*** ქასთინგზე: – თქვენ როლს არ შეესაბამებით‚ ჩვენ სულ სხვა ტიპაჟი გვჭირდება. შეგიძლიათ‚ წახვიდეთ... მოითმინეთ! თქვენი უკანა ხედი სავსებით გვაკმაყოფილებს... აყვანილი ხართ...
***
– გველის ხორცი თუ გაგისინჯავს?
– არა, ჯერ სიდედრთან სრულიად ნორმალური დამოკიდებულება მაქვს.
***
ფეხბურთის მოედანზე:
– სუდია‚ მსაჯი!.. სათვალე იყიდე‚ სათვალე!
– რა?!
– სასმენი აპარატიც!
***
– გაიგე? ახალი სერიალი გადაუღიათ‚ ტურგენევის „მუმუს“ გაგრძელება – გერასიმეს ახალი ძაღლი ჰყავს – „მყვინთავა“.
***
დაივიწყე სახსრების ტკივილი‚ დაივიწყე‚ წნევა‚ გული... შენ ხომ ახლა მე გყავარ... სკლეროზი.
***
„პენისის დაგრძელება – ფოტოშოპით“.
***
სანამ თქვენს შეყვარებულს „ბაჭიას“ დაუძახებთ‚ გაითვალისწინეთ‚ გეყოფათ თუ არა მისთვის კომბოსტო და ხომ არ გიმტყუნებთ სტაფილო.
***
– მამი‚ გავიგე, რატომაც არ არის კოსმოსში სიცოცხლე!
– აბა‚ ამიხსენი!
– იქ მიზიდულობა საერთოდ არ ყოფილა და ქალსა და კაცს შორისაც ხომ არ იქნება?!.
***
– აბა‚ როგორ მოგეწონა გიოს შეყვარებული?
– როგორც საშინელებათა უვარგისი ფილმი...
– ??
– არც საშინელია‚ მაგრამ, არც დაგამახსოვრდება.
***
– სიკვდილმისჯილო‚ შეგიძლიათ, ბოლო სურვილი თქვათ: იქნებ, ვინმეს ნახვა გინდათ, ან – სექსი, ან – კარგი საჭმელ-სასმელი?
– არა. მინდა, ჩინური ენა ვისწავლო... დამწერლობით, სრულყოფილად.
***
– ალო‚ მე განცხადების გამო გირეკავთ.
– ალო‚ ხმამაღლა ილაპარაკეთ!
– განცხადების თაობაზე გირეკავთ!
– ალო‚ არ ისმის!
– მოსასმენი აპარატის შესახებ მაინტერესებდა!
– ალო‚ ცოტა ხმამაღლა!
– მოსასმენი აპარატის შესახებ!
– აა‚ აპარატის? უკვე გაიყიდა.
***
მოხუცი ბიზნესმენი ბინაში შევიდა თუ არა‚ მაშინვე ფარდას მივარდა და მის უკან შეიხედა‚ შეიხედა ყველა საწოლის ქვეშ‚ კარადები სათითაოდ გამოაღო‚ ყველა კუთხე-კუნჭული შეამოწმა.
– რას ეძებთ? – ეკითხება ახალგაზრდა ქალი.
– საყვარელს! სად არის?
– საყვარელი ხომ თქვენ ხართ?!
***
– იცი‚ დასავლეთში რა თანხას უხდიან უმუშევრებს?! ვერც წარმოიდგენ... ჩვენთან რომ ამდენს უხდიდნენ‚ სამსახურში მხოლოდ ოლიგარქები‚ საწარმოების დირექტორები‚ მინისტრები და დეპუტატები ივლიდნენ.
***
მივიდა ერთხელ ბრეჟნევი პარტბიუროს სხდომაზე „ცარიელი“ პიჯაკით – არც ერთი ჯილდო.
– ლეონიდ ილიჩ‚ თქვენი ორდენები?
– ოი‚ პიჟამადან მოხსნა დამავიწყდა!
***
ახალგამომცხვარმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა, მართვის მოწმობა აიღოს. გადის გამოცდაზე. გამოაღო მანქანის კარი და დაჯდა...
– შეგიძლიათ, გადმოხვიდეთ‚ გამოცდა ვერ გაიარეთ.
– როგორ‚ ჯერ ხომ არაფერი გამიკეთებია?
– კარგი‚ თავიდან სცადეთ.
ბიზნესმენმა ღიმილით გადახედა მას‚ ხელისგული წინ‚ მძღოლის სკამს დაარტყა და დაიძახა: – აბა‚ წავედით!
***
ქალები სუსტი‚ დაუცველი არსებები არიან‚ რომლებიც ყელს გამოგჭამენ‚ თუ მათ ასეთებად არ ჩათვლით.
***
ორი თანამშრომელი საუბრობს:
– იცი‚ ჩემს ცოლს მაგრა ვუყვარვარ‚ იმიტომ‚ რომ მისი შვილების მამა ვარ‚ მარჩენალი‚ მისთვის საყრდენი ვარ...
– ტყუილია‚ ეგ ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია‚ სინამდვილეში მხოლოდ სექსისთვის უნდიხარ.
ამან ტიპი ჩააფიქრა და გადაწყვიტა‚ შეამოწმოს.
საღამოს ცოლმა გაიხადა და მიუჩოჩდა.
– იცი‚ დღეს უშნოდ დავეცი და ექიმმა მითხრა, სათესლე ჯირკვლები დაგიზიანებია და დაიმპოტენტდიო.
– ასე, ხომ?! – წამოხტა ქალი‚ მივარდა კარადას‚ ყრის იქიდან ტანსაცმელს და იძახის: – ეს – შენი! ეს – ჩემი! ეს – შენი! ეს – ჩემი!
– ეჰ‚ – ჩაიქნია კაცმა ხელი და ცოლს მოეხვია.
– ეს – ჩვენი... – ნაზად თქვა ქალმა და ხელში შერჩენილი ტანსაცმელი კარადაში შეყარა.
***
სვანს უთხრეს‚ შუქს გადაგიჭრით‚ მოხმარების საფასური თუ არ გადაიხადეო.
– გადაჭერით‚ შუქი რად მინდა‚ „ფეისბუქზე“ სანთლის შუქზეც კარგად შევალ‚ ტელევიზორი კი სიბნელეში უფრო კარგად აჩვენებსო.
***
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა კვლავ წააგო – აი‚ მესმის სტაბილურობა!
***
ტარანტინომ ფილმი „მოკალი ბილი“ „Window XP“-ის დაყენების სამსაათიანი მცდელობის შემდეგ გადაიღო.
***
მეცხრამეტე საუკუნე:
– ისწავლე ჭანჭიკების გამოჩარხვა‚ შვილო‚ იქნებ, ქარხნის მუშა გამოხვიდე‚ თუ არა, ჩემსავით გლეხი დარჩები, ოროყიანი თოხით ხელში...
მეოცე საუკუნე:
– ისწავლე‚ შვილო‚ ტვინით მუშაობა‚ იქნებ ინჟინერი გამოხვიდე‚ თორემ, ჩემსავით მუშად დარჩები და ჭანჭიკების გამოჩარხვაში ამოგხდება სული...
ოცდამეერთე საუკუნე:
– ისწავლე‚ შვილო‚ ლაპარაკი – ენით მუშაობა‚ იქნებ, მენეჯერი გამოხვიდე‚ თორემ ჩემსავით ტვინის ჭყლეტაში ამოგხდება სული.
***
ორი ებრაელი ახალ ამბებს უყურებს. აჩვენებენ: დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა‚ რომელშიც ორი არაბი ზის‚ რაღაცას შეასკდა და აფეთქდა.
– ო‚ რა სამწუხაროა! – წამოიძახა ერთმა.
– აბა?! იქ კიდევ ოთხი არაბი დაეტეოდა...