კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რითი იცნეს სოსო ჯაჭვლიანი სიღნაღში და რატომ გადასცა ამერიკელმა მკლავჭიდელმა სვანებს რქიანი ხარის სამკერდე ნიშნები

 

როგორ გავხდი „პოპულარული“ 

... დავიბადე და გავიზარდე მესტიაში.

თბილისში სკოლის დამთავრებისთანავე ჩამოვედი. ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ, კინოგადაღება მექცა პირველ დღესასწაულად.

დაუვიწყარი გედიას როლი იყო ჩემი დებიუტი კინოში. ფილმი „ნატვრის ხე“ ხომ აბულაძის მოვლენათა მოვლენაა.

წარმოიდგინეთ, როგორ განწყობაზე ვიქნებოდი გუშინდელი ბავშვი, რომელიც მიიწვიეს გადაღებაზე ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც იყვნენ: რამაზ ჩხიკვაძე, გოგი გეგეჭკორი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ეროსი... ლეგენდარული სესილია და კახი კავსაძე.

სიღნაღში ვიღებდით რამდენიმე ეპიზოდს. ყოველ შესვენებაზე რაიკომის სასადილოში ვსადილობდით.

მეორე სადილობაზე შევამჩნიე, რომ კახელი, ტალიკ-ტალიკი ბიჭების ზედახორა იყო სასადილოს კართან. მიხარია: მიყურებენ მე – კინომსახიობს, მაშასადამე, უკვე პოპულარული ვარ...

მოვრჩი სადილს, მივუახლოვდი კარს, რაღაცა ხომ უნდა ვუთხრა, ჩემით რომ ამაყობენ?

– გიყვარვართ, ჭინკებო? – შევეხუმრე.

– მაშა! – მიპასუხა შედარებით გაბედულმა, – ძია, აი იმასა, – მანიშნა მეორეზე, – სანაძლეო დავუდე, რომ შენ ისა ხარ.

– ისა ვარ, მაშ! – გამიხარდა.

– აი, ხო გითხარი, ჯო, მოგიგე! – გადახედა ამხანაგს გაბედულმა.

– მაინც ვინ ვარ? – შევეკითხე ბავშვს, თან, ვფიქრობ, ახლა მეტყვის, მთავარი როლის შემსრულებელი სოსო ჯაჭვლიანი ხარო, მე უნდა გამიხარდეს, გავიბადრო და ვუთხრა: – დიახ მე ვარ ის ბიჭი, გედია-მეთქი, მაგრამ...

– ვინა ხარ და ისა, 12 პორცია შნიცელს რომ ჭამს ერთ ჯერზე, სამ ბანკა მაწონს რო აყოლებს და მაინც ვერა ძღება...

შემომეყარა გულზე, მაგრამ, რაღას ვიზამდი? უკან აღარ დავიხიე:

– კი, მე ვარ... შენ ხარ მოგებული. მაინც, რაზე დანაძლევდით?

– ერთ პორცია შნიცელს მიყიდის ეგა, – მიმანიშნა ნიძლავწაგებულზე.

 

ხარი

ძალიან მიყვარს, იუმორი და ამ დროს არაფერი მწყინს, თუნდაც მსუბუქი დაცინვა ან გამოჯავრება.

რამდენიმე წლის წინ უცხოეთში, ტურნეში წარმატებული გამოსვლით გახარებულები, აღტაცებას ვერ ვფარავდით.

მკლავჭიდი სულაც არ არის მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე დამოკიდებული სპორტის სახეობა, მას ტექნიკა თუ არ ახლავს, ძალა მხოლოდ დაგაზარალებს.

იყო ამ ტურნირზე ერთი ცნობილი ამერიკელი მკლავჭიდელი, რომელიც ძალიან დაგვიმეგობრდა და მკლავჭიდის უამრავ საიდუმლოსაც გვაზიარა, ბოლოს კი, მეგობრობის ნიშნად, მე და ერთ ჩემს სვან თანაგუნდელს სამკერდე ნიშნები გვისახსოვრა, რომლებზეც ჯანისა და ღონის სიმბოლოდ, უზარმაზარრქებიანი ხარი იყო გამოსახული. ეს ჩემი სვანი თანაგუნდელი ჩუმად მეკითხება გაოცებული:

– რატომ გვაჩუქა მხოლოდ მე და შენ ეს სამკერდე ნიშნები ამ ამერიკელმა, თანაც, რქების გამოსახულებით?  ვერ ამიხსნი, სოსო?

საერთოდ, ასეთი კითხვები მხიარულ ხასიათზე მაყენებს და ვუპასუხე:

– როგორ, თვითონ ვერ ხვდები?

– როგორ უნდა მივხვდე, ხარია და რქები აქვს, რომელი კოლმეურნეები ჩვენ გვნახა?

– მართლა არ იცი? – არ ვეშვები მე.

– არა.

– იმიტომ, რომ სვანები ვართ და გაგვახარა-მეთქი.

მაშინვე დაიჯერა და მთელი გზა თბილისამდე ასე სჯეროდა. თბილისში რომ ჩამოვფრინდით, ვიფიქრე, არავის უთხრას, რაც ვემასხრე და არ შემარცხვინოს ახლობლებში-მეთქი და თავიდან ავუხსენი ყველაფერი.

საქმეში კი გაერკვა, მაგრამ, მგონი, პირველი ვერსია უფრო ესახელებოდა და, თუ არ მომჩვენებია, ის ახალი განმარტება, ცოტა არ იყოს, ეწყინა კიდეც.

 

 

скачать dle 11.3