაშებენ (ბოლო წლებში ეროვნული ბანკის ანგარიშზე ლარის ორჯერ ისეთი საფუძვლიანი შეთამაშებაა, რითაც, ექსპერტების თქმით, არათუ ათეულ ათასობით, გაცილებით მეტი თანხაც იშოვეს წინასწარ ინფორმირებულმა პირებმა), საგზლად ბოდიშსაც არ აყოლებენ, ზედაც კი, ქ-ნი ქობალიას ზემოხსენებულ შეძახილს დავამატებთ, ჩვენს ნორჩ-ნორჩ სახმოხელეებს საქმე ისე ხომ არ აქვთ: შენ არ იცოდე და არც სხვისი  გესმოდეს?!  

 

скачать dle 11.3