კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით არის გამორჩეული მსოფლიოში ყველაზე ძველი და დიდი სასაფლაო და რატომ შეიძინა იქ სამარხი წინასწარ ალა პუგაჩოვამ

ამ თეთრ ქალაქში მოხვედრა, სადაც ქრისტიანული სამყაროს ყველა დიდი სიწმიდეა თავმოყრილი, ყოველი ქრისტიანის ოცნებაა. იერუსალიმი სხვა განცდის ქალაქია, ქალაქი რომელიც არასდროს გტოვებს და მუდმივად გიხმობს. მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, გოლგოთა, გეთსემანიის ბაღი, ელეონისა და სიონის მთები – შეუძლებელია, აქ ერთხელ მოხვდე და უკან დაბრუნების სურვილი არ გაგიჩნდეს. ამ სიწმიდეთა  სიახლოვეს, ელეონის მთის კალთებზეა შეფენილი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სასაფლაო, რომელსაც ძველი აღთქმის  ყველაზე დიდი ბიბლიური თქმულება უკავშირდება. ძველი აღთქმის  მიხედვით, სწორედ აქ დაიდებს ტახტს მაცხოვარი და აქედან დაიწყება მკვდრების აღდგომა. იუდეველების ამ ცნობილი სასაფლაოს შესახებ საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის წარმომადგენელს, ნანა ბუაძეს გავესაუბრეთ.

 

ნანა ბუაძე:  იერუსალიმის მრავალ სიწმიდეთა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული ელეონის, იგივე ზეთისხილის მთა,  რომელიც მდებარეობს ძველი იერუსალიმის მუსლიმანური კედლის საპირისპირო შემაღლებაზე. ელეონის მთა მოიცავს სამ მწვერვალს. ჩრდილოეთის მწვერვალზე მდებარეობს ისრაელის ებრაული უნივერსიტეტი, შუა მწვერვალზე ლუთერანების საავადმყოფოა,  რომელიც ავგუსტა ვიქტორიას სახელს ატარებს და მესამე მწვერვალზე ამაღლების რუსული მონასტერია აგებული. ელეონის მთას აღმოსავლეთით ქედრონის ხევი ესაზღვრება. ამ ხევსა და ელეონის მთის სამხრეთ ფერდობზე შეფენილია უძველესი და უდიდესი სასაფლაო, რომელიც ებრაელებისთვის წმიდათაწმიდა  ადგილად ითვლება. სასაფლაო 150 ათასზე მეტ სამარხს მოიცავს და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სასაფლაოა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ აქ დაკრძალულია ძველი აღთქმის ერთ-ერთი პერსონაჟი აბესალომი. დავით მეფის – მეფსალმუნის შვილი, რომელმაც მოაწყო აჯანყება მამის წინააღმდეგ. დავითს არ უნდოდა, რომ მოეკლათ აბესალომი, მაგრამ ებრაელებმა ის მაინც დასაჯეს.  არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ ამ საფლავთან გავლისას, ებრაელები ქვებსა და კენჭებს ესროდნენ  საფლავს. აქვეა, 36 წინასწარმეტყველის საფლავი, რომელთა შორისაც არიან დაკრძალულნი – მალაქია  და ზაქარია. 

–  რით არის აგებული სასაფლაო?  

–  ეს არის ტიპური  სასაფლაო, ძალიან მცირე ზომის სამარხებით. ებრაელების უძველესი ტრადიციით, ისინი  მიცვალებულებს მიწაში არ ასაფლავებდნენ – გარდაცვლილებს დებდნენ  მღვიმეში და როცა მათგან მხოლოდ ძვლოვანი ნაწილი რჩებოდა,  მხოლოდ მას კრძალავდნენ მიწაში.  ამ სასაფლაოზე მიცვალებულების დაკრძალვა ხდებოდა  სოლომონის პირველი  ტაძრის არსებობის  დროს, როცა პირველი ტაძარი დაანგრიეს და მეორე ააგეს,  მიცვალებულების დაკრძალვა უკვე ხდებოდა ჩრდილოეთის ფერდზე, რის გამოც სასაფლაო ძალიან გაიზარდა. ელეონის მთა, ქედრონის ხევი და გეთსემანიის ბაღი გამორჩეულია იმით, რომ აქ  ერთმანეთის სიახლოვეს სამი კონფესიის საფლავებია –  იუდეველების, მუსლიმანებისა და ქრისტიანების. თუმცა, მათგან მოქმედია მხოლოდ იუდეველების ეს ძველი სასაფლაო. მის სიახლოვეს არის ბევრი სიწმიდე. თავისთავად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გეთსემანიის ბაღი, სადაც არის   ღვთისმშობლის საფლავი. აქვეა, მარიამ მაგდალინელის რუსული მონასტერი და  შემორჩენილია ის ბაღი, სადაც უკანასკნელად ილოცა მაცხოვარმა,  სანამ იუდა გასცემდა. აქვე, ახლოს არის ადგილი სადაც ჩაქოლეს პირველდიაკონი და პირველმოწამე სტეფანე, სწორედ მის საფლავთან იყო განლაგებული ძველი ქრისტიანული სამარხები, სადაც ქრისტიანები აღარ იმარხებიან.  სოლომონის პირველი  ტაძარი, რომელიც დაანგრია ნაბუქოდონოსორმა ძველი წელთაღრიცხვით 586 წელს, მოქცეული იყო ძველ იერუსალიმში, მეორე ტაძრის არსებობის დროს, რომელიც აგებულია ჰეროდე დიდის მიერ და ის დაანგრიეს რომაელებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 70 წელს. სოლომონის პირველი და მეორე ტაძარი ძალიან ლამაზი და დიდებული იყო. მეორე ტაძრის არსებობის დროს ზეთისხილის მთა იერუსალიმში არსებულ ტაძრის მთას უკავშირდებოდა ხიდით, რომელიც გაიარა მაცხოვარმა, როცა ბზობას, დიდებით შევიდა იერუსალიმში. მან გაიარა ოქროს კარიბჭე,  რომელიც აგებულია 520 წელს, აქ შეხვდნენ ერთმანეთს ღვთისმშობლის მშობლები იოაკიმე და ანა, როდესაც მათ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიიღეს ღვთისგან უწყება შვილის დაბადების შესახებ. კარიბჭე სულეიმან დიდმა ამოქოლა 1541 წელს.  ეზეკიელის წინასწარმეტყველების მიხედვით: ებრაელთა ღმერთი გაივლის ოქროს კარიბჭეს და დაიდებს საყდარს. ისიც იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ ეს კარიბჭე ამოიქოლებოდა და ვერც ერთი ადამიანი ვეღარ შეძლებდა მის გავლას. სულეიმან დიდმა  ოქროს კარიბჭე ამოქოლა, რომ მისი წარმოდგენით ხელი შეეშალა წინასწარმეტყველების აღსრულებისთვის. კარიბჭის წინ არის მუსლიმანური საფლავები. ებრაელებისთვის  მუსლიმანების საფლავები ითვლება უწმინდურად.  სწორედ ამ განზრახვით დაასაფლავებინა სულეიმან დიდმა კარიბჭესთან მუსლიმები. წინასწარმეტყველება ახდა, იქ  მესიამ უკვე გაიარა და კარიბჭე ამოქოლილია.  ვინაიდან მაცხოვარი იერუსალიმში ელეონის მთის გავლით შევიდა, ზეთისხილის მთასთან ის ქადაგებდა ბოლო ჟამზე. ბოლო ლოცვა აღასრულა გეთსემანიის ბაღში. შესაძლოა, მან გაიარა ზუსტად ის ადგილები, სადაც ცნობილი იუდეური სასაფლაოა. არსებობს გადმოცემა, რომ ელეონის მთაზე, იქ, სადაც ახლა დედათა რუსული მონასტერია, მოღვაწეობდნენ ქართველი ბერები, რომელთაგან ძალიან ბევრი მოწამეობრივად აღესრულა. სწორედ ამ  ტაძარში, საკურთხეველთან ახლოს, ქვებზე არის სისხლის ლაქები, რომელიც არასდროს შორდება ქვას და დიდ დღესასწაულებზე ეს უფრო აშკარად შესამჩნევი ხდება. ელეონის, ანუ ზეთისხილის  მთის სახელწოდება პირველად ჩნდება ზაქარია წინასწარმეტყველთან. მისი წინასწარმეტყველების მიხედვით, ბოლო ჟამს მესია ელეონის მთაზე  დაიდგამს ტახტს და ეზეკიელის საყვირის ხმაზე, აღსდგებიან მკვდრები. სწორედ ამიტომ, არის ეს სასაფლაო და ზოგადად, ეს ადგილი, ასე მნიშვნელოვანი და წმიდათაწმიდა. ყველა მორწმუნე  ებრაელის სანუკვარი ოცნებაა, დაიკრძალოს ამ სასაფლაოზე, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდეს ის. რიგით ებრაელებს აქ ვერ ასაფლავებენ. აქ დაკრძალულნი არიან რაბინები, სასულიერო იერარქიის წარმომადგენლები. ყველა მილიონერი ებრაელი   ტოვებს ანდერძს, რომ ამ სასაფლაოზე დაკრაძალონ. ბოლო ათწლეულებში აქ დაასაფლავეს  ცნობილი ებრაელი მწერლები: ლასკეპ-შულერი, ელზა აგნონი, შმუელ იოსები. 

– რამდენადაც ცნობილია, ეს არის ძალიან ძვირად ღირებული სასაფლაო, სადაც მიწის ყიდვა დიდი თანხა ჯდება და აქ  სამარხი შეიძინა ალა პუგაჩოვამ.

– მეც მსმენია, რომ ამ სასაფლაოზე მიწა შეიძინა ალა პუგაჩოვამ. რადგან ამ სასაფლაოზე მხოლოდ და მხოლოდ ებრაელების დაკრძალვა ხდება, ალა პუგაჩოვა გენეტიკურად აუცილებლად  უნდა იყოს დაკავშირებული ებრაელებთან.  სხვაგვარად, რა თანხაც არ უნდა გადაეხადა მას, ამ სასაფლაოზე დასაფლავების უფლებას ვერ მოიპოვებდა.  ამ სასაფლაოზე სამარხი ძალიან ძვირი ღირს. თუმცა, საფლავები არ არის  განსაკუთრებით ძვირად ღირებული. მათ არ აქვთ ჩვეულება მიცვალებულებს ძვირფასეულობა ჩაატანონ. საფლავები  მოპირკეთებულია ჩვეულებრივი, თეთრი ქვით, რითიც არის დამუშავებული ძველი იერუსალიმის შენობათა  ფასადები.  შესაბამისად,  იერუსალიმი არის ცნობილი როგორც თეთრი ქალაქი. ამ  სასაფლაოს თეთრი სასაფლაოც ეწოდება. მაშინ როდესაც ებრაელებს აღარ ეკუთვნოდათ იერუსალიმი, და ეს გრძელდებოდა 20 საუკუნის განმავლობაში, სასაფლაო დაკეტილი იყო. 1967 წელს, როცა ებრაულმა ჯარებმა განდევნეს იორდანიის არმია, მათ სრული კონტროლი დაამყარეს იერუსალიმზე და  დაკეტილი  სასაფლაოც გაიხსნა. როგორც წყაროებით არის  ცნობილი,  მერვე საუკუნეში არაბებმა ებრაელებს მისცეს უფლება, აქ ჩამოსულიყვნენ  მომლოცველები. თუმცა, მათ მაინც არ აძლევდნენ ტაძრის მთაზე მისვლის უფლებას. მოგვიანებით, ებრაელებმა  ზეთისხილის მთა კვლავ დიდ სიწმიდედ გადააქციეს, სადაც ისინი მათთვის მნიშვნელოვან დღეებში იკრიბებოდნენ. იქ ხდებოდა სინედრიონის არჩევაც. ებრაელების ახალ წელს,  სექტემბერში,  სასაფლაოზე ჩამოდიან ებრაელები თავიანთი წინაპრების სამარხების მოსანახულებლად. სასაფლაოს იცავს  ქალაქ იერუსალიმის მერია. იქ შესვლა ნებისმიერ მსურველს ნამდვილად არ შეუძლია.         

 

 

скачать dle 11.3